loading...

«

»

თებ 14

ჩინური კომპანიების დაცვაში რობოტები იმუშავებენ

დაცვის თანამშრომლების მიერ დაგვიანება, სამსახურში დალევა, ჯანმრთელობის პრობლემების გამო არ გამოცხადება წარსულს ჩაბარდება, მას შემდეგ რაც თანამშრომლებად დაცვაში რობოტები დაიწყებენ მუშაობას.

ჩინეთში ამ ინიციატივას ბევრი დაინტერესებული მხარე გამოუჩნდა. ამერიკული კომპანია Gamma 2-ს მიერ შექმნილი რობოტები ოთხი კამერით იქნებიან აღჭურვილნი და ამასთან სპეციალური სენსორული მოწყობილობებით ადვილად დაადგენენ შენობის ტემპერატურას, ტენიანობის დონესა და დაკვამლიანებას, საჭიროების შემთხვევაში განგაშის სიგნალს მიაწვდიან შესაბამის სამსახურებს.

რობოტის ღირებულება 46 ათას ფუნტი სტერლინგია. რეალიზაციას 3 წლიანი გარანტია მოჰყვება. მწარმოებელი კომპანიის განმარტებით ადამიანების შრომის ანაზღაუ

ჩინეთში დაცვის თანამშრომლებად რობოტები იმუშავებენ. მათი შემქმნელები ამაყობენ, რომ მათ მიერ დაპროგრამებული თანამშრომლები არასდროს დააგვიანებენ, არ გახდებიან ავად და სამსახურში არ დალევენ. ინფორმაციას mirror-ი ავრცელებს.

რობოტები 4 კამერით არიან აღჭურვილნი და სპეციალური სენსორების მეშვეობით, შეუძლიათ შენობაში ტემპერატურის, დაკვამლიანებისა და ტენიანობის ცვლილების დაფიქსირება, რის შემდეგაც განგაშის სიგნალს სპეციალურ სამსახურს უგზავნიან.

თითო რობოტის ღირებულება £46 ათასს შეადგენს და სამწლიანი გარანტია მოჰყვება. შემქმნელების მტკიცებით, რობოტის შეძენა გრძელვადიან პერიოდში ძალზედ მომგებიანია. ამასთან მას შეუძლია უპრობლემოდ იმუშაოს 24 საათიან რეჟიმში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>