loading...

«

»

დეკ 11

ჰაკერული თავდასხმისას 70 მილიონი დოლარის ოდენობის ბიტკოინები მოიპარეს

რამდენიმე დღის წინ ჰაკერული თავდასხმის შედეგად 70 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა “ბიტკოინი” მოიპარეს.

მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ბიტკოინების მომპოვებელი კომპანიის NiceHash ადმინისტრაციაში ჰაკერული თავდასხმა დაადასტურეს. მათი განცხადებით კრიპტო სერვერებიდან მოპარულია 4736 ერთეული ბიტკოინი.

ზემოთხსენებული შემთხვევა პირველი არ არის, ბოლო პერიოდში რამოდენიმე საკმაოდ დიდი ოდენობის კრიპტო ქურდობის ფაქტი დაფიქსირდა ვირუსის სახელად “CryptoShuffler“-ის მეშვეობით. ერთი კრიპტო ანგარიშიდან მეორეზე გადარიცხვისთვის მომხმარებლები მიმღების ნომერს იღენებენ, რომელიც საკმაოდ რთული დასამახსოვრებელია, ამის გამო ისინი მას აკოპირებენ. ვირუსი “CryptoShuffler“-ი აღნიშნულ დაკოპირებლ ინფორმაციას იპარავდა და ამის შემდეგ ხდებოდა ჰაკერების მიერ ქურდობის ფაქტები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>