loading...

«

»

თებ 21

საქართველო სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობით 95-ე ადგილზეა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც სიცოცხლის ხანგრძლივობის მიხედვით სხვადასხვა ქვეყნების მონაცემებს ასახავს. შედგენილი რეიტინგის მიხედვით სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ყველაზე მაღალი იაპონიაშია. ამ ქვეყანაში ადამიანები 83,7 წელს ცხოვრობენ.

მეორე ადგილზე ევროპაში მდებარე ქვეყანა შვეიცარია გავიდა, სადაც საშუალო ხანგრძლივობა 83,4 წელს შეადგენს.

საქართველოს მაჩვენებელი 72,7 წელია. ამ შედეგით ჩვენი ქვეყანა 95-ე ადგილს იკავებს მსოფლიოს 183 ქვეყანას შორის.

ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 50 წლიანი ხანგრძლივობით სიერა ლეონეში დაფიქსირდა. შემდეგ ადგილას კი ანგოლა გავიდა 52,4 წლიანი მაჩვენებლით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>