loading...

«

»

მაი 16

ვირთხებმა პოლიციის საცავში არსებული ალკოჰოლური სასმელი დალიეს

უცნაური შემთხვევა დაფიქსირდა ინდოეთის შტატის ბიჰარის პილიციაში. სამართალდამცველების მიერ  სპეციალურ ადგილას განთავსებული უკანონო ალკოჰოლური სასმელები ვირთხებმა დალიეს.

პოლიციის განცხადებით ათასობით ლიტრი სასმელის დანაკლისია საცავში. აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია მოკვლევა, რასთან დაკავშირებითაც თანამშრომლებს ჩაუტარდებათ ალკო-ტესტები. თუ სამართალდამცველების მონაწილეობა დაფიქსირდება აღნიშნულ საქმეში, მათ ათ წლამდე ვადით მოუწევთ დაპატიმრება.

ასეთი მკაცრი კანონი გასული წლის აპრილის თვიდან მოქმედებს, მას შემდეგ, რაც შტატში აიკრძალა ალკოჰოლის მოხმარება, შენახვა-რეალიზაცია. ამ დროისათვის “მშრალი კანონის” წესების დარღვევის გამო 40 ათასზე მეტ ადამიანს აღუკვეთეს თავისუფლება.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>