loading...
avatar

Gordo

Author's details

Date registered: აპრილი 15, 2010

Biography

ჩემი ბოლო სიახლეების სანახავად დააჭირეთ აქ!

Latest posts

  1. გიორგობას გილოცავთ! — ნოემბერი 23, 2015
  2. სურათები რომლებიც ნამდვილად არაა ფოტოშოპში გაკეთებული , თუმცა ამის დაჯერება ძნელია — თებერვალი 20, 2015
  3. წყალი ჩვენს ცხოვრებაში — მაისი 10, 2013
  4. საუკუნის რინგის მტრები — მაისი 10, 2013
  5. “პოლარისი” უჰაერო საბურავების გამოყენებას იწყებს — მაისი 10, 2013

Author's posts listings

აპრ 29

საქართველოს წყლის რესურსები

წყლის რესურსების მართვა საქართველოში კანონებით “გარემოს დაცვის შესახებ”, “წყლის შესახებ”, “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ”, “საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ”, გარემოს დაცვის სამინისტროს ნორმატიული აქტებით, რეგულირდება.

Read the rest of this entry »

აპრ 29

“ბორ­ჯო­მი” – მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბის ტოპ-ათე­ულ­შია

 “ბორ­ჯო­მი” მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო და სა­სარ­გებ­ლო მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბის ტო­პა­თე­ულ­ში მე­სა­მე პო­ზი­ცი­ა­ზე მოხ­ვ­და – რე­ი­ტინგს კო­მერ­ცი­უ­ლი ვებ­გ­ვერ­დი Top-10-list.org აქ­ვეყ­ნებს, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ მომ­ხ­მა­რებ­ლი­სა­გან მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე ად­გენს რე­ი­ტინ­გებს.

“ბორ­ჯო­მის” შე­სა­ხებ ვებ­გ­ვერ­დ­ზე Top-10-list.org აღ­ნიშ­ნუ­ლია: “თუ თქვენ ეროვ­ნე­ბით რუ­სი ხართ, აუცი­ლებ­ლად გე­ცო­დი­ნე­ბათ “ბორ­ჯო­მის” გე­მოს შე­სა­ხებ, ეს არის ძა­ლი­ან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი, არა­ამ­ქ­ვეყ­ნი­უ­რი გე­მო. არ­ცერთ კომ­პა­ნი­ას არ შე­უქ­მ­ნია ასე­თი პრო­დუქ­ტი. ვულ­კა­ნუ­რი წარ­მო­შო­ბის, ბუ­ნებ­რი­ვი ნახ­ში­რორ­ჟან­გით გა­ჯე­რე­ბუ­ლი წყლის “ბორ­ჯო­მის” სამ­შობ­ლო სა­ქარ­თ­ვე­ლოა, სა­დაც ასე­ვე ხდე­ბა მი­სი წარ­მო­ე­ბა. “ბორ­ჯო­მი” ეხ­მა­რე­ბა ადა­მი­ანს ქრო­ნი­კულ და მე­ტა­ბო­ლიზ­მ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში, აქვს სამ­კურ­ნა­ლო თვი­სე­ბე­ბი. Read the rest of this entry »

აპრ 25

წამების უსაშინლესი მეთოდები შუა საუკუნეების პერიოდში


მიუხედავად იმისა, რომ კაცობრიობამ მრავალი სასარგებლო რამ გამოიგონა ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად და სიცოცხლის დასაცავად, ისტორიაში შავი წერტილებიც მრავლადაა. შუა საუკუნეებში სხვადასხვა მეთოდებით წამება აქტიურად გამოიყენებოდა კრიმინალთა და არასასურველ ადამიანთა დასასჯელად თუ გამოძიებისთვის, მათი მეშვეობით ავრცელებდნენ ძალაუფლებას და ნერგავდნენ შიშს რიგით მოკვდავებში. მიუხედავად იმისა, რამდენად ამაზრზენი და ბარბაროსული ჩანს ისინი დღევანდელი გადმოსახედიდან, ერთ დროს ამ მეთოდების გამოყენება სრულიად ჩვეულებრივი მოვლენა იყო და მის მარწუხებში შეიძლებოდა, უბრალოდ განსხვავებული აზრის ქონის გამო აღმოჩენილიყავით. Read the rest of this entry »

აპრ 25

სფეროსებრი პანორამა, რომელმაც დროის დღე-ღამური ციკლი აღბეჭდა

ეს საოცარი სფეროსებრი პანორამა, რომელზეც სრულიადაა აღბეჭდილი დღიდან ღამეზე გადასვლა, საბერძნეთის ქალაქ სუნიონში კრის კოციოპულოსის (Chris Kotsiopoulos) მიერაა გადაღებული Canon 550D-ის დახმარებით. მიუხედავად იმისა, რომ გამოსახულება 2010 წლის დეკემბერშია გადაღებული, მან ინტერნეტი მხოლოდ ახლა მოიარა.

ამ კომპოზიციის შესაქმნელად ავტორს 560 სურათის გადაღება მოუხდა 30 საათიანი გადაღებისას. ციური სხეულების გადაადგილების მთელი ციკლის აღსაბეჭდად კოციოპულოსი მთელი ამ დროის განმავლობაში კამერასთან იმყოფებოდა და მის მდგომარეობასა და მარეგულირებლებს მართავდა, მათ შორის მაკორექტირებელი ფოტოებიც გამოიყენა. თითქმის უწყვეტი გადაღების განსახორციელებლად 360°-ზე ავტორმა ფართოკუთხიანი ობიექტივი Canon EF 15mm f/2,8 გამოიყენა, რომელიც სფეროსებრი პანორამის შესაქმნელად აუცილებელი სურათების რაოდენობის შემცირების შესაძლებლობას იძლევა. Read the rest of this entry »

აპრ 25

„ACME Georgia” კორპორატიული ბაზრის ათვისებას იწყებს

„ACME Georgia” საქართველოს კორპორატიული ბაზრის 30%-ის დაკავებას გეგმავს, როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კვახაძემ განაცხადა. ამ მიმართულებით წარმოდგენილი ბრენდებიდან მთავარი იქნება Dell, რომელიც მსოფლიოში ერთ–ერთი პირველია მძიმე ტექნიკის წარმოებაში.
6 აპრილს, ACME Georgia–სა და Dell–ის ურთიერთთანამშრომლობით, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“, გაიმართა სემინარი, სადაც „ACME Georgia”–ს კორპორატიული კლიენტებისთვის Dell-ის მძიმე ტექნიკის პრეზენტაცია შედგა. პრეზენტაცია–ვორქშოპზე მოწვეულ კომპანიებს საშუალება ჰქონათ, უშუალოდ შეხებოდნენ და პრაქტიკაში გამოეცადათ ტექნიკის მუშაობა. ვორქშოპზე წარმოდგენილი იქნა როგორც ბრონირებული, ასევე ჩვეულებრივი ნოუთბუქები. Dell–ის ბრონირებული ნოუთბუქი უძლებს წყლის ჭავლს, სიმაღლიდან ვარდნას, მუშაობს ექსტრემალურ სიტუაციაში. ბატარეის ავტონომიურად მუშაობის ხანგრძლივობა არის 9საათი. მას ძირითადად იყენებენ, სამშენებლო და ენერგეტიკული კომპანიები, თავდაცვა და ა.შ. ვინაიდან Dell–ს აქვს ტექნოლოგია, რომლის საშუალებითაც ხდება დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში, ნოუთბუქის დისტანციურად დაბლოკვა. წარმოდგენილი იქნა ასევე დესკტოპები, რომელსაც Dell-ი „comnercial desktop”-ებს უწოდებს და რაც მთავარია, Dell–ის PowerEdge12th Generation Servere-ები – რეკული სერვერები, ტაუერ სერვერები, Blade სერვერები. ნებისმიერ სერვერს მოჰყვება სპეციალური პლატა, რომელიც განკუთვნილია სერვერის მენეჯმენტისთვის, რაც უსაფრთხოების ზომებს და დაცულობას აასკეცებს.  Read the rest of this entry »

აპრ 25

პატარა ჭიქებით

არგენტინაში რთველი  დასასრულს  უახლოვდება

არგენტინელი მევენახეები ძლიერმა სიცხემ აიძულა ყურძნის მოსავლის აღება ჩვეულებრივზე ერთი კვირით ადრე დაეწყოთ. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, მოსავლის რაოდენობა წელს დაახლოებით 20%-ით ნაკლები იქნება. Uco Valley-სა და Lujan-ის ვენახების მმართველი ბატონი მუნიანი აღნიშნავს, რომ ნოემბერსა და დეკემბერში ტემპერატურა განსაკუთრებით მაღალი იყო. უკვე 18 მარტისთვის მთელი ქვეყნის ზვრებიდან დაახლოებით 950 ათასი ტონა ყურძენი იყო დაკრეფილი. ამ მოსავლის ყურძენში შაქრიანობა მეტია, მჟავიანობა კი ჩვეულებრივზე დაბალია. ბატონი მუნიანის თქმით, ეს პროდუქციის ხარისხზე დადებითად აისახება: წლევანდელ მოსავალში მჟავიანობის დონე ბუნებრივი ფაქტორებით არის გამოწვეული, რაც, როგორც წესი, ღვინის წარმოებაში მხოლოდ მცირე კორექტირებას მოითხოვს ხოლმე. გარდა ამისა, მარტის ბოლოს დაჭერილმა სიცივეებმა არგენტინელ მეღვინეებს იმედი გაუჩინა, რომ მალბეკში – რომლითაც სამართლიანად ამაყობს არგენტინა – მოსავლის აღება ჩვეული გრაფიკით წარიმართება და ყურძენიც შესანიშნავი ხარისხის იქნება. Read the rest of this entry »