მაი 19


გამარჯობა. ჩემი სახელია სტივენ ჰოკინგი. ფიზიკოსი, კოსმოლოგი და რაღაც კუთხით მეოცნებეც ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვმოძრაობ და ლაპარაკში კომპიუტერი მეხმარება, გონებით თავისუფალი ვარ. თავისუფალი, რათა გამოვიკვლიო სამყარო და დავსვა მნიშვნელოვანი კითხვები, როგორიცაა: არსებობენ თუ არა უცხოპლანეტელები? თუ არსებობენ, სად შეიძლება მათი პოვნა? როგორ გამოიყურებიან? რისგან შედგებიან? არიან თუ არა ინტელექტუალურები? და თუკი მათ ვიპოვით, როგორი გავლენა ექნება ამას კაცობრიობაზე?

გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები: , , , , , ,

მაი 18

მიუხედავად იმისა, რომ ნეთბუქი (Netbook) ჩვენს ცხოვრებაში სიახლეს არ წარმოადგენს, ადამიანთა უმეტესობამ, ჯერ კიდევ არ იცის, რით განსხვავდება ნეთბუქი ნოუთბუქისგან (notebook). ყველაფერი ძალიან მარტივია. მთლიანობაში, ნეთბუქი არის იგივე ნოუთბუქი, მაგრამ შედარებით მცირე ზომის, ნაკლები წარმადობის და ოდნავ განსხვავებული დანიშნულების. ალბათ უმეტესობას სმენია, რომ ნოუთბუქები იყოფა რამდენიმე ტიპად. ესენია: სათამაშო ნოუთბუქები, ბიუჯეტური და ბიზნეს ნოუთბუქები, მაღალი წარმადობის და ა.შ. შეიძლება ითქვას, რომ ნეთბუქიც არის ნოუთბუქის ცალკე ტიპი. გავარჩიოთ ყველა განსხვავება ნეთბუქისა, ნოუთბუქისგან.
ზომები. პირველი განსხვავება, რაც ადვილი შესამჩნევია ეს არის – ზომები. თავიდანვე ნოუთბუქები შეიქმნა, საქმიანი ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველთვის გადარბენაზე იყვნენ და მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, რომ ყოველთვის თან ჰქონოდათ უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ კალკურატორი ან ბლოკნოტი. თანდათანობით ნოუთბუქებზე მოთხოვნა გაიზარდა და გამოჩნდა უფრო დახვეწილი, განვითარებული და სრულყოფილი პროდუქცია. იყო სხვადასხვა ზომის ნოუთბუქები, მაგრამ შეუძლებელი იყო მათი ტარება ქალის პატარა ჩანთით, შარვლის ან კოსტუმის ჯიბით და ა.შ. სწორედ აქ გამოჩნდა და დაიკავა საპატიო ადგილი ნეთბუქებმა, რომელთა დისპლეის (ეკრანის) ზომა დიაგონალზე, არ აღემატება 25.4 სანტიმეტრს (10 inch).  გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები: , ,

მაი 15

აუზი მდინარეზე – ეს გართობის სფეროს სიახლეა, რომელიც ევროპაში სულ უფრო პოპულარული ხდება. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ჩინელმა არქიტექტორმა დონ-პინ ვონმა ნიუიორკელებს საინტერესო იდეა შესთავაზა – მოტივტივე საცურაო აუზი მდინარე ჰადსონზე.

პროექტი, სახელად “+პულ”, ჯერ არ განხორციელებულა. სამაგიეროდ, ევროპაში უკვე ორი მსგავსი აუზი მოქმედებს.

ერთი ბერლინშია, მდინარე შპრეეზე. აუზს, რომელიც მთელს მსოფლიოში უგრძესია (745 მეტრი), “ფლუსბადი” ეწოდება. ფაქტობრივად, ის სპეციალურად გაჭრილ არხში მდებარეობს, რომელშიც შპეერის წყალია შეშვებული. მეორე აუზი კი მალე გაიხსნება და ის მართლაც უნიკალური იქნება. გაგრძელება »

ავტორი: Gordo

მაი 15
Google-მა Nevada-ში მისი თვითმართვადი ავტომობილისთვის ლიცენზია მოიპოვა, მაგრამ ავტმობილში მისი მოძრაობისას აუცილებლად უნდა იჯდეს ვინმე.
რეალურად მართვის მოწმობა არა მანქანას, არამედ მოსწავლეებს მიეცათ, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია.
თუ Google-ის robocar-ის შექმნის ისტორიას კიდევ ერთხელ გადავხედავთ, იგი შესაძლოა ბოლო 100 წლეულის განმავლობაში ერთ-ერთ გრანდიოზულ გამოგონებად ჩაითვალოს. როგორც ანალიტიკოსები აფასებენ ამ გამოგონებას უამრავი სატრანსპორტო პრობლემის მოგვარება შეუძლია. პირველ რიგში რაოდენ უწესრიგოდაც უნდა ჩანდეს, ეს ტექნოლოგია საკმაოდ დიდ ნახტომს წარმოადგენს საავტომობილო უსაფრთხოების კუთხით. ყოველწლიურად 30,000 ადამიანი იღუპება ავტოკატასტროფაში. უბედური შემთხვევის უმეტესობა კი გამოწვეულია „ადამიანი მძღოლების“ შეცდომებით.  გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები: ,

მაი 11

ამერიკულმა კომპანია “ალტაეროს ენერჯიზმა” უჩვეულო კონსტრუქციის ქარის ტურბინა შეიმუშავა, რომელიც ჩვეულებრივ ქარის ტურბინებთან შედარებით, იაფ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. დანადგარმა უკვე გაიარა პირველი გამოცდა.

ის ქალაქ ლაიმსტოუნში (შტატი მეინი), ლორინგის კომერციულ ცენტრში ჩატარდა. რგოლის ფორმის მქონე გასაბერმა სტრუქტურამ, 107 მეტრის სიმაღლეზე აიტანა მის ცენტრში მოთავსებული ქარის ტურბინა, რომელმაც ენერგია გამოიმუშავა. ტესტის დასრულების შემდეგ, დანადგარი უსაფრთხოდ დაეშვა ხმელეთზე.

პირველივე ტესტმა აჩვენა, რომ საჰაერო ტურბინას ჩვეულებრივ ქარის სადგურზე ორჯერ მეტი ენერგიის გამომუშავება შეუძლია. ამას კი ის ფაქტორი განაპირობებს, რომ დიდ სიმაღლეზე ქარი უფრო სტაბილური და ინტენსიურია. ამასთან, არსებობს ვარაუდი, რომ მფრინავი ტურბინის 300 მეტრის სიმაღლეზე ასვლის შემთხვევაში, ქარის ენერგიის ღირებულება დაახლოებით 65 პროცენტით შემცირდება.

“ათწლეულების განმავლობაში, ქარის ტურბინების დამონტაჟება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული. მათ უზარმაზარი კოშკები და ამ კოშკებზე დასამაგრებლად, მაღალი ამწეები სჭირდებათ. და ამის მიუხედავად, ისინი შედარებით დაბალ სიმაღლეზე მუშაობენ, სადაც ქარები სუსტი და ცვალებადი მიმართულებისაა. თანამედროვე ტექნოლოგიები კი იმის საშუალებას გვაძლევს, რომ შევქმნათ გასაბერი მფრინავი სტრუქტურები, რომლებზეც ტურბინის დამაგრება იქნება შესაძლებელი. ასეთი სტრუქტურებით, ტურბინას დიდ სიმაღლეზე ავიტანთ, სადაც ქარები უფრო ძლიერი და სტაბილურია. თანაც, ასეთი სტრუქტურების ტრანსპორტირება ადვილი იქნება”, – ამბობს “ალტაეროსის” მთავარი აღმასრულებელი ბენ გლასი. გაგრძელება »

ავტორი: Gordo

მაი 04

ჯერ კიდევ იანვრის გამოფენაზე CES 2012 ჩინურმა კომპანიამ Huawei მსოფლიოში ყველაზე თხელი სმარტფონი – Ascend P1 S დააანონსა. მისი სისქე სულ რაღაც 6,68 მმ-ია. მაგრამ ძალიან მალე «ყველაზე თხელის» წოდება მას შეიძლება სხვა ჩინური კომპანიის აპარატმა წაართვას. Oppo-ს სმარტფონის სისქე 6,65 მმ იქნება, ანუ 0,03 მმ-ით თხელი Ascend P1 S-ზე. გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები: , , ,

მაი 04

მეტყველების  განვითარებისთვის  აუცილებელი გენები?

წინა სტატიებში განვიხილეთ, რომ ადამიანსა და მის უახლოეს ნათესავს – შიმპანზეს შორის, თვალსაჩინო “ზედაპირული” (სხვაგვარად რომ ვთქვათ, ხილული) მსგავსების გარდა, არსებობს მნიშვნელოვანი მსგავსება მოლეკულურ დონეზეც: დნ მჟავის (გენეტიკური ინფორმაციის შემცველი მოლეკულების) საერთო შემადგენლობით ადამიანი და შიმპანზე 95-98%-ით მსგავსია. თუ მსგავსებას გენების მაკოდირებელი დნმ-ისთვის განვსაზღვრავთ, მაჩვენებელი კიდევ უფრო შთამბეჭდავია – 97-98%. გავიხსენოთ, რომ გენეტიკური ინფორმაცია ჩაწერილია გენებში (დნმ-ში), და ამ ინფორმაციის გამოვლენისთვის საჭიროა ჯერ რნ მჟავაში მისი “გადაწერა”, შემდეგ კი რნმ-იდან ცილაში “გადათარგმნა”. ცილები კი უკვე უშუალოდ მონაწილეობენ იმ პროცესებში, რომლებიც ერთუჯრედიანი ან მრავალუჯრედიანი ორგანიზმის არსებობისთვისაა საჭირო. ეს მონაწილეობა გამოიხატება ბიოქიმიური რეაქციების წარმართვაში, გარემოდან მიღებული სიგნალების გადაცემაში, ახალი უჯრედული და უჯრედსშორისი სტრუქტურების წარმოქმნაში და სხვა.

ორგანიზმების დნმ შეიცავს როგორც გენებს – ცილების მაკოდირებელ ფრაგმენტებს, ისე არამაკოდირებელ მონაკვეთებს, და ამ უკანასკნელთა რაოდენობა დნ მჟავაში საკმაოდ დიდია: ადამიანის უჯრედებში ცილების მაკოდირებელი გენები დნმ-ის საერთო რაოდენობის მხოლოდ 1.5%-ს შეადგენენ; დანარჩენი დნ მჟავა კი შეიცავს: 1) იმგვარი რნ მჟავის მაკოდირებელ გენებს, რომლისგანაც ცილები არ ამოიკითხება (ასეთი რნმ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცილის სინთეზის დროს); 2) დნმ-ის რეგულატორული ფრაგმენტები, რომლებიც განსაზღვრავენ, თუ როგორ უნდა იყოს ამოკითხული ინფორმაცია გენებიდან; 3) ინტრონები ანუ მრავალუჯრედიანი ორგანიზმების გენებში არსებული მონაკვეთები, რომლებიც ცილის მაკოდირებელ მონაკვეთებს შორის არიან განლაგებული და ცილის სინთეზის წინ შუალედური რნმ-ის მოლეკულიდან “ამოიჭრებიან”, 4) ე.წ. “უსარგებლო დნმ” (junk DNA), რომლის ფუნქცია ჯერჯერობით უცნობია. გაგრძელება »

ავტორი: Gordo

მაი 02

სამსუნგის ახალი Note რომელსაც უკვე ბევრი ელოდება Samsung Galaxy Note 10.1 N8000

გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები: , , ,

მაი 01

გენოგეოგრაფია ისტორიულ მეცნიერებას უფრო ჰგავს, ვიდრე ბიოლოგიურს, მაგრამ ბიოლოგიის, სახელდობრ, გენეტიკის დახმარებისა და მიღწევების გარეშე ეს დარგი ვერ წარმოიშობოდა. 1980-იან წლებში, ჰემაქრომატოზის გენის იდენტიფიცირებამდე, გენეტიკოსებმა შეამჩნიეს ერთგვარი კანონზომიერება, რომელიც მათთვის მოულოდნელი იყო: ყველა დაავადებულს, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრობდნენ დედამიწის სხვადასხვა კუთხეში, არ იყვნენ ერთმანეთის ნათესავები და არც კი იცნობდნენ ერთმანეთს, დნმ-ს ერთ-ერთ უბანში ერთი და იგივე ცვლილება აღმოაჩნდა. ამ აღმოჩენამ მეცნიერებს აფიქრებინა, რომ დაავადებულებს უნდა ჰყოლოდათ ერთი საერთო, ძალიან დიდი ხნის წინ მცხოვრები წინაპარი. სწორედ ის იყო ამ დაავადების “ფუძემდებელი”. გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები: ,

აპრ 30

სამ საუკუნეს მოსწრებული 132 წლის ანტისა ხვიჩავახშირად ამბობენ, რომ საუკუნეებს მხოლოდ ისტორია უძლებს, თუმცა გამონაკლისებიც ხდება. წალენჯიხელი ანტისა ხვიჩავა 132 წლისაა. ძალიან ბევრი აქვს მოსაყოლი, თუმცა ვერ ყვება, რადგან ვერ იხსენებს და საუბარიც უჭირს.

“1880 წელს დაიბადა. ჰყავდა ორი შვილი. ერთი მოუკვდა, ერთი – დარჩა. ახლა მარტო მე ვარ. 10 შვილიშვილი ჰყავს. კიდო შვილთაშვილები ჰყავს. ახლა ასაკიანია, მაგრამ, ისე ძლიერი ქალი იყო”, – ყვება წალენჯიხაში მცხოვრები 132 წლის ქალბატონის, ანტისა ხვიჩიას შვილი, რომელსაც თავადაც უჭირს საუბარი და შვილთაშვილების ზუსტი რაოდენობა ერევა.

ძლიერი და ენერგიული ქალი ყოფილა. სანამ ჯანი მოსდევდა, საკუთარი შრომით არჩენდა ოჯახს და უვლიდა შვილიშვილებს. განსაკუთრებული დამოკიდებულება სწორედ შვილიშვილების მიმართ ჰქონდა. გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები:

153 pages