loading...

«

»

დეკ 11

არაბ მეცნიერებს მარსზე მარწყვისა და ფინიკის გაშენება სურთ

არაბთა გაერთიანებული ემირატების მეცნიერები მარსზე ბაღების გაშენებას და ფინიკის, მარწყვის, პომიდორისა და სალათის ფურცლების მოყვანას გეგმავენ.

კოსმოსური სააგენტოს სტრატეგიული დაგეგმვის მეთაურის, რაშიდ ალ-ზაადის განცხადებით გაერთიანებული ემირატების უდაბნოს და მარსის ნიადაგები ერთმანეთს ჰყავს, შესაბამისად ზემოთ აღნიშნული ამბიციური გეგმის განხორციელება შესაძლებელია.

გავრცელებული ინფორმაციით პროექტისათვის უკვე გამოყოფილია 5,5 მილიარდი დოლარი. არაბი სპეციალისტების თქმით წითელ პლანეტაზე წყლის პოვნაც იგეგმება.