loading...

«

»

მაი 17

რუსი დეპუტატი მკვდარ ზღვაში დაიხრჩო

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ისრაელში მკვდარ ზღვაში რუსეთის ყველაზე მდიდარი პარლამენტის წევრი 69 წლის ვასილ ტარასიუკი დაიხრჩო.

ცნობილი ფაქტია, რომ მკვდარ ზღვაში მარილის მაღალი კონცენტრაციის გამო ადამიანი წყალში არ იძირება.  ჩასული სტუმრები წყაში მცირე მოძრაობითაც კი ახერხებენ ცურვას, ამასთან ზოგიერთი მათგანი წყლის ზედაპირზე მწოლიარეც კი კითხულობს წიგნსა თუ გაზეთს.

შაბათს 6 მაისის დილას მაშველებმა წყლიდან ვასილი დამხრჩვალი ამოიყვანეს. თავდაპირველად რუსეთის ხელისუფლებაში დეპუტატის სიკვდილის შესახებ ინფორმაციას გაუკრვეველი  მიზეზების გამო არ ავრცელებდნენ. რუსეთის ფედერაციაში შესაბამისი განცხადება 4 დღის შემდეგ 10 მაისს გავრცელდა.