loading...

«

»

დეკ 13

ტვერის ოლქში სოფელი მოსახლეობიანად გაიყიდა

რუსეთის სოფელ დანილოვსკოეთი ადგილობრივი პოლიცია დაინტერესდა. კოლმეურნეობის კუთვნილი საცხოვრებელი სახლები, კოლექტიური მეურნეობის გაკოტრების შემდეგ კოოპერატივს გადაეცა და ამჟამად მასში მცხოვრებ ადამიანებთან ერთად მთელი სოფელი გაიყიდა.

ადგილობრივმა მოსახლეობამ ამის შესახებ შეიტყო მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა მათგანმა საკუთრების უფლების დარეგისტრირება მოინდომა. მარეგისტრირებელ ორგანოში განუცხადეს, რომ ქონება სხვა პირს, კერძოდ ალექსანდრ სპერანსკის ეკუთვნოდა.

სოფლის მოსახლეობა დაახლოებით 50 ადამიანისგან შედგება. მოპოვებული ინფორმაციით არცერთი ადგილობრივი, ვინმე სპერანსკის საერთოდ არ იცნობს.

ამჟამად პოლიცია ქონების გადაცემასთან დაკავშირებით საგამოძიებო საქმეს აწარმოებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>