loading...
avatar

Gordo

Author's details

Date registered: აპრილი 15, 2010

Biography

ჩემი ბოლო სიახლეების სანახავად დააჭირეთ აქ!

Latest posts

  1. გიორგობას გილოცავთ! — ნოემბერი 23, 2015
  2. სურათები რომლებიც ნამდვილად არაა ფოტოშოპში გაკეთებული , თუმცა ამის დაჯერება ძნელია — თებერვალი 20, 2015
  3. წყალი ჩვენს ცხოვრებაში — მაისი 10, 2013
  4. საუკუნის რინგის მტრები — მაისი 10, 2013
  5. “პოლარისი” უჰაერო საბურავების გამოყენებას იწყებს — მაისი 10, 2013

Most commented posts

  1. ქართული გვარების ისტორია — 176 comments
  2. მეორედ მოსვლა — 106 comments
  3. სამი გამოცანა — 97 comments
  4. მოსაზრებული ელჩი — 90 comments
  5. გამოცანა: ვინ მოიგო? — 65 comments

Author's posts listings

მაი 20

ქართველ პატრიოტთა ჯვარცმის დღე

“ყველას უთხარით, თუ როგორ იბრძვიან ქართველები სამშობლოსთვის”
ბოლშევიკების მიერ დაპყრობილ საქართველოში თავისუფლებისათვის ბრძოლა პარტიული დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. მენშევიკებს ძველი ხელისუფლების რეანიმაცია სურდათ, ედპ-ს კი დროებითი მთავრობის შექმნა, რომელიც მეფობას აღადგენდა.

1922 წლის მარტში საყოველთაო აჯანყების მოსამზადებლად ჩამოყალიბდა “სამ¬ხედრო ცენტრი”, გენერალ კოტე აფხაზის თავმჯდომარეობით. მის შემადგენლობაში შედიოდნენ: გენერლები: ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, ვარდენ წულუკიძე, პოლკოვნიკები: გიგო ხიმშიაშვილი, როსტომ მუსხელიშვილი და სხვანი. ცენტრმა პარტიზანული რაზმების მეთაურობა დაავალა კახეთში პოლკოვნიკ ქაიხოსრო ჩოლოყაშვილს, ხოლო ქართლში – მიხეილ ლაშქარაშვილს. ამავე წლის ზაფხულში შეიქმნა საქართველოს “დამო¬უკიდებლობის კომიტეტი”, რომლის შემადგენლობაში პარიტეტულ საწყისებზე ხუთი პარტია შედიოდა. აჯანყების სულისჩამდგმელი წმინდა ილია მართლის დისწული კოტე აფხაზი გახლდათ. მამაც ქართველს სამშობლოდან წასვლა არც უფიქრია, უთქვამს: – ქვეყანასა და ხალხს ვერ მივატოვებ ამ ბრძოლის და გაჭირვების ხანაში… მე ვრჩები და დავრჩები ბოლომდე, რათა დავეხმარო საქართველოს მებრძოლ ბანაკს მის გათავისუფლებაშიო. Read the rest of this entry »

მაი 19

უცხოპლანეტელები


გამარჯობა. ჩემი სახელია სტივენ ჰოკინგი. ფიზიკოსი, კოსმოლოგი და რაღაც კუთხით მეოცნებეც ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვმოძრაობ და ლაპარაკში კომპიუტერი მეხმარება, გონებით თავისუფალი ვარ. თავისუფალი, რათა გამოვიკვლიო სამყარო და დავსვა მნიშვნელოვანი კითხვები, როგორიცაა: არსებობენ თუ არა უცხოპლანეტელები? თუ არსებობენ, სად შეიძლება მათი პოვნა? როგორ გამოიყურებიან? რისგან შედგებიან? არიან თუ არა ინტელექტუალურები? და თუკი მათ ვიპოვით, როგორი გავლენა ექნება ამას კაცობრიობაზე?

Read the rest of this entry »

მაი 18

რა განსხვავებაა ნეთბუქსა და ნოუთბუქს შორის?

მიუხედავად იმისა, რომ ნეთბუქი (Netbook) ჩვენს ცხოვრებაში სიახლეს არ წარმოადგენს, ადამიანთა უმეტესობამ, ჯერ კიდევ არ იცის, რით განსხვავდება ნეთბუქი ნოუთბუქისგან (notebook). ყველაფერი ძალიან მარტივია. მთლიანობაში, ნეთბუქი არის იგივე ნოუთბუქი, მაგრამ შედარებით მცირე ზომის, ნაკლები წარმადობის და ოდნავ განსხვავებული დანიშნულების. ალბათ უმეტესობას სმენია, რომ ნოუთბუქები იყოფა რამდენიმე ტიპად. ესენია: სათამაშო ნოუთბუქები, ბიუჯეტური და ბიზნეს ნოუთბუქები, მაღალი წარმადობის და ა.შ. შეიძლება ითქვას, რომ ნეთბუქიც არის ნოუთბუქის ცალკე ტიპი. გავარჩიოთ ყველა განსხვავება ნეთბუქისა, ნოუთბუქისგან.
ზომები. პირველი განსხვავება, რაც ადვილი შესამჩნევია ეს არის – ზომები. თავიდანვე ნოუთბუქები შეიქმნა, საქმიანი ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველთვის გადარბენაზე იყვნენ და მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, რომ ყოველთვის თან ჰქონოდათ უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ კალკურატორი ან ბლოკნოტი. თანდათანობით ნოუთბუქებზე მოთხოვნა გაიზარდა და გამოჩნდა უფრო დახვეწილი, განვითარებული და სრულყოფილი პროდუქცია. იყო სხვადასხვა ზომის ნოუთბუქები, მაგრამ შეუძლებელი იყო მათი ტარება ქალის პატარა ჩანთით, შარვლის ან კოსტუმის ჯიბით და ა.შ. სწორედ აქ გამოჩნდა და დაიკავა საპატიო ადგილი ნეთბუქებმა, რომელთა დისპლეის (ეკრანის) ზომა დიაგონალზე, არ აღემატება 25.4 სანტიმეტრს (10 inch).  Read the rest of this entry »

მაი 15

ძველი ბორანი მცურავი საცურაო აუზის როლში

აუზი მდინარეზე – ეს გართობის სფეროს სიახლეა, რომელიც ევროპაში სულ უფრო პოპულარული ხდება. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ჩინელმა არქიტექტორმა დონ-პინ ვონმა ნიუიორკელებს საინტერესო იდეა შესთავაზა – მოტივტივე საცურაო აუზი მდინარე ჰადსონზე.

პროექტი, სახელად “+პულ”, ჯერ არ განხორციელებულა. სამაგიეროდ, ევროპაში უკვე ორი მსგავსი აუზი მოქმედებს.

ერთი ბერლინშია, მდინარე შპრეეზე. აუზს, რომელიც მთელს მსოფლიოში უგრძესია (745 მეტრი), “ფლუსბადი” ეწოდება. ფაქტობრივად, ის სპეციალურად გაჭრილ არხში მდებარეობს, რომელშიც შპეერის წყალია შეშვებული. მეორე აუზი კი მალე გაიხსნება და ის მართლაც უნიკალური იქნება. Read the rest of this entry »

მაი 15

შეამცირებს თუ არა Google-ის თვითმართვადი ავტომობილი ავტოკატასტროფების რაოდენობას?

Google-მა Nevada-ში მისი თვითმართვადი ავტომობილისთვის ლიცენზია მოიპოვა, მაგრამ ავტმობილში მისი მოძრაობისას აუცილებლად უნდა იჯდეს ვინმე.
რეალურად მართვის მოწმობა არა მანქანას, არამედ მოსწავლეებს მიეცათ, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია.
თუ Google-ის robocar-ის შექმნის ისტორიას კიდევ ერთხელ გადავხედავთ, იგი შესაძლოა ბოლო 100 წლეულის განმავლობაში ერთ-ერთ გრანდიოზულ გამოგონებად ჩაითვალოს. როგორც ანალიტიკოსები აფასებენ ამ გამოგონებას უამრავი სატრანსპორტო პრობლემის მოგვარება შეუძლია. პირველ რიგში რაოდენ უწესრიგოდაც უნდა ჩანდეს, ეს ტექნოლოგია საკმაოდ დიდ ნახტომს წარმოადგენს საავტომობილო უსაფრთხოების კუთხით. ყოველწლიურად 30,000 ადამიანი იღუპება ავტოკატასტროფაში. უბედური შემთხვევის უმეტესობა კი გამოწვეულია „ადამიანი მძღოლების“ შეცდომებით.  Read the rest of this entry »

მაი 11

ქარის მფრინავი ტურბინა იაფფასიან ენერგიას იძლევა

ამერიკულმა კომპანია “ალტაეროს ენერჯიზმა” უჩვეულო კონსტრუქციის ქარის ტურბინა შეიმუშავა, რომელიც ჩვეულებრივ ქარის ტურბინებთან შედარებით, იაფ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. დანადგარმა უკვე გაიარა პირველი გამოცდა.

ის ქალაქ ლაიმსტოუნში (შტატი მეინი), ლორინგის კომერციულ ცენტრში ჩატარდა. რგოლის ფორმის მქონე გასაბერმა სტრუქტურამ, 107 მეტრის სიმაღლეზე აიტანა მის ცენტრში მოთავსებული ქარის ტურბინა, რომელმაც ენერგია გამოიმუშავა. ტესტის დასრულების შემდეგ, დანადგარი უსაფრთხოდ დაეშვა ხმელეთზე.

პირველივე ტესტმა აჩვენა, რომ საჰაერო ტურბინას ჩვეულებრივ ქარის სადგურზე ორჯერ მეტი ენერგიის გამომუშავება შეუძლია. ამას კი ის ფაქტორი განაპირობებს, რომ დიდ სიმაღლეზე ქარი უფრო სტაბილური და ინტენსიურია. ამასთან, არსებობს ვარაუდი, რომ მფრინავი ტურბინის 300 მეტრის სიმაღლეზე ასვლის შემთხვევაში, ქარის ენერგიის ღირებულება დაახლოებით 65 პროცენტით შემცირდება.

“ათწლეულების განმავლობაში, ქარის ტურბინების დამონტაჟება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული. მათ უზარმაზარი კოშკები და ამ კოშკებზე დასამაგრებლად, მაღალი ამწეები სჭირდებათ. და ამის მიუხედავად, ისინი შედარებით დაბალ სიმაღლეზე მუშაობენ, სადაც ქარები სუსტი და ცვალებადი მიმართულებისაა. თანამედროვე ტექნოლოგიები კი იმის საშუალებას გვაძლევს, რომ შევქმნათ გასაბერი მფრინავი სტრუქტურები, რომლებზეც ტურბინის დამაგრება იქნება შესაძლებელი. ასეთი სტრუქტურებით, ტურბინას დიდ სიმაღლეზე ავიტანთ, სადაც ქარები უფრო ძლიერი და სტაბილურია. თანაც, ასეთი სტრუქტურების ტრანსპორტირება ადვილი იქნება”, – ამბობს “ალტაეროსის” მთავარი აღმასრულებელი ბენ გლასი. Read the rest of this entry »

გვერდი 10 (261)« პირველი...89101112...203040...ბოლო »