loading...
avatar

Gordo

Author's details

Date registered: აპრილი 15, 2010

Biography

ჩემი ბოლო სიახლეების სანახავად დააჭირეთ აქ!

Latest posts

  1. გიორგობას გილოცავთ! — ნოემბერი 23, 2015
  2. სურათები რომლებიც ნამდვილად არაა ფოტოშოპში გაკეთებული , თუმცა ამის დაჯერება ძნელია — თებერვალი 20, 2015
  3. წყალი ჩვენს ცხოვრებაში — მაისი 10, 2013
  4. საუკუნის რინგის მტრები — მაისი 10, 2013
  5. “პოლარისი” უჰაერო საბურავების გამოყენებას იწყებს — მაისი 10, 2013

Author's posts listings

მარ 22

ეკლესიის სამი ცთუნება

უმ­თავ­რე­სი სა­კით­ხი, რაც დღეს სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის წი­ნა­შე დგას – ქრის­ტეს მოძ­ღვრე­ბის და­კარ­გვის საფ­რთხეა. ეკ­ლე­სია, რომ­ლის პო­ზი­ცი­ას გა­მო­ხა­ტა­ვენ პატ­რი­არ­ქი, მღვდელ­მთავ­რე­ბი, მღვდლე­ბი და მრევ­ლი, სა­უბ­რობს სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ლი­ერ მი­სი­ა­ზე, და­სავ­ლე­თის დეგ­რა­და­ცი­ა­ზე, ეკო­ნო­მი­კა­სა და კულ­ტუ­რა­ზე, აფა­სებს სა­ში­ნაო და სა­ერ­თა­შო­რი­სო მოვ­ლე­ნებს, მაგ­რამ ის არა­ფერს ამ­ბობს თა­ვად ქრის­ტე­ზე, იმა­ზე, თუ ვინ არის ეკ­ლე­სი­ის ნამ­დვი­ლი წი­ნამ­ძღო­ლი. სამ­ღვდე­ლო­ე­ბა თით­ქოს სა­გულ­და­გუ­ლოდ მა­ლავს ჯვარ­ცმულ ღმერთს, რად­გან გრძნობს, რომ ქრის­ტეს მოძ­ღვრე­ბის თა­ვი­სუ­ფა­ლი გავ­რცე­ლე­ბა, მის ძა­ლა­უფ­ლე­ბას, მის მი­ერ შეთ­ხზულ მი­თებ­სა და სიმ­დიდ­რეს შე­იძ­ლე­ბა და­ე­მუქ­როს. Read the rest of this entry »

მარ 21

კბილის ნადები

ბუნებამ დაგვაჯილოდვა კანის საფარველით, რათა გულმოდგინედ დაეცვა ჩვენი შინაგანი ორგანოები მოკრობების „შემოსევისაგან. მაგრამ მთლიანად ამ მიკროსამყაროსაგან იზოლაცია შეუძლებელია. ჩვენი პირის ღრუ სამუდამოდ რჩება ამ პატარა, მაგრამ აგრესიული არსებებისთვის შემოსასვლელ კარიბჭედ.

დაბადებიდან სულ რამოდენიმე საათში ჩვენი პირის ღრუ ივსება მიკროორგანიზმებით და ეს ნორმალური პროცესია, მათგან მხოლოდ მცირედია მავნებელი. ჩვენში არსებული ყველა მიკროორგანიზმი ცხოვრობს „პატრონის“ ხარჯზე, ბევრი მათგანი არ ვნებს და ამ თანაცხოვრებას უწოდებენ კომენსალიზმს.

 

არსებობს თანაცხოვრების სხვა ფორმაც – სიმბიოზი. ამ მოვლენას ადგილი აქვს, როდესაც სხვადასხვა ფორმის თანაცხოვრება დამყარებულია ურთიერთ სარგებელზე. მაგალითად ნაწლავებში არსებული ბაქტერიები „პატრონის“ პატივსაცემად გამოიმუშავებენ მისთვის აუცილებელ ვიტამინ K. Read the rest of this entry »

მარ 21

Sony Xperia sola – ჯადოსნური სმარტფონი

ტექნოლოგია “floating touch”, რომლის წყალობითაც ვებ-საიტებზე ნავიგაციისთვის საჭირო არაა ეკრანთან შეხება, პროგრამების და ფუნქციების მყისიერი გაშვება ტექნოლოგიის NFC და Xperia SmartTags დახმარებით, ეკრანი Reality Display ტექნოლოგიით Mobile Bravia engine და კამერა “Fastest capture”-ის ფუნქციით გაძლიერებული ორბირთვიანი პროცესორით

13 მარტი, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი – კომპანიამ Sony Mobile Communications ახალი მოდელის Xperia™ sola* გამოშვების შესახებ განაცხადა, რომელიც ოპერაციული სისტემის Android ბაზაზე მომუშავე სმარტფონების ხაზში Xperia შევა. მოდელს Xperia sola გასართობი ფუნქციების სრულფასოვანი მხარდაჭერა აქვს და მასში Sony-ს მთელი რიგი  თანამედროვე ტექნოლოგიებისაა გაერთიანებული, რომლებსაც განეკუთვნება ინოვაციური ფუნქცია floating touchTM, აგრეთვე Xperia SmartTags, რომელთა წყალობითაც შესაძლებელია სმარტფონის მყისიერად დარეგულირება და პროგრამების გაშვება. სმარტფონი Xperia sola მთელი მსოფლიოს მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი 2012 წლის მეორე კვარტალში იქნება და მისი კორპუსის შეფერილობა შავი, თეთრი და წითელი ფერის იქნება. Read the rest of this entry »

მარ 21

იაპონური კომპანია კოსმოსურ ლიფტს 2050 წლისთვის გვპირდება

იაპონური სამშენებლო კომპანია “ობაიაში კორპორეიშნი” გვპირდება, რომ 2050 წლისთვის კოსმოსურ ლიფტს აამოქმედებს.

როგორც გაზეთი “დეილი იომიური” იუწყება, კოსმოსური ლიფტით შესაძლებელი იქნება როგორც მგზავრების გადაყვანა, ასევე კოსმოსურ სადგურზე ტვირთის ატანა. ტრანსპორტირება სპეციალური ვაგონით განხორციელდება, რომელიც ნახშირბადოვანი ნანომილაკებისგან შემდგარ კაბელზე იმოძრავებს. ლიფტის მეშვეობით, ჩვენი პლანეტიდან მთვარემდე არსებული მანძილის მეოთხედის გავლა იქნება შესაძლებელი.

ზედა სადგური ზღვის დონიდან 96 000 კილომეტრის სიმაღლეზე მოთავსდება, რომელიც იმავდროულად, საპირწონის მოვალეობასაც შეასრულებს. სწორედ ამ სადგურს მოუწევს 96 000 კილომეტრის სიგრძის კაბელის წონის გაძლება. მაგრამ მგზავრები და ტვირთები ამ სადგურამდე არ ავა (ზედა სადგურამდე ლიფტი მხოლოდ რემონტის საჭიროების შემთხვევაში ავა). მას მხოლოდ დამხმარე დანიშნულება ექნება. ზღვის დონიდან 36 000 კილომეტრის სიმაღლეზე, სადგური ტერმინალი მოთავსდება, რომელშიც საკვლევი ცენტრი და ასტრონავტების საცხოვრებელი იქნება ინტეგრირებული. ვაგონის მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე 200 კმ/სთ-ს მიაღწევს, ამ სიჩქარით სადგურამდე მისაღწევად კი მას დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდება. Read the rest of this entry »

მარ 21

ნიკოლა ტესლა – გენიოსი, რომელმაც გაანათა მსოფლიო


ნიკოლა ტესლა მრავალი ადამიანისთვის წარმოადგენს მეცნიერებისა და მშვიდობის გამაერთიანებელ ძალას. მეცნიერული განვითარების საკითხში მისი წარმოსახვა საკმაოდ მდიდარი იყო და მნიშვნელოვნად უსწრებდა თანამედროვეებს. Read the rest of this entry »

მარ 19

პირველი უგზოობის “ბენტლი”

თავის დროზე, უოლტერ ოუენ ბენტლის უთქვამს, ყოველი ავტომობილი, რომელსაც მისი სახელის მქონე კომპანია გამოუშვებს, უნდა იყოს “კარგი მანქანა, სწრაფი მანქანა და საუკეთესო თავის კლასში”.

1919 წელს, “ბენტლიმ” კონცეპტუალური ავტომობილი EXP (ექსპერიმენტულის შემოკლებული აღნიშვნაა) გამოუშვა. ამ ავტომობილში ნოვატორული სულისკვეთება იყო ჩაქსოვილი, რომელიც კომპანიამ დღემდე შეინარჩუნა.

რა თქმა უნდა, “ბენტლის” დამაარსებელს უგზოობის ავტომობილების წარმოებაზე არც უფიქრია. მაგრამ ინგლისურმა კომპანიამ, რომელიც დღეს “ფოლკსვაგენის” იმპერიის წევრია, ჟენევის მოტორ შოუზე, სწორედ უგზოობის კონცეპტუალური მოდელი EXP 9F წარადგინა. Read the rest of this entry »