loading...
avatar

Gordo

Author's details

Date registered: აპრილი 15, 2010

Biography

ჩემი ბოლო სიახლეების სანახავად დააჭირეთ აქ!

Latest posts

  1. გიორგობას გილოცავთ! — ნოემბერი 23, 2015
  2. სურათები რომლებიც ნამდვილად არაა ფოტოშოპში გაკეთებული , თუმცა ამის დაჯერება ძნელია — თებერვალი 20, 2015
  3. წყალი ჩვენს ცხოვრებაში — მაისი 10, 2013
  4. საუკუნის რინგის მტრები — მაისი 10, 2013
  5. “პოლარისი” უჰაერო საბურავების გამოყენებას იწყებს — მაისი 10, 2013

Author's posts listings

მაი 04

Oppo მსოფლიოში ყველაზე თხელ სმარტფონს გამოუშვებს

ჯერ კიდევ იანვრის გამოფენაზე CES 2012 ჩინურმა კომპანიამ Huawei მსოფლიოში ყველაზე თხელი სმარტფონი – Ascend P1 S დააანონსა. მისი სისქე სულ რაღაც 6,68 მმ-ია. მაგრამ ძალიან მალე «ყველაზე თხელის» წოდება მას შეიძლება სხვა ჩინური კომპანიის აპარატმა წაართვას. Oppo-ს სმარტფონის სისქე 6,65 მმ იქნება, ანუ 0,03 მმ-ით თხელი Ascend P1 S-ზე. Read the rest of this entry »

მაი 04

განსხვავება ადამიანსა და შიმპანზეს შორის

მეტყველების  განვითარებისთვის  აუცილებელი გენები?

წინა სტატიებში განვიხილეთ, რომ ადამიანსა და მის უახლოეს ნათესავს – შიმპანზეს შორის, თვალსაჩინო “ზედაპირული” (სხვაგვარად რომ ვთქვათ, ხილული) მსგავსების გარდა, არსებობს მნიშვნელოვანი მსგავსება მოლეკულურ დონეზეც: დნ მჟავის (გენეტიკური ინფორმაციის შემცველი მოლეკულების) საერთო შემადგენლობით ადამიანი და შიმპანზე 95-98%-ით მსგავსია. თუ მსგავსებას გენების მაკოდირებელი დნმ-ისთვის განვსაზღვრავთ, მაჩვენებელი კიდევ უფრო შთამბეჭდავია – 97-98%. გავიხსენოთ, რომ გენეტიკური ინფორმაცია ჩაწერილია გენებში (დნმ-ში), და ამ ინფორმაციის გამოვლენისთვის საჭიროა ჯერ რნ მჟავაში მისი “გადაწერა”, შემდეგ კი რნმ-იდან ცილაში “გადათარგმნა”. ცილები კი უკვე უშუალოდ მონაწილეობენ იმ პროცესებში, რომლებიც ერთუჯრედიანი ან მრავალუჯრედიანი ორგანიზმის არსებობისთვისაა საჭირო. ეს მონაწილეობა გამოიხატება ბიოქიმიური რეაქციების წარმართვაში, გარემოდან მიღებული სიგნალების გადაცემაში, ახალი უჯრედული და უჯრედსშორისი სტრუქტურების წარმოქმნაში და სხვა.

ორგანიზმების დნმ შეიცავს როგორც გენებს – ცილების მაკოდირებელ ფრაგმენტებს, ისე არამაკოდირებელ მონაკვეთებს, და ამ უკანასკნელთა რაოდენობა დნ მჟავაში საკმაოდ დიდია: ადამიანის უჯრედებში ცილების მაკოდირებელი გენები დნმ-ის საერთო რაოდენობის მხოლოდ 1.5%-ს შეადგენენ; დანარჩენი დნ მჟავა კი შეიცავს: 1) იმგვარი რნ მჟავის მაკოდირებელ გენებს, რომლისგანაც ცილები არ ამოიკითხება (ასეთი რნმ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცილის სინთეზის დროს); 2) დნმ-ის რეგულატორული ფრაგმენტები, რომლებიც განსაზღვრავენ, თუ როგორ უნდა იყოს ამოკითხული ინფორმაცია გენებიდან; 3) ინტრონები ანუ მრავალუჯრედიანი ორგანიზმების გენებში არსებული მონაკვეთები, რომლებიც ცილის მაკოდირებელ მონაკვეთებს შორის არიან განლაგებული და ცილის სინთეზის წინ შუალედური რნმ-ის მოლეკულიდან “ამოიჭრებიან”, 4) ე.წ. “უსარგებლო დნმ” (junk DNA), რომლის ფუნქცია ჯერჯერობით უცნობია. Read the rest of this entry »

მაი 02

Samsung Galaxy Note 10.1 N8000

სამსუნგის ახალი Note რომელსაც უკვე ბევრი ელოდება Samsung Galaxy Note 10.1 N8000

Read the rest of this entry »

მაი 01

ჩვენი დნმ-გენეალოგია

გენოგეოგრაფია ისტორიულ მეცნიერებას უფრო ჰგავს, ვიდრე ბიოლოგიურს, მაგრამ ბიოლოგიის, სახელდობრ, გენეტიკის დახმარებისა და მიღწევების გარეშე ეს დარგი ვერ წარმოიშობოდა. 1980-იან წლებში, ჰემაქრომატოზის გენის იდენტიფიცირებამდე, გენეტიკოსებმა შეამჩნიეს ერთგვარი კანონზომიერება, რომელიც მათთვის მოულოდნელი იყო: ყველა დაავადებულს, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრობდნენ დედამიწის სხვადასხვა კუთხეში, არ იყვნენ ერთმანეთის ნათესავები და არც კი იცნობდნენ ერთმანეთს, დნმ-ს ერთ-ერთ უბანში ერთი და იგივე ცვლილება აღმოაჩნდა. ამ აღმოჩენამ მეცნიერებს აფიქრებინა, რომ დაავადებულებს უნდა ჰყოლოდათ ერთი საერთო, ძალიან დიდი ხნის წინ მცხოვრები წინაპარი. სწორედ ის იყო ამ დაავადების “ფუძემდებელი”. Read the rest of this entry »

აპრ 30

სამ საუკუნეს მოსწრებული 132 წლის ანტისა ხვიჩავა

სამ საუკუნეს მოსწრებული 132 წლის ანტისა ხვიჩავახშირად ამბობენ, რომ საუკუნეებს მხოლოდ ისტორია უძლებს, თუმცა გამონაკლისებიც ხდება. წალენჯიხელი ანტისა ხვიჩავა 132 წლისაა. ძალიან ბევრი აქვს მოსაყოლი, თუმცა ვერ ყვება, რადგან ვერ იხსენებს და საუბარიც უჭირს.

“1880 წელს დაიბადა. ჰყავდა ორი შვილი. ერთი მოუკვდა, ერთი – დარჩა. ახლა მარტო მე ვარ. 10 შვილიშვილი ჰყავს. კიდო შვილთაშვილები ჰყავს. ახლა ასაკიანია, მაგრამ, ისე ძლიერი ქალი იყო”, – ყვება წალენჯიხაში მცხოვრები 132 წლის ქალბატონის, ანტისა ხვიჩიას შვილი, რომელსაც თავადაც უჭირს საუბარი და შვილთაშვილების ზუსტი რაოდენობა ერევა.

ძლიერი და ენერგიული ქალი ყოფილა. სანამ ჯანი მოსდევდა, საკუთარი შრომით არჩენდა ოჯახს და უვლიდა შვილიშვილებს. განსაკუთრებული დამოკიდებულება სწორედ შვილიშვილების მიმართ ჰქონდა. Read the rest of this entry »

აპრ 29

კონცეპტი: Grabit-ის კარის სახელური ჩაშენებული სკანერით თითის ანაბეჭდებისთვის

ალბათ ძნელია კარის სახელურს ჩაშენებული სკანერით თითის ანაბეჭდებისთვის ტექნოლოგიური აღმოჩენა უწოდო, თუმცა დიზაინერმა დონსაკ სემ (Dongsuk Seo) თავის ახალ კონცეპტში მათი კონსტრუქციის უფრო მოხერხებულად და ერგონომიულად ქცევა გადაწყვიტა. კონცეპტის სახელია Grabit, ავტორი სკანერის ჩაშენებას უშუალოდ კარის სახელურში გვთავაზობს.

სკანერი სახელურის საფუძველშია გათანვსებული, მოსაბრუნებელი გულის ზევით. კარის გასაღებად მასზე ოთხი თითის მოჭიდებაა საჭირო, როგორც ყოველთვის, მაშინ როდესაც თავისუფალი დიდი თითი პირდაპირ სკანერის ზევით ხვდება. ეს იდენტიფიკაციის აქტივაციისა და კარის პრაქტიკულად მყისიერად გაღების შესაძლებლობას იძლევა. Read the rest of this entry »