ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ იუტას შტატში ვერტმფრენსა და ლოსს შორის შეჯახების შედეგად, ცხოველი მოკვდა, ხოლო ვერტმფრენი ჩამოვარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივი გარემოს დაცვის სამსახურს ერთ-ერთი პროგრამისათვის ლოსი უნდა დაეჭირა, თუმცა ოპერაციის დროს ცხოველის რქა ვერტმფრენს წამოედო ინციდენტი საფრენი მოწყობილობის ჩამოვარდნით და ცხოველის დაღუპვით დასრულდა. საბედნიეროდ, ეკიპაჟის ორმა წევრმა მხოლოდ მსუბუქი დაზიანება მიიღო.