Author's details
Date registered: მაისი 21, 2010
Latest posts
- ხარმა ყასბები აატირა — მარტი 13, 2012
Most commented posts
- ხარმა ყასბები აატირა — 1 comment
მარ 13
ჰონკონგის ერთ–ერთ სასაკლაოზე ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო. უეცრად ერთმა ხარმა, რომელიც თავის რიგს უცდიდა, დაიჩოქა და ტირილი დაიწყო.
ამ სურათს უცქერდა ათამდე ყასაბი. ისინი წლების მანძილზე დაკავებულნი იყვნენ ამ საქმიანობით, მაგრამ მსგავს სურათს პირველად ხედავდნენ და მათაც იმ ხარივით ცრემლით ჰქონდათ თვალები სავსე. ისინი ისე შეძრა ნახულმა, რომ გამოისყიდეს ხარი და გადასცეს ბუდისტურ ტაძარს, სადაც ის მშვიდად გალევს დარჩენილ დღეებს.
„ადამიანები ფიქრობენ, რომ პირუტყვმა არ იცის ტირილი, მაგრამ ეს ხარი ტიროდა, ტიროდა, როგორც ბავშვი; თმები ყალყზე მიდგებოდა – ისე ჰგავდა მისი ქცევა ადამიანურს. მე ვუყურებდი ჩემს თანამშრომლებს და ვხედავდი, რომ არცერთს არ შეეძლო ხარზე ხელის აღმართვა“, – თქვა ბილი ფონგმა. „ვერაფრით ვერ შევძელით მისი ფეხზე წამოყენება. მხოლოდ მაშინ წამოდგა, როცა მისი ტაძარში წაყვანა გადავწყვიტეთ და ისიც დავარწმუნეთ; გინდ დაიჯერეთ, გინდ – არა, მას ჩვენი ლაპარაკი ესმოდა!“ – ეს ტატ ნინის სიტყვებია.