loading...

«

»

მაი 24

ქუვეითში ნარკოკურიერი მტრედი დაიჭირეს

ნაჭრისაგან ხელით შეკერილი ზურჩანთაში, რომელიც მტრედს ეკეთა, 178 აბი ნარკოტიკული ნივთიერება, სავარაუდოდ ,,ექსტაზი,, აღმოაჩინეს.

არაბული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, კუვეიტელმა სამართალდამცავებმა მტრედი თავიანთი განყოფილების ერთ-ერთ საზღვრისპირა ოფისთან დაიჭირეს, სასდაც მტრედი რატომღაც თავად მიფრინდა.

ხელთნაკეთ ზურგჩანთაში, რომელიც ნარკოდილერებს სპეციალურად მტრედისფერი ნაჭრისგან შეეკერათ, აღმოჩენილი ნივთიერება ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი… სამართალდამცავებს მიაჩნიათ, რომ მტრედს, ნარკოტიკები ერყის ტერიტორიიდან გადაჰქონდა, საიდანაც ძირითადად ვრცელდება ნარკოტიკები მეზობელ არაბულ ქვეყნებში.

ქუვეითისა და  სხვა ზოგიერთი არაბული ქვეყნებს კანონმდებლობით, ნარკოტიკების შეტანა ქვეყანაში დასჯადია და სასჯელის უმაღლესი ზომით, სიკვდილით ისჯება.

Share Button

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>