loading...
avatar

Admin

Author's details

Name: ლევან ქართველიშვილი
Date registered: აპრილი 15, 2010

Biography

საიტის ერთ-ერთი თანაავტორი

Latest posts

  1. ერთი ნაბიჯი 18 დოლარიდან 1,2 მილიონამდე — მაისი 8, 2018
  2. არქტიკული ყინულის დნობა საგანგაშო ნიშნულს უახლოვდება — მარტი 6, 2018
  3. განას სკოლაში ინფორმატიკას დაფაზე ხატვით ასწავლიან — მარტი 1, 2018
  4. ზელანდიაში კურდღლის ვირუსს გაავრცელებენ — მარტი 1, 2018
  5. ახალი პროექტის მიხედვით მატარებელს მზის ენერგიაზე გადაიყვანენ — თებერვალი 27, 2018

Most commented posts

  1. სეკვოია – პლანეტის ყველაზე მაღალი ხე — 4 comments
  2. სიკვდილის ველის მოსრიალე ქვების საიდუმლო — 4 comments
  3. სამგანზომილებიანი ნახატები რამონ ბრუინისგან (Ramon Bruin) — 2 comments
  4. სატელეფონო ჯიხურისგან შექმნილი აკვარიუმი — 2 comments
  5. გალიელი ბრძენები — 2 comments

Author's posts listings

ნოე 28

თუ თქვენი ბავშვი ცაციაა

მემარცხენეობა იშვიათი, თუმცა ორგანიზმის განვითარების ერთერთი ვარიანტია, რაც დაკავშირებულია თავის ტვინის ფუნქციონირების თავისებურებასთან.

თავის ტვინის თითოეულ ნახევარსფეროს თავისი ფუნქცია გააჩნია. მარცხენა ნახევარსფეროს რაციონალურ-ლოგიკურს უწოდებენ და უზრუნველყოფს ლოგიკურ, ანალიტიკურ, აბსტრაქტულ აზროვნებას, ახდენს ინფორმაციის თანმიმდევრულ გადამუშავებას, ყველა შესაძლო ვარინატის განხილვას. მარჯვენა ნახევარსფერო ემოციურ მხარეს განაგებს, პასუხისმგებელია შემოქმედებით, ხატოვან აზროვნებაზე. მარჯვენა ნახევარსფერო  ინფორმაციის გადამუშავებას ახდენს ერთმომენტად, წამიერად აღიქვამს მთლიანობაში, მას ეყრდნობა ემოციური აღქმა, ინტუიცია.

თავის ტვინის მარცხენა ნახევარსფერო პასუხისმგებელია სხეულის მარჯვენა ნაწილის მოქმედებაზე და პირიქით, მარჯვენა ნახევარსფერო – მარცხენა ნახევარზე. მემარცხენეობას განაპირობებს მარჯვენა ნახევარსფეროს დომინირება, თუმცა ასევე შესუსტებულია ტვინის ნახევარსფეროებს შორის კავშირი. Read the rest of this entry »

ნოე 27

12 მეტრიანი ხის სკულპტურა

ჩვენს დროში ხეზე კვეთა სულ უფრო და უფრო პოპულაროლი ხდება. ეს გრანდიოზული ხის სკულპტურა შექმნილია ჩინელი ხელოვანის ხეზე კვეთის დარგში, ჩჟენ ჩუნჰუის (Zheng Chunhui) მიერ. ჩჟენის თქმით, სკულპტურის შექმნის პროცესი დაახლოებით 4 წელიწადი გრძელდებოდა. ეს ულამაზესი ნამუშევარი გინესის რეკორდების წიგნში შევა, როგორც მსოფლიოში ყველაზე გრძელი ხის სკულპტურა.

აღნიშნული შედევრის დეტალიზაცია და შესრულების სირთულე დამთვალიერებელთა აღფრთოვანებასა და გაოცებას იწვევს. რაც შეეხება მის გაბარიტებს, იგი 12 მეტრზე მეტი სიგრძის, 3 მეტრზე მეტი სიმაღლის და 2,4 მეტრი სიგანისაა. ეს უნიკალური ნამუშევარი ჩინეთის Palace Museum–შია გამოფენილი. Read the rest of this entry »

ნოე 22

ტიტანიკი – უცნობი ფაქტები ცნობილ გემზე

1912 წელს, როდესაც ზღვაში შეცურდა იმ დროის ყველაზე დიდი გემი – სამგზავრო ლაინერი „ტიტანიკი“, გემთმშენებელმა მას „პრაქტიკულად ჩაუძირავი“ უწოდა, თუმცა მისი პირველი მარშრუტის (საუთჰემფტონი-ნიუ-იორკი) შესრულების მეხუთე დღეს გემი აისბერგს შეეჯახა და 3 საათის შემდეგ ჩაიძირა. ტიტანიკზე მყოფი 2229 ადამიანიდან მხოლოდ 713 ის გადარჩენა მოხერხდა. მას შემდეგ ამ ამბავთან დაკავშირებით უამრავი მოსაზრება, ისტორია  და მტკიცება  არსებობს.

ზღვაში შესვლის პირველი წარუმატებლობა

ტიტანიკის ზღვაში შეშვების დამსწრენი ტრაგედიის შემდეგ ამტკიცებდნენ, რომ იგი კატასტროფისთვის თავიდანვე განწირული იყო, ვინაიდან დაირღვა ტრადიცია – გემის პირველი გამგაზვრებისას მის წინა ნაწილზე შამპანურის ბოთლი არ დაუმტვრევიათ. შესაძლებელია ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ ხომალდის მეპატრონეები ცრუმორწმუნეები არ იყვნენ ან სურდათ განემტკიცებინათ ჩაუძირავი გემის იმიჯის ფაქტორი. დაზუსტებით რაიმეს თქმა ძნელია, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება.

აგრეთვე ფაქტია, როდესაც ტიტანიკმა საუთჰემფტონის პორტი დატოვა საზღვაო-საავარიო სიტუაცია შეექმნა, ამერიკულ ლაინერ „ნიუ-იორკთან“.  შეჯახების თავიდან აცილება სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით უკანასკნელ წუთს მოხერხდა. Read the rest of this entry »

ნოე 21

სეკვოია – პლანეტის ყველაზე მაღალი ხე

გიგანტური სეკვოია წარმოადგენს კვიპაროსთა ერთ-ერთ ქვეჯგუფს. ეს საოცარი მცენარეები, რომლებიც დღესაც გვხვდება ბუნებაში ასწლეულებს ითვლიან. დღესრეობით ცნობილია ამ ხის ყველაზე ხნიერი ეგზემპლარი რომლის ასაკიც 3,5 ათას წელზე მეტია. ამ ჯიშის ხეების საშუალო სიმაღლე დაახლოებით 60 მეტრია, თუმცა ბუნებაში შემორჩენილია 110 მეტრზე მაღალი სეკვოიაც. ზოგიერთები ირწმუნებიან, რომ 1912 წელს მოჭრილი სეკვოიის სიმაღლე 115,8 მეტრი იყო. პლანეტის ყველაზე მაღალი ხე რომელიც სახეზეა გახლავთ სეკვოია სახელწოდებით “ჰიპერიონი”, მისი სიმაღლე შეადგენს 115,5 მეტრს.

ცნობილია აგრეთვე ყველაზე მოცულობითი სეკვოია სახელწოდებით “გენერალი შერმანი”, რომლის სიმაღლე 83,8 მეტრი, ხოლო დიამეტრი 11.1 მეტრია. რაც შეეხება მთლიან ფართობს  1487  მეტრკუბია. Read the rest of this entry »

ნოე 20

დამარხული ფერარი Dino 246 GTS

1978 წელს ავტომობილი, მწვანე ფერის ფერარი, მოდელი Dino 246 GTS ლოს-ანჯელესში, ერთ-ერთი ეზოს გათხრისას იპოვეს. დამარხული ფერარის აღმოჩენის ამბავი იქიდან დაიწყო, რომ  ბავშვები ტალახში თამაშობდნენ რის დროსაც სრულიად  შემთხვევით ავტომობილის ნაწილს წააწყდნენ. შემდეგ კი აღმოჩნდა რომ მთლიანი მანქანა ყოფილა მათ ეზოში ჩამარხული. იმ დროისათვის ავტომობილის მიახლოვებითი ფასი 18 000 დოლარს შეადგენდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული ავტომანქანა 1974 წელს ქალაქ ალჰამბრაში მცხოვრებმა  (Alhambra), როზენდო კრუზომ (Rosendo Cruz) (კალიფორნიის შტატი) შეიძინა, რომელმაც შემდგომ განახცადა, რომ მას მანქანა მოპარეს.

როგორც გაირკვა ფერარის მფლობელმა დაიქირავა ქურდები, რათა მათ ავტომობილი მოეპარათ და ყოველგვარი კვალის გარეშე გაექროთ, რის შემდეგაც იგი სადაზღვევო კომპანიისგან კომპენსაციას მიიღებდა. ქურდებმა მანქანის ოკეანეში ჩაძირვის ნაცვლად იგი მიწაში დამარხეს, რამდენადაც ისინი რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ ფერარის ხელში ჩაგდებას გეგმავდნენ. Read the rest of this entry »

ნოე 19

მსოფლიოში ყველაზე დიდი ფოტოაპარატი

ჩიკაგოელმა ფოტოგრაფმა დენის მენერჩმა (Dennis Manarchy) მსოფლიოში ყველაზე დიდი ფოტოკამერა სახელწეოდებით «The Eye of America» შექმნა. ამ გიგანტური ფოტოაპარატის დიზაინი ზუსტად ეხამება კლასიკური კამერა-გარმონის ფორმას. ამასთანავე იგი არა უბრალო ბუტაფორიას, არამედ სრულიად ფუნციონალურ მოწყობილობას წარმოადგენს, რომელიც საკმაოდ კარგად ასრულებს თავის მოვალეობას.

როგორც დენისი აცხადებს აპარატის შექმნის ერთ-ერთი, მთავარი მიზეზი იყო ის, რომ უბრალო ადამიანებს მისცემოდათ საშუალება უფრო მეტი შეეტყოთ იმ მიმდინარე პროცესების შესახებ, რასაც ფოტოგადაღების მომენტში აქვს ადგილი. ამის შესაძლებლობას კი ეს მოწყობილობა სრულიად იძლევა. მის შიგნით შესვლის შემდეგ ყოველი პროცესი თვალსაჩინო ხდება.   Read the rest of this entry »

გვერდი 91 (93)« პირველი...102030...8990919293