loading...

«

»

დეკ 14

ვერონიკა ბუჩენენმა 1 დღის მანძილზე ლატარეაში ორჯერ მოიგო

ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა ვერონიკა ბუჩენენმა ერთი დღის მანძილზე ლატარეაში ორჯერ მოიგო ფულადი პრიზი.

პირველმა საპრიზო ჯილდომ შეადგინა 1000 დოლარი. ქალბატონმა კუთვნილი თანხა გამოიტანა ლატარეის ოფისიდან. სახლში დაბრუნების დროს კი კიდევ ერთი დამატებითი ბილეთი შეიძინა, რომლითაც 100 000 დოლარი მოიგო.

უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში ამერიკაში მსგავსი ფაქტი მესამედ დაფიქსირდა. 16 ნოემბერს მიშელ შულფლერმა 1 დღეში ორჯერ მოიგო ჯეკპოტი. საერთო ჯამში მოგებამ 1 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა.

მსგავსი შემთხვევა ნოემბრის დასაწყისშიც დაფიქსირდა, რა დროსაც ამერიკელმა კიმბერლი მორისმა ორი ცალი ლატარეის ბილეთი შეიძინა და 1 დღეში 1 მილიონ დოლარზე მეტი მოიგო.

Share Button

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>