loading...

«

»

დეკ 02

მთვრალმა ქალმა თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრები დაკბინა

ბრაზილია-აშშ-ს თვითმფრინავის რეისზე უცნაური ინციდენტი მოხდა. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ქალბატონმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს.

40 წლის ბრაზილია-აშშ-ს მოქალაქემ ირეშ ალვეს პერეირამ ჯერ მის წინ მჯდომ მგზავრს გაარტყა ხელი სახეში, შემდგომ კი ბორტგამცილებლებს გაუსწორდა ფიზიკურად და ბოლოს დაკბინა.

მგზავრებმა და ეკიპაჟის წევრებმა ირეში სავარძელზე დააბეს. რეისის შესრულების შემდეგ ქალბატონი ნიუ-იორკის სასამართლოში წარადგინეს. ბრალი თავდასხმაში წაუყენეს და მხოლოდ 100 000 დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს ციხიდან.

Share Button

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>