loading...
avatar

Gabela

Author's details

Name: irakli gabelia
Date registered: აპრილი 10, 2012

Biography

who knows : )

Latest posts

  1. ტრაქტატი სიკვდილზე ანუ გაწბილებული ათეისტი — აპრილი 14, 2014
  2. სიცივე ბნელში — აპრილი 9, 2014
  3. შხამიანი ყვავილები — აპრილი 4, 2014
  4. ცდუნების ხელოვნება (ალტერნატივა) — დეკემბერი 6, 2013
  5. ცდუნების ხელოვნება — ნოემბერი 14, 2012

Most commented posts

  1. ცდუნების ხელოვნება — 11 comments
  2. ცდუნების ხელოვნება (ალტერნატივა) — 2 comments

Author's posts listings

აპრ 14

ტრაქტატი სიკვდილზე ანუ გაწბილებული ათეისტი

„ტრაქტატი სიკვდილზე

ამბავი ამა ქვეყნისა, რომელიც დაიწყო იმაზე უწინ, ვიდრე თავად ცხოვრება. განპირობებულ არსებითობას მხოლოდ სულიერი საწყისის მქონე ქმნილება თუ დაარღვევს. წესი, წარმოშობილი უთვალავი ცნებიდან ქმნის იმ განუწყვეტელ ჯაჭვს, სადაც სიკვდილი მხოლოდ ამ ჯაჭვის განტმკიცებას მსახურობს. Read the rest of this entry »

აპრ 09

სიცივე ბნელში

მას მოსწონდა სიკვდილის თამაში. დანის პირზე ისე ჰაეროვნად მიდიოდა, თითქოს ფეხქვეშ ღრუბელი ჰქონოდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქალი ნამდვილად არ იყო სამოთხიდან გამოგდებული ევა, მაინც მასში იწყებდა სათავეს ნამდვილი ქალის ყველა გამოხატულება. თავადაც არ იცოდა, სად იწყებოდა და სად სრულდებოდა… Read the rest of this entry »

აპრ 04

შხამიანი ყვავილები

თქვენ გიფიქრიათ იმაზე, თუ რატომ შეიძლება მოკლა საყვარელი ადამიანი? მე კი უკანასკნელი ორი თვეა მხოლოდ ამაზე ვფიქრობ. Read the rest of this entry »

დეკ 06

ცდუნების ხელოვნება (ალტერნატივა)

ზუსტად ამ დროს, ქალაქის სულ სხვა წერტილში, ქალი სარკესთან იდგა მთელი თავისი ეშხით და ცდილობდა შავი თვალების სიღრმე უფრო გამოეკვეთა ფანქრით. უნდოდ გაბუსხული ტუჩები მუქ სისხლისფრად შეეღება. ღამისფერი ტალღები ეფინა ნახევრად მოშიშვლებულ ზურგზე. უხდებოდა თავისუფლებით სავსე დალალები, ისინი თითქოს პატრონის ხასიათს გასცემდნენ. დიახ, ქალიც ასეთი იყო, – თავისუფლებით სავსე და თამამი. თუმცა მხოლოდ ძალზე დაკვირვებული ადამიანი თუ შეამჩნევდა მისი თვალების ფსკერზე არსებულ ტკივილს.

სასწაულია, როგორ გამოსდით ქალებს ასე ოსტატურად ტკივილის დამალვა და მათი განუმეორებელ ხიბლად ქცევა?

იდგა ქალურობით აღსავსე სარკის წინ და საკუთარ ანარეკლს საყვედურობდა მდუმარედ.. დრო კი ქვიშის საათივით მარცვლავდა წამებს…

„მოწყალე მხოლოდ უფალია, მე არ მევალება ვიყო იდეალური“. Read the rest of this entry »

ნოე 14

ცდუნების ხელოვნება

საფლავებს შორის გაწოლილიყო ნისლი და მისი შავი მარწუხები იხრწნებოდა წარწერებს შორის.. ღამე გადაჰფენოდა ზეცას და თითქოს აყუჩებდა ცას სიბნელისფერი ამოსუნთქვებით. მსუბუქი ქარი დაძრწოდა ირგვლივ, რომლის ზუზუნი სიკვდილის ნაზ მელოდიას წააგავდა..

ახალგაზრდა ქალი მოდიოდა ფანრით ხელში და ცდილობდა შავბნელი წყვდიადი გაერღვია. იპოვნა საფლავებს შორის სასურველი ადგილი და იქვე ჩამოჯდა. ფანარი ძირს დადო, მისი შუქი პირდაპირ საფლავის ქვას სცემდა.. ქვაზე ახალგაზრდა მამაკაცის მშვიდი სახე მოჩანდა. თითქოს მარადისობაში გაჰყინვოდა ნაკვთები და მდუმარე სიცივით გაჰყურებდა სივრცეს.

ქალს სახეზე მწუხრისფერი ესვენა. ცივი ხელები ერთმანეთზე გადაეჭდო და ფიქრებში ცდილობდა მოგონებების გაცოცხლებას. თითოეული მათგანი ერთი-მეორეზე მტკივნეული აღმოჩნდა და ქალმა ინსტინქტურად თავი გააქნია მათ მოსაშორებლად. ჩანთიდან სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა. ღამის სიცივეში ნისლისფერი ბოლი დაიკლაკნა და ხრწნა დაიწყო ცის მიმართულებით..

უკვე რამდენიმე წელია, მარტის დასაწყისში, შუაღამისას ამოდის აქ და საფლავის ქვას ისე დაყურებს, თითქოს მასზე ირეკლება მთელი მისი ცხოვრება. წლებთან ერთად დაიწურნენ განცდები და მხოლოდ ყრუ ტკივილი დარჩა მინავლულ სისხლძარღვებში.. თვალებსაც კარგა ხანია არ უგემიათ ცრემლის ტკბილ-მწარე გემო. Read the rest of this entry »