loading...

«

»

ნოე 30

ხორვატმა გენერალმა ჰააგის ტრიბუნალის სხდომაზე თავი მოიკლა

 

Associated Press მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხორვატი გენერალი, სოლბოდან პრალიაკი, რომელმაც სასამართლო განაჩენის გამოცხადების დროს საწამლავი დალია, გარდაიცვალა.

გადაწყვეტილება უკავშირდებოდა ყოფილი იუგოსლავიის საქმეს. მას ბრალი ედებოდა ბოსნიელი მუსლიმების წინააღმდეგ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებში. კერძოდ ტრიბუნალმა დაასკვნა, რომ გენერალმა, რომელიც ხორვატთა თავდაცვითი საბჭოს შტაბის ხელმძღვანელი იყო, იცოდა ბოსნიურ ქალაქებში დაგეგმილი წმენდის შესახებ, მაგრამ საკმარისი ძალისხმევა არ გაიღო მუსლიმების განადგურების წინააღმდეგ. ის დაადანაშაულეს ასევე უმოქმედობაში იმ ხორვატი სამხედროების მიმართ, რომლებიც ეთნიკურ წმენდასა და მეჩეთების, ასევე მოსტარში ხიდის განადგურებაში მონაწილეობდნენ, რასაც მშვიდობიან მოსახლეობაში მნიშვნელოვანი მსხვერპლი მოჰყვა.

როდესაც გენერალმა გაიგო, რომ გასაჩივრებული განაჩენი 20 წლით თავისუფლების აღკვეთის შესახებ ძალაში რჩებოდა, იგი წამოდგა და წამოიძახა: “პრალიაკი დამნაშავე არ არის, მე უარვყოფ თქვენს განაჩენს”, ამის შემდეგ შემდეგ ამოიღო საწამლავი დალია და გარშემომყოფებს შეატყობინა მისი ქმედების შესახებ. სხდომა შეწყდა, პრალიაკი ჰააგის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის მალე გარდაიცვალა.

 

 

Share Button

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>