loading...

«

»

დეკ 01

თურქეთში მშობიარობისათვის წყვილს 134 ათასი დოლარი მოთხოვეს

თურქეთში მშობიარობისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურებაში ბრიტანეთის მოქალაქეებს 134 000 დოლარი მოთხოვეს. ამასთან მშობლებს ჩვილის სამშობიროდან გაყვანის უფლება არ მისცეს მანამდე, სანამ საფასურს არ გადაიხდიდნენ.

28 წლის აბდელ ბლეიკი და 19 წლის ბრენდონ უორდი დიდი ბრიტანეთიდან თურქეთში დასასვენებლად ჩავიდნენ. ახალგაზრდა ქალს ნაადრევი მშობიარობა დაეწყო, სამი თვით ადრე ექიმების მიერ განსაზღვრულ დრომდე.

წყვილი ვარაუდობდა, რომ სადაზღვევო კომპანია სამედიცინო დახმარებაზე გაწეულ ყველა ხარჯს აანაზღაურებდა. საბოლოოდ მათ 77 დღე მოუწიათ ლოდინი, რომ კლინიკას მშობლებისთვის შვილი გადაეცა. პრობლემატური საკითხი მას შემდეგ მოგვარდა, რაც სადაზღვევო კომპანიამ სამშობიარო კლინიკას 5400 დოლარი გადაუხადა.

Share Button

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>