loading...

«

»

თებ 02

ქაიროში ადამიანის ორგანოებით უკანონოდ მოვაჭრე ექიმები დააკავეს

ეგვიპტის პოლიციამ ქალაქ ქაიროში ექიმთა ჯგუფი დააკავეს, რომელთაც ბრალად ედებათ ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა.

დამნაშავეები გაჭირვებულ ადამიანებს პოულობდნენ და დაახლოებით 25 ათას ეგვიპტურ ფუნტად თირკმლის გაყიდვაზე ითანხმებდნენ. ცნობისათვის აღნიშნული თანხა დაახლოებით 1,4 ათასი დოლარის ექვივალენტია.

პაციენტის ანალიზების ჩატარების შემდეგ ერთ-ერთი ექიმი კლინიკაში აგზავნიდა მსხვერპლს, სადაც ოპერაციას უკეთებდნენ.

დაზარალებულთა განცხადებით, დამნაშავეები თავდაპირველად ოპერაციამდე 5 ათას ეგვიპტურ ფუნტს (დაახლოებით 280 დოლარს) აძლევდნენ, დანარჩენ ნაწილს კი მხოლოდ იმ შემთხვევაში უხდიდნენ თუ იგი დამატებით დონორ ადამიანს იპოვიდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>