loading...

«

»

თებ 08

ყაზახეთში ათეისტების გრძნობების შეურაცხყოფა დასჯადი გახდა

ყაზახეთში დეპუტატებმა მიღებულ ინიციატივას, რომელიც ათეისტების გრძნობების შეურაცხყოფასათვის ადმინისტრაციული კოდექსით დასჯას ითვალისწინებს მხარი დაუჭირეს.

ინციატივის ავტორი ყაზახეთის რელიგიის სამინისტო იყო. სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ კოდექსში შეტანილი ცვლილებით ათეისტის, ისევე როგორც მორწმუნის გრძნობების შეურაცხყოფისათვის პირი დაჯარიმდება 120 ათასი ტენგეთი (დაახლოებით 330 დოლარით), იურიდიული პირის შემთხვევაში ჯარიმა 481 ათასი ტენგეა, რაც დაახლოებით 1350 დოლარია.

სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მორწმუნეებისა და ათეისტების გრძნობები უნდა იქნეს გათანაბრებული. უნდა მოხდეს პიროვნების ღირებულებების დაფასება რელიგიისადმი დამოკიდებულების მიუხედავად.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>