loading...

«

»

დეკ 05

დასახელდა ყველაზე მსმელი ევროპული ქვეყნები

Eurostat-ის მონაცემებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ალკოჰოლური სასმელების მომხმარებელთა სიაში მოწინავე ადგილები ბალტიისპირეთის ქვეყნებს უჭირავთ.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ევროპელებმა 130 მილიონი ევრო დახარჯერს ალკოჰოლში, რაც ევროკავშირის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 0,9-ს უდრის.

გარიკვა, რომ ყველაზე მეტად ალკოჰოლური სასმელები ბალტიისპირეთში უყვართ. კერძოდ დადგინდა, რომ 2016 წელს ესტონეთში ერთ მოქალაქეზე სამომხმარებლო დანახარჯი ალკოჰოლზე 5,6%-ს, ლატვიაში 4,8%-ს და ლიტვაში 4,2%-ს შეადგენდა.

რეიტინგში მეოთზე და მეხუთე ადგილებს პოლონეთი და ჩეხეთი იკავებს. ამ ქვეყნებში სამომხმარებლო ალკოჰოლური დანახარჯის წილი 3,6%-ია.