loading...

«

»

დეკ 02

კრიშტიანუ რონალდუს შემოსავალი ინსტაგრამიდან

მადრიდის რეალის თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ Instagram-ზე განთავსებული ყოველი სარეკლამო პოსტიდან 308 ათას ფუნტს (415 ათასი დოლარი) გამოიმუშავებს.

პორტუგალიელი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მამაკაცია იმ პირთა შორის, რომლებიც სოციალური ქსელიდან იღებენ შემოსავალს. მის ექაუნთს 116 მილიონი გამომწერი ჰყავს. პირველი ადგილი ამ რეიტინგში დაიკავა ამერიკელმა მომღერალმა და მსახიობმა სელენა გომესმა, რომელიც 424 ათას ფუნტს (572 ათასი დოლარი) იღებს, მეორე ადილი ტელევარსკვლავ კიმ კარდაშიანს ერგო 385 ათასი ფუნტ სტერლინგით (519 ათასი დოლარი) შემოსავლით.

რონალდუს ახლოს რეიტინგში მოხვდა კალათბურთელი სპორტსმენი ლებრონ ჯეიმსი, რომელიც თითო სარეკლამო პოსტში 92 ათას ფუნტს (124 ათასი დოლარი) იღებს.

Share Button

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>