loading...

«

»

დეკ 05

ცისარტყელის ხანგრძლივობის ახალი რეკორდი დამყარდა

ტაივანში ცისარტყელის ხანგრძლივობის ახალი რეკორდი დამყარდა. კულტურის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ცაზე ცისარტყელა დააფიქსირეს, რომელიც დაახლოებით 9 საათის განმავლობაში იყო გამოსახული. აღნიშნული დრო 3 საათით მეტია წინა ამავე ტიპის რეკორდზე.

სტუდენტების თქმით, ცისარტყელა ტაივანის დედაქალაქ ტაიბეში ადგილობრივი დროით 06:57 გამოჩნდა და 15:55 საათამდე იყო. ანუ საერთო დრომ 8 საათი და 58 წუთი შეადგინა.

პროფესორები და სტუდენტები ამ დროისათვის აგროვებენ ყველა საჭირო ფაქტის დამამტკიცებელ ინფორმაციას იმისათვის, რომ ახალი რეკორდი დაფიქსირებულ იქნას გინესის რეკორდების წიგნში.

აღსანიშნავია, რომ წინა რეკორდი 1994 წელს ინგლისში უეზბერში, იორკშირის საგრაფოში დააფიქსირეს.

Share Button

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>