loading...

«

»

მარ 06

არქტიკული ყინულის დნობა საგანგაშო ნიშნულს უახლოვდება

NASA-მ არქტიკული ყინულის დნობაზე ინფორმაცია გაავრცელა, რომელის მიხედვითაც არსებული ყინულის მასის დნობა საკმაოდ თვალშისაცემი და შემაშფოთებელია.

ნასას მიერ მომზადებულ ვიდეოში ნაჩვენებია 1984 წლის სექტემბრიდან 2016 წლის სექტემბრამდე არსებულ პერიოდში ყინულის მოცულობის ცვლილებები.

გავრცელებული ინფორმაციით 2017 წელი გამოირჩეოდა მაღალი ტემპერატურის მხრივ. სპეციალისტების თქმით, დედამიწაზე გლობალური დათბობის პროცესი კვლავ აქტიურაქდ გრძელდება. აღნიშნული გამოწვეულია ნახშირორჟანგის დიდი მოცულობით გამოყოფის გამო.

გრელანდიის ზღვაში ამა წლის თებერვლის თვეში ანომალიურად თბილი ტემპერატურა დაფიქსირდა, რამაც განაპირობა საშუალო არქტიკული ტემპერატურის ზრდა. არსებული ინფორმაციით ამ პერიოდში 20 გრადუსით აჭარბებდა საშუალო ტემპერატურულ ნიშნულს.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>