loading...
avatar

Gordo

Author's details

Date registered: აპრილი 15, 2010

Biography

ჩემი ბოლო სიახლეების სანახავად დააჭირეთ აქ!

Latest posts

  1. გიორგობას გილოცავთ! — ნოემბერი 23, 2015
  2. სურათები რომლებიც ნამდვილად არაა ფოტოშოპში გაკეთებული , თუმცა ამის დაჯერება ძნელია — თებერვალი 20, 2015
  3. წყალი ჩვენს ცხოვრებაში — მაისი 10, 2013
  4. საუკუნის რინგის მტრები — მაისი 10, 2013
  5. “პოლარისი” უჰაერო საბურავების გამოყენებას იწყებს — მაისი 10, 2013

Author's posts listings

მარ 30

გამოხატე ემოცია – იცეკვე

სადაც გინდა და როგორც გინდა!

“გლობალურ მუსიკალურ ეპიდემიად” წოდებული მუსიკისა და ცეკვის ახალი სტილი-ჰიპ-ჰოპი მეოცე საუკუნის 70-იან წლებში ნიუ-იორკში, დასავლეთ ბრონქსის ღარიბულ კვარტალებში დაიბადა. მისი ერთ-ერთი ფუძემდებელი, ელექტრო ფანკის “მამად” წოდებული ამერიკელი დიჯეი კევინ დოვანი, იგივე აფრიკა ბამბაატაა. მისსავე სახელს უკავშირდება ამ მიმდინარეობის პოპულარიზაცია ჯერ ამერიკაში და მერე ძველ სამყაროში-ევროპაში, სადაც 1982 წელს რეპერების დიდი ტურნე მოაწყო. ახლა ჰიპ-ჰოპი მთელი მსოფლიოს მასშტაბით წამყვანი შოუებისა და საკულტო ფილმების “მთავარი გმირია”. ევროპაში მან ახალ სიმაღლეებს მიაღწია და ყველაზე კონსერვატიული ინგლისისა და ყველაზე გაპრანჭული, პრეტენზიული და დახვეწილი საფრანგეთის, უწინარეს ყოვლისა კი მისი სულისა და გულის-პარიზის ცხოვრებისა და კულტურის განუყოფელი ნაწილი გახდა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ “ნეშენალ ჯეოგრაფიკმა” ჰიპ-ჰოპი “ახალი თაობის ყველაზე საყვარელ კულტურად” აღიარა. ემოციის გამოხატვის ამ ახალმა ენამ საქართველოშიც შემოაღწია და როგორც დრომ გვიჩვენა, მისი შესწავლის სურვილი ჩვენშიც ბევრს აღმოაჩნდა. ალბათ ამიტომაც, თბილისში რამდენიმე წლის წინ გახსნილმა ჰიპ-ჰოპის სტუდიამ ახალგაზრდა თაობის ყურადღება მალევე მიიპყრო. ამაში დიდი წვლილი სტეისის, იგივე ანასტასია ფიოდოროვასა და DStar studio-ს პედაგოგთა გუნდს მიუძღვის.

– Hip-hop-ი სლენგია. Hip-ყველაზე მოდურს, მუდამ ცვალებადს ნიშნავს, Hop კი-ნახტომს. Hip-ის “ნახტომი მომავალში” იმდენად შთანმეჭდავი აღმოჩნდა, რომ მას ლოკალური და გლობალური კულტურების შერწყმის სუპერათანამედროვე ფორმა უწოდეს და ემოციის გამოხატვის ახალ ენადაც მონათლეს. Read the rest of this entry »

მარ 26

სოციალიზმის ადამიანური სახე

პრაღის გაზაფხული

ვინ არიან რუსები ჩეხებისთვის? ძმები თუ მეგობრები? რა თქმა უნდა ძმები, რადგან მეგობრებს ირჩევენ, ძმებს კი არა – ეს ანეგდოტი, რომელიც ჩეხოსლოვაკიაში 1968 წლის ბოლოს გავრცელდა, ზუსტად გამოხატავდა ჩეხების დამოკიდებულებას საბჭოთა ოკუპაციის მიმართ. ოპუკაცია კი მას შემდეგ დაიწყო, რაც 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში სოციალიზმისთვის ადამიანური სახის მიცემა გადაწყვიტეს. მოსკოვმა ჩეხებს მალე დაუმტკიცა, რომ სოციალიზმს ადამიანური სახე არ შეიძლება ჰქონოდა. 1945 წელს ჩეხოსლოვაკია ნაცისტური ოკუპაციისგან გათავისუფლდა, მაგრამ ცოტა ხანში იგი მეორე ოკუპაციის მსხვერპლი გახდა – ჩეხეთში ფაშიზმი საბჭოთა სისტემით შეიცვალა. Read the rest of this entry »

მარ 26

Microsoft სათამაშო შლემს აპატენტებს

მობილური მოწყობილობები, რომლებსაც დღეს ვიცნობთ, მუდმივად არ იარსებებენ. მწარმოებლები ახალ ფორმებსა და შესაძლებლობებს ეძებენ. ასე, სხვადასხვა ინფორმაციით, კომპანია Google ამჟამად ანონსისთვის დამატებითი რეალობის სათვალეების მსგავს რაღაცას ამზადებს. ინფორმაცია იმის შესახებ, რა კუთხით წარმოადგენენ მოწყობილობას, ჯერჯერობით უცნობია, ეს საერთო დანიშნულების გაჯეტი იქნება, როგორც სმარტფონი ან პლანშეტური კომპიუტერი. მსგავს მოწყობილობებზე, ალბათ  Microsoft-იც ამზადებს, თუმცა ისინი უმთავრესად სათამაშო სისტემებისთვისაა განკუთვნილი. Read the rest of this entry »

მარ 26

ღვინის ეტიკეტის მოკლე ისტორია

დაკავშირებული: მსოფლიოს ღვინის კონკურსები WinExpo 2011 – კიდევ ერთი ნაბიჯი ღვინის კულტურისკენ მსოფლიოს ღვინის კონკურსები ეტიკეტი მაშინ გაჩნდა, როცა ღვინის ტრანსპორტირება და ბოთლებში შენახვა დაიწყეს. მანამდე ღვინოს კასრებში ინახავდნენ, სუფრასთან კი გრაფინებითა და დეკანტერებით მიჰქონდათ, სადაც შიგთავსის სახელწოდებაც იყო მითითებული. დეკანტერებისთვის ეტიკეტს ძვირფასი მასალისგან აკეთებდნენ – ვერცხლისგან, ტყავისგან და ემალისგან. ადრე ბოთლებზე გრავიურებსაც აკრავდნენ და ბეჭედსაც არტყამდნენ, პირველი ნამდვილი ეტიკეტი კი, როგორც ამბობენ, პირველი შამპანურის, დომ პერინიონის (Dom Perignon) ბოთლზე მიუკრავთ. ერთი სიტყვით, ქაღალდის იარლიყები მე-18 საუკუნეში შემოვიდა ხმარებაში. ჯერ მარტივი, ხელნაწერი იარლიყები, შემდეგ, ლითოგრაფიის გამოგონებასთან ერთად, შედარებით რთულებიც, თუმცა ბოლო დროის წინსვლები (მსოფლიო ბაზარი იგულისხმება, რა თქმა უნდა) მაინც ყველანაირ ზღვარს სცილდება. Read the rest of this entry »

მარ 26

ისტორიული გამარჯვება – 25 მარტი, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე

ისტორიული გამარჯვება - 25 მარტი, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესაქართველოს ეკლესია სამოციქულოდ იწოდება, რადგან თავად მოციქულებმა იქადაგეს ქრისტიანობა ჩვენს მიწა-წყალზე. მიუხედავად ამისა, მისი ავტოკეფალია (დამოუკიდებლობა) არაერთხელ გამხდარა განსჯისა და კამათის საგანი. მრავალჯერ ცდილობდნენ იმის წართმევას, რაც პირველი საუკუნიდან კანონიერად გვეკუთვნოდა, მაგრამ ჩვენი წინაპრები მუდამ იცავდნენ საკუთარი ეკლესიის ღირსებასა და დამოუკიდებლობას ერთმორწმუნე თუ არაერთმორწმუნე “კეთილისმსურველებისგან”.

1801 წელს საქართველოს სახელმწიფოებრიობა გაუქმდა. მე-19 საუკუნემ ფიზიკურთან ერთად, სულიერი მონობაც მოგვიტანა – 1811 წელს რუსეთის სინოდმა  საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია გააუქმა და დამოუკიდებლობასთან ერთად, ჩვენი ადგილიც წაგვართვა მსოფლიო ეკლესიათა ჩამონათვალში. Read the rest of this entry »

მარ 24

საბეჭდი მანქანა

XX საუკუნის შუა ხანებში წარმოუდგენელი იყო დაწესებულება საბეჭდი მანქანის გარეშე.

XXI საუკუნის დასაწყისში კი მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა – რამდენიმე ტრადიციული მწარმოებელი (Olivetti, Adler0Royal, Brother და სხვა) განაგრძობდა მათ გამოშვებას და ამასთან, მხოლოდ ელექტრონული მოდელებისა. 2011 წელს კი ინდურ კომპანია Godrej and Boyce კუთვნილი საბეჭდი მანქანების უკანასკნელი ქარხანაც დაიკეტა.

უნდა აღინიშნოს, რომ თავის დროზე საბეჭდი მანქანის გამოგონება უდიდესი პროგრესული ნაბიჯი და მნიშვნელოვანი მოვლენა გახლდათ. საბეჭდი მანქანის მექანიზმის შექმნის პროცესი, ისევე როგორც ნებისმიერი ტექნიკური მოწყობილობის შემუშავება ერთი ადამიანის შრომის შედეგი როდი იყო. ერთმანეთისგან დამოუკიდებლად თუ ერთობლივად მრავალი გამომგონებელი ცდილობდა შეექმნა ტექსტების სწრაფი დასაბეჭდი მოწყობილობა.

პირველი პატენტი ამ სახის მანქანის შესაქმნელად 1714 წელს ინგლისის დედოფალმა ანამ ჰენრი მილს გადასცა. თუმცა, მილის გამოგონების შესახებ ინფორმაცია არ შემონახულა და არც ის გახლავთ ცნობილი, რეალურად შეიქმნა თუ არა პატენტში აღწერილი საბეჭდი მოწყობილობა.

საუკუნის შემდეგ კვლავ გაჩნდა ინტერესი სწარაფი ბეჭდვისადმი: 1808 წელს პელეგრინო ტურიმ საკუთარი საბეჭდი მანქანა შექმნა. არც მისი გამოგონების დეტალებია დღეისათვის ცნობილი, თუმცა, შემონახულია ტურისეულ საბეჭდ მოწყობილობაზე აკრეფილი ტექსტი.

1868 წელს 23 ივნისს ქრისტოფერ შოულზმა თავისი გამოგონილი საბეჭდი მანქანა დააპატენტა. შემდეგი 6 წელი ის მოწყობილობის დახვეწაზე მუშაობდა და საბოლოოდ შექმნა პირველი სრულყოფილი საბეჭდი მანქნა სახელწოდებით Remington N1; Read the rest of this entry »