loading...

«

»

ნოე 30

ლიტვა უკრაინას საბჭოთა იარაღს უფასოდ მიაწვდის

ლიტვის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით ქვეყანა უკრაინას საბჭოთა კავშირის დროინდელ შეიარაღებას უსასყიდლოდ გადასცემს. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ შეიარაღებას ლიტვის სახელმწიფო ჯარი წლების წინ იყენებდა, ნატოს სტრანდარტებზე გადასვლის შემდგომ კი ზემოთ ხსენებული შეუსაბამო გახდა ალიანსის წევრი ქვეყნისათვის.

გავრცელებული ინფორმაციით, ლიტვა უკრაინას 7 ათას ერთეულ “კალაშნიკოვი”-ს ტიპის ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს, თითქმის 2 მილიონ პატრონას, აგრეთვე 80 ტყვიამფრქვევს, ტანკსაწინააღმდეგო იარაღსა და სხვა ტიპის შეიარაღებას მიაწოდებს. საერთო ჯამში გადასაცემი იარაღის ოდენობა დაახლოებით 1,9 მილიონ ევროს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ლიტვა უკრაინას პირველად არ აწვდის მისთვის არასაჭირო შეიარაღებას. პირველად 2014 წელს მოხდა იარაღის გადაცემა, მას შემდეგ რაც დონბასში კონფლიქტი დაიწყო.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>