loading...

«

»

დეკ 15

ბრიტანეთში ახალი უპილოტო საფრენი აპარატის ტესტირება დასრულდა

ინგლისში, მანჩესტერში უნიკალური უპილოტო საფრენი აპარატის სატესტო გამოცდა წარმატებით დასრულდა. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი დრონს თანამედროვე მოწყობილობის მსგავსი მექანიზმები არ გააჩნია, რაც მსგავსი ტიპის აპატარებს შორის გამოარჩევს.

რეაქტიულ უპილოტო მოწყობილობას სპეციალური Wing Circulation Control გააჩნია, რისი დახმარებითაც ძრავიდან გამოშვებული გაზის ნაკადები ფრთის უკანა ზედაპირისკენ მიემართება. გამოდევნილი ნაკადის დარეგულირებით, დრონის მართვა დამატებითი მექანიზმების გარეშეა შესაძლებელი.

კონსტრუქტორებს არ მოუწიათ მოძავი მექანიკური დეტალების შექმნა, რაც მოქმედებაში მოყვანის დროს რადიო შემჩნევადობას საკმაოდ ამცირებს და საბოლოოდ უპილოტო საფრენ აპარატს იდეალურ სადაზვერვო მოწყობილობად აქცევს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>