loading...

«

»

მაი 31

მარკ ცუკერბერგმა 13 წლის შემდეგ ჰარვარდის დიპლომი აიღო

ჰარვარდის უნივერსიტეტის ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სტუდენტი, სოციალური ქსელის დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი უნივერსიტეტში მივიდა და დიპლომი მიიღო.

მარკი იმ აუდიტორიასაც ესტუმრა, სადაც იგი 13 წლის წინ საკუთარი ჯგუფელებისათვის ინტერნეტ სივრცის შექმნაზე მუშაობდა. მან კომენტარიც გააკეთა და აღნიშნა, რომ სწორედ ამ ოთახში იჯდა და წერდა ფეისბუქის პროგრამას, რაზეც დაახლოებით ორი კვირა დაჭირდა.

2007 წელს ამავე უნივერსიტეტს ბილ გეითსი ეწვია და სიტყვით მშობელ მამას მიმართა: “მამა, როგორც გეუბნებოდი, დავბრუნდი დიპლომის მისაღებად. დღეის შემდეგ ჩემს რეზიუმეში უნივერსიტეტის ხარისხიც იქნება მითითებული”.

სწორედ ასევე იხუმრა მარკმაც, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე მშობლებთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: “დედა, როგორც გეუბნებოდი, დავბრუნდი დიპლომის მისაღებად”.

Share Button

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>