loading...

«

»

მარ 01

ზელანდიაში კურდღლის ვირუსს გაავრცელებენ

ახალი ზელანდიის მთავრობა მთელ ქვეყანაში სპეციალური ვირუსის გავრცელებას გეგმავს, რომლითაც გარეული კურდღლების პოპულაციის შემცირება იქნება შესაძლებელი.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი ვირუსი მხოლოდ გარეულ კურდღლებზე იმოქმედებს, თუმცა ადგილობრივი ფერმერები შიშობენ, რომ ახალი ინიციატივა მათ საქმიანობასაც შეუქმნის საფრთხეს და ქვეყანაში არსებული მებოცვრეები რისკის ქვეშ დადგებიან.

გავრცელებული ინფორმაციით ვირუსის ახალ ფორმულას გარეული კურდღლების დაახლოებით 40%-ის განადგურება შეუძლია ქვეყნის მასშტაბით.

გარეული კურდღლები ახალ ზელანდიაში მე-19 საუკუნეში შეიყვანეს, მას შემდეგ მათი რიცხვი იმდენად გაიზარდა, რომ ყოველწლიურად სოფლის მეურნეობას საკმაოდ დიდი ზარალი ადგება. ხშირია შემთხვევები, როდესაც მათი დიდი პოპულაციის გამო ბუნებრივი საძოვრები ნადგურდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>