loading...

«

»

მაი 16

ძაღლმა ცოცხლად დამარხული ბავშვი სიკვდილისგან იხსნა

როგორც Daily Mail იუწყება, ჩინეთში მიწაში ცოცხლად დამარხული 1 თვის ჩვილი ბავშვი ძაღლმა სიკვდილისგან იხსნა.

შემთხვევა ჩინეთის ქალაქ ცზიანცზინის პარკში დაფიქსირდა. ქალბატონის იანგ ჯაილის განცხადებით, მისი ძაღლი ეზოდან გაიქცა პარკის მიმართულებით, რამდენიმე წუთის შემდეგ კი იგი ბუჩქებში იპოვა, სადაც იგი წინა თათებით მიწას თხრიდა. “ძაღლის პირიც კი მიწით ჰქონდა სავსე” -აცხადებს ჯაილი.

შემთხვევის ადგილთან  უფრო მიახლოების შემდეგ ქალბატონმა თეთრ ზეწარში გახვეული ჩვილი შეამჩნია, რომელმაც მოძრაობა დაიწყო, შემდგე კი ატირდა.

ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას სხეულის დაბალი ტემპერატურა და სუსტი გულის ცემის სიმპტომები აღენიშნებოდა. ექიმების თქმით ჩვილის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

სამართალდამცველების ვარაუდით, მშობლებმა შესაძლოა იფიქრეს, რომ ბავშვი გარდაიცვალა, ამიტომაც გადაწყვიტეს მისი ასეთი ფორმით დამარხვა. ამჟამად პოლიცია ჩვილის მშობლებს ეძებს.