loading...

«

»

დეკ 12

მკვლევარებმა ჰოლანდიური გემის მგზავრთა სამარხები აღმოაჩინეს

ავსტრალიელმა მკვლევარებმა ჰოლანდიური გემის მგზავრთა სამარხები აღმოაჩინეს. არსებული ინფორმაციით 1629 წელს ავსტრალიის სანაპიროსთან გემი კლდეს დაეჯახა და ჩაიძირა.

უბედური შემთხვევის დროს გემზე 341 მგზავრი იმყოფებოდა, საიდანაც 60 მათგანი უშუალოდ კატასრტოფის დროს დაიღუპა. გადარჩენილებმა მოახერხეს კუნძულ ბიკონზე გადასვლა, მაგრამ არსებული წყალნაკლებობის გამო მათ შორის კონფლიქტი წარმოიშვა, რომელიც სისხლისმღვრელ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შედეგად 115 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის იყვნენ ქალები და ბავშვებიც.

მეცნიერების განმარტებით ჰოლანდიის მიმართულებით მცურავი გემის ჩაძირვა კაპიტანსა და ექსპედიციის ხელმძღვანელს შორის კამათმა განაპირობა, რის შემდგომაც კაპიტანმა გაურკვეველი მიმართულებით მიმართა ხომალდის გეზი, რასაც კატასტროფა მოჰყვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>