loading...

«

»

ნოე 20

მინიატურული რობოტები პესტიციდების გამოყენებასა და სხვა ხარჯებს შეამცირებენ

მინიტურული რობოტები ფერმერებს პესტიციდების სწორ დოზირებასა და პროდუქტის დაკარგვის თავიდან აცილებაში დაეხმარებიან. მართალია, აგრობიზნესის რობოტიზაცია სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს – ექპსერტები ვარაუდობენ, რომ ასეთი ტიპის მანქანები 3-4 წელიწადში იქნება ხელმისაწვდომი.

რობოტები, რომლებიც მინდვრებში იმუშავებენ, პესტიციდებს იმ მცენარეებისკენ მიმართავენ, რომლებსაც სჭირდებათ. ამჟამად ჰერბიციდებისა და პესტიციდების 95-96% ფუჭად გამოიყენება, რადგან მოსავალი მთლიანად იწამლება, რაც მავნებლებსა და სარეველებში იმუნიტეტის გამომუშავებას უწყობს ხელს. გარდა ამისა, ეს პროცესი ხელს უშლის ფუტკრებსა და სხვა სასარგებლო მწერებს, რომლებიც მცენარეთა დამტვერვას ახდენენ.

გარდა ამისა, რობოტები მოსავლის ხარისხსაც შეამოწმებენ, თუ ნაყოფი ასაღებად მზად არ იქნება, დატოვებენ და მას შემდეგ მოკრეფენ, რაც შესაბამის კონდიციას მიაღწევს. ეს პროდუქტის გაფლანგვასა და შესაბამისად, ფერმერის ზარალს შეამცირებს.

აღნიშნული რობოტები, მუშახელის სიმცირით გამოწვეულ პრობლემასაც მოაგვარებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>