loading...

«

»

დეკ 11

მკერდის პლასტიკური ოპერაციის შემდეგ მოწევა დაუშვებელია

სპეციალისტები ქალბატონებს მკერდის პლასტიკურ ოპერაციამდე მინიმუმ 1 თვით ადრე მოწევისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ.

აშშ-ში მოღვაწე პლასტიკური ქირურგის ენტონი იუნის განცხადებით მის პაციენტს მკერდის ოპერაციის შემდეგ ძუძუს თავები მოკვეთეს. ექიმის თქმით მიზეზი სწორედ სიგარეტის მოწევას უკავშირდება.

სპეციალისტების განმარტებით სიგარეტში შემავალი ნიკოტინი და ნახშირბადი სისხლძარღვების შეკუმშვას იწვევს, რაც პირდაპირ მოქმედებს სისხლის მიმოქცევის შეფერხებაზე. შედეგად გადიდებულ მკერდზე ვითარდება ნეკროზი და საჭირო ხდება ძუძუს თავების მოკვეთა.

ექიმები არამწეველ ქალბატონებსაც მოუწოდებენ, რომ ოპერაციამდე ან ოპერაციის შემდგომ გარკვეულ პერიოდში თავი შეიკავონ ისეთ ადგილებში მოხვედრისგან, სადაც მწეველები არიან, რამდენადაც ხელოვნურ მკერდზე სიგარეტის ბოლსაც ისეთივე მავნე ზემოქმედება აქვს, როგორც თვითონ სიგარეტის მოწევას.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>