loading...

«

»

თებ 15

ვალენტინობის დღეს ტაილანდში ქალბატონებს ვიტამინები აჩუქეს

ვალენტინობის დღე ტაილანდის ხელისუფლებამ ქალბატონებს განსაკუთრებულად მიულოცა. ამ დღესთან დაკავშირებით მთავრობამ გადაწყვიტა 20-დან 34 წლამდე ასაკის ქალბატონებისათვის დაერიგებინა ვიტამინები.

ხელისუფლების განცხადებით საჩუქრად დარიგებული ვიტამინები ფოლიუმის მჟავას და რკინას შეიცავს, რაც მათი თქმით შობადობის ამაღლებას შეუწყობს ხელს.

ვიტამინების შესაძენად 1 მილიონი ტაილანდური ფულის ერთეული “ბატი” დაიხარჯა, რაც 28600 დოლარის ექვივალნტს წარმოადგენს. აღნიშნული პროექტი შობადობის ზრდის სტიმულაციისთვის განხორციელდა, როგორც ცნობილია ეს ქვეყანა დემოგრაფიული პრობლემის წინაშე დგას. 2015 წელს ქვეყნის შობადობის მაჩვენებელი 0,4 პროცენტი იყო.