loading...

«

»

დეკ 13

Instagram-მა ჩინური ბოტასის სარეკლამო კამპანია დაბლოკა

ინსტაგრამმა (Instagram) ჩინური ბოტასის ბრენდის “Kaiwei Ni”-ს სარეკლამო კამპანია ყალბი თმის გამო დაბლოკა.

ჩინურმა ფეხსაცმლის მწარმოებელმა ქარხანამ “Kaiwei Ni”-მ ინსტაგრამზე ყველაზე “ეშმაკური” რეკლამა განათავსა. საქმე იმაში გახლავთ, რომ ბოტასის ფოტოზე სპეციალურად იქნა დახატული თმა იმგავარად, რომ ტელეფონის ეკრანზე თმის არსებობის ილუზიას ჰქმნიდა. მომხმარებლები თმის თითით მოცილებას ცდილობდნენ, რა დროსაც “Kaiwei Ni”-ს ვებ საიტზე გადადიოდნენ.

ინსტაგრამის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით ზემოთ აღნიშნული ქმედება ზიანს აყენებს მომხმარებელს, შესაბამისად მოხდა რეკლამის დაბლოკვა და Kaiwei Ni-ს ექაუნთიდან ყველანაირი სახის განცხადების აკრძალვა.

Share Button

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>