loading...
avatar

Gordo

Author's details

Date registered: აპრილი 15, 2010

Biography

ჩემი ბოლო სიახლეების სანახავად დააჭირეთ აქ!

Latest posts

  1. გიორგობას გილოცავთ! — ნოემბერი 23, 2015
  2. სურათები რომლებიც ნამდვილად არაა ფოტოშოპში გაკეთებული , თუმცა ამის დაჯერება ძნელია — თებერვალი 20, 2015
  3. წყალი ჩვენს ცხოვრებაში — მაისი 10, 2013
  4. საუკუნის რინგის მტრები — მაისი 10, 2013
  5. “პოლარისი” უჰაერო საბურავების გამოყენებას იწყებს — მაისი 10, 2013

Author's posts listings

აპრ 02

რა განსხვავებაა ქალსა და კაცს შორის :)

მარად აქტუალური თემა, ერთი შეხედვით თითქოს გარკვეული და გადაწყვეტილი, რეალურად კი კაცის უპირატესობების დამადასტურებელი ბეჭდით დაღდასმული საკითხი!.. კაცსა და ქალს შორის არსებულ განსხვავებებზე მსჯელობა-საუბრები მეტწილად უპირატესობების ხაზგასმაზე გადააქვთ, კითხვა კი ისევ უპასუხოდ რჩება.

ამ საკითხზე დეტალების გასარკვევად ყოვლისმცოდნე ჯადოქარს – Google-ს მივმართე, მან კი პასუხად ეს სახალისო ფოტოები მომაწოდა. რამდენად ახლოსაა ისინი რეალობასთან, სახალისოა თუ დასაფიქრებელი, თქვენ გადაწყვიტეთ. მამრობითი სქესის წარმომადგენლებს კი ნამდვილად გაგამხიარულებთ :) ;)

პ.ს. კაცის გონების უპირატესობას კი ყველა გონიერი არსება აღიარებს. ამის უტყუარ მტკიცებულებად მარტო ის კმარა, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი გენიოსები მამრობით სქესს მიეკუთვნებიან. აქვე ერთ მცირე ინფორმაციას გაგიმხელთ – ჭადრაკის თამაშისას კაცის გონება ჰორიზონტალურად ფიქრობს და დაფაზე ერთდროულად რამდენიმე ფიგურის შესაძლო სვლას გათვლის, ქალს კი წერტილოვანი ხედვა აქვს და ფიგურებს ვერტიკალურად უყურებს :) Read the rest of this entry »

აპრ 02

თუ ფეხები გიოფლიანდებათ

გთავაზობთ ხალხურ საშუალებას, რომელიც ფეხების ოფლიანობას მოგიხსნით.

აიღეთ ორი სადილის კოვზი დაქუცმაცებული კაკლის “უღელი” დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი და გააჩერეთ 30 წუთის განმავლობაში (შეგიძლიათ, კომპონენტების რაოდენობა პროპორციულად გაზარდოთ ). აბაზანა გაიკეთეთ კვირაში ორჯერ.

აბაზანის შემდეგ ფეხები არც გადაიბანოთ და არც შეიმშრალოთ, აცალეთ თვითონ გაშრეს.

აპრ 02

Jeep–მა 6 ახალი მოდელი წარმოადგინა

კომპანია Jeep–მა წარმოადგინა დეტალური ინფორმაცია 6 ახალი ავტომობილის შესახებ, რომელთა დებიუტი შოუ Easter Jeep Safari–ზე, მოაბის უდაბნოში, მომავალ კვირაში გაიმართება. Mopar–თან ერთად შექმნილმა კონცეპტებმა მიიღეს სახელწოდებები: Jeep J-12, Mighty FC, Wrangler Traildozer, Wrangler Apache, Grand Cherokee Trailhawk და Jeep Wrangler.

J-12 წარმოადგენს პიკაპ JK-8–ის გაფართოებულ ვერსიას.

Jeep Mighty FC – ეს არის მოდელ Forward Control–ის თავისებური „გადამღერება“. ეს უკანასკნელი 1956–დან 1965 წლამდე პერიოდში გამოდიოდა. ავტომობილს ძალიან მაღალი გამავლობა აქვს. იგი 17–დიუმიანი დისკებითა და მასიური 40–დიუმიანი საბურავებითაა აღჭურვილი. Read the rest of this entry »

მარ 31

LG-ის ელასტიური ელექტრონული გაზეთის წამკითხველი ეკრანი ევროპაში აპრილში გამოვა

LG-ის განცხადებით, კომპანიამ ელექტრონული გაზეთის წამკითხველი ეკრანის(EPD) მასობრივი წარმოება უკვე დაიწყო.
იგი ახალი პროდუქტის გაყიდვებს ევროპაში მომავალი თვიდან დაიწყებს.
LG-ის EPD არის 6 დიუმიანი, 0.7მმ სისქის, 1024×768 პლასტმასის ეკრანი. იგი 14 გრამს იწონის და როგორც მწარმოებელი კომპანია ირწმუნება ადვილად არ იკაწრება. უძლებს, ასევე, 1.5 მეტრის სიმაღლიდან ვარდნას. რა თქმა უნდა, მთავარი მოთხოვნა ელასტიურობაა. კომპანიისვე მტკიცებით შესაძლებელია ეკრანის მოხრა ცენტრიდან 40 გრადუსით.
„LG Display-მ პირველი პლასტმასის ელექტრონული გაზეთის ეკრანით კიდევ ერთხელ გაიმყარა რეპუტაცია. დარწმუნებული ვართ, რომ ინოვაციურლობა ჩვენს პროდუქტს ელექტრონული წიგნების ბაზარზე წარმატების მოპოვებაში დაეხმარება,“ განაცხადა LG-ის წარმომადგენელმა.  Read the rest of this entry »

მარ 31

სპილოები


სპილოებს დიდი ადგილი უჭირავთ პოპულარულ კულტურაში, მათ უკავშირდებათ გარკვეული სახის რელიგიური წარმოდგენები და ხშირად სიბრძნისა და ალტრუიზმის სიმბოლოდ მოიაზრებიან. მიუხედავად ამისა, თუკი ადამიანი ისეთ რეგიონში ცხოვრობს, სადაც სპილოს ნახვის შესაძლებლობა მხოლოდ ზოოპარკში, ცირკსა და მსგავს ადგილებში ეძლევა, ნაკლებადაა ამ ცხოველზე ინფორმირებული. Read the rest of this entry »

მარ 30

საინტერესო ამბები

  გერმანელი მამაკაცი სარეკლამო ადგილს საკუთარ სახეზე ყიდის

გერმანელმა უვე ტრიოშელმა მარკერის დახმარებით საკუთარი სახე რამდენიმე ნაწილად დაყო და მათში რეკლამების განთავსება გადაწყვიტა. თოთოეულ ზონას თავისი ფასიც დაუწესა, მაგალითად რეკლამის შუბლზე განთავსება 50 ათასი ევრო ღირს, ლოყაზე – 20 ათასი, ნიკაპზე – 5000, ხოლო თუკი რომელიმე კომპანიას საკუთარი რეკლამის მთელ სახეზე განთავსება მოუნდება, მაშინ მან 100 ათასი ევრო უნდა გადაიხადოს. როგორც ტრიოშელი განმარტავს, ასეთი უცნაური გადაწყვეტილების მიღებისკენ მას ცხოველების, უფრო კონკრეტულად კი სენბერნარის ჯიშის ძაღლის სიყვარულმა უბიძგა. მამაკაცს სურს, რომ რეკლამების გზით ნაშოვნი ფულით სენბერნარის მუზეუმი გახსნას. Read the rest of this entry »