loading...
avatar

Gordo

Author's details

Date registered: აპრილი 15, 2010

Biography

ჩემი ბოლო სიახლეების სანახავად დააჭირეთ აქ!

Latest posts

  1. გიორგობას გილოცავთ! — ნოემბერი 23, 2015
  2. სურათები რომლებიც ნამდვილად არაა ფოტოშოპში გაკეთებული , თუმცა ამის დაჯერება ძნელია — თებერვალი 20, 2015
  3. წყალი ჩვენს ცხოვრებაში — მაისი 10, 2013
  4. საუკუნის რინგის მტრები — მაისი 10, 2013
  5. “პოლარისი” უჰაერო საბურავების გამოყენებას იწყებს — მაისი 10, 2013

Author's posts listings

მარ 02

ქართული კომპანიების მინუსები

პოსტში მინდა მოკლედ მიმოვიხილო ქართული კომპანიების ის უარყოფითი მხარეები, რომლებსაც დღეს, სამწუხაროდ, ხშირად შეხვდებით.

N1 ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე დიდი ნაკლი: კომპანიის მესვეურთა დამოკიდებულება თანამშრომლების მიმართ. დამსაქმებელი ნაკლებად ან საერთოდ არ ზრუნავს დაქირავებულის ინტერესთა დაკმაყოფილებაზე.
აქ საუბარია არამხოლოდ ხელფასის რაოდენობაზე, არამედ თუნდაც ელემენტარულ სამუშაო პირობებზე. ხშირად მოქმედებს პრინციპი “არ არსებობს შეუცვლელი თანამშრომელი”. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი კადრების ხშირი ცვლისა, რაც დიდ პრობლემად არ მიაჩნიათ დამსაქმებლებს. მათ არ ესმით ელემენტარული რამ: რამდენად მნიშვნელოვანია დასაქმებულის მოტივაცია მისი ეფექტურად მუშაობისთვის. მოტივირებული თანამშრომელი ხომ კომპანიის წარმატების გარანტია.  Read the rest of this entry »

მარ 02

MWC 2012: Samsung Galaxy S II წლის საუკეთესო სმარტფონად აღიარეს

გამოფენაზე MWC 2012 სამხრეთკორეული კომპანიის Samsung ფლაგმან სმარტფონს Samsung Galaxy S II პირველი ადგილი ხვდა წილად ნომინაციაში «საუკეთესო სმარტფონი», რის გამოც გადაეცა ჯილდო GSMA Best Smartphone.
მეტიც, კომპანიას Samsung «წლის საუკეთესო მწარმოებლის» (Device Manufacturer of the Year) წოდება მიენიჭა.
MWC 2012-ს ჟიურიმ მთელი მსოფლიოს მასშტაბით «Samsung Galaxy S II-ის ფენომენალური წარმატება» აღნიშნა, აგრეთვე ისიც, რომ სმარტფონმა «Android-ზე მომუშავე ყველა კონკურენტს აჯობა და ამასთან ჯანსაღი ეკოსისტემა წარმოგვიდგინა». მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს გამოფენაზე MWC 2011 კომპანია Apple არ იმყოფებოდა, «საუკეთესო მობილურ მოწყობილობად» სმარტფონი iPhone 4 აღიარეს.  Read the rest of this entry »

მარ 02

უნიკალური აღმოჩენა ვაშლოვანისა და ჭაჭუნას ტერიტორიებზე

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ივრისპირეთის ექსპედიციამ ვაშლოვანისა და ჭაჭუნას დაცულ ტერიტორიებზე ნამარხი ფაუნის პალეონტოლოგიური ნიმუშები აღმოაჩინა. სპეციალისტების განცხადებით, აღმოჩენილი მასალები სამეცნიერო თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანია.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე: დათვის ხევსა და პანტიშარას ხეობაში და ჭაჭუნას აღკვეთილში, ბურდოს მთისა და ჭაჭუნას ველის ტერიტორიებზე ექსპედიციის წევრებმა 3-1,8 მლნ წლის ხორთუმიანის (მამონტისმაგვარი არსება), სავარაუდოდ მასტოდონტის (Mammutidae), 12-5 მლნ წლის ხმელთაშუაზღვის კუს (Testudo graeca), თანამედროვე შვლის წინაპრის (Praecapreolus cusanus), ნამარხი ანტილოპას (Protoryx sp.), ჰიპარიონის (Hipparion elegans) – ცხენის სამთითა წინაპრის, გარეული ღორის წინაპრისა (Propotamochoerus provincialis) და ხმელეთის ლოკოკინების ახალი სახეობების ნამარხები აღმოაჩინეს. Read the rest of this entry »

თებ 28

ქართული ფულის ისტორია

იცით საიდან მოდის ქართული ფულის შექმნის ისტორია? მონეტის მოჭრა ძირითადად სახელმწიფოს უფლებამოსილებაა. მონეტა არის ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანი, რასაც სახელმწიფო სამონეტო რეგალია ეწოდება. ხელისუფლების ინტერესების, დროისა და პირობების შესაბამისად იცვლებოდა მონეტის გარეგნული მხარე – ზედ აღბეჭდილი მეფეებისა სახელები, წარწერათა შინაარსი, მონეტების ფორმები. საქართველოში არ არის კუთხე, სადაც შემონახული არ იყოს შორაეული წარსულის ნუმიზმატიკური ძეგლი – სხვადასხვა ლითონისაგან დამზადებული მონეტები. მრავალსაუკუნოვანი არსებობის მანძილზე საქართველო იყო კულტურული და ცივილიზებული სამყაროს მნიშვნელოვანი მოვლენების მონაწილე. ქართული მონეტები კი ზუსტად ასახავენ ჩვენი ქვეყნის წარსულს. ფულის გაჩენამდე ფულის ნიშნების მაგივრად იყენებდნენ სხვადასხვა საგანს – სამეურნეო ან საბრძოლო იარაღს, ტყავ-ბეწვეულს, პირუტყვს, ლითონის ზოდებს.

მსოფლიოში პირველი ფული გაჩნდა ძველი წელთაღრიცხვით VII საუკუნეში კუნძულ ეგინაზე (ეგეოსის ზღვა), სადაც ვერცხლის მონეტები მოჭრეს. ფასეულობის ეს საზომი სწრაფად გავრცელდა იმდროინდელ კულტურულ ქვეყნებში. საქართველოში, კერძოდ, ძველ კოლხეთში, ძველი წელთაღრიცხვით VI საუკუნეში უკვე მიმოქცევაში იყო ვერცხლის მონეტა “კოლხური თეთრი”, რომელიც მსოფლიოს უძველეს მონეტებს მიეკუთვნება. საქართველოში აღმოჩენილი მონეტების თანმიმდევრული ცვალებადობა ზუსტად ასახავს ქვეყანაში მომხდარ ისტორიულ მოვლენებს. ქართული მონეტების მიმოქცევის 26 საუკუნოვან პერიოდში ფული იცვლებოდა გარეგნულად, იცვლებოდა წარწერები მათზე და თვითონ ლითონიც. ზოგჯერ მოჭრილ ფულზე უცხო სიუჟეტები და უცხოური წარწერები ჩნდებოდა. ეს ნაკარნახევი იყო პოლიტიკურ-ეკონომიკური მიზნებით. ქართულწარწერიანი მონეტები მცირე რაოდენობით იჭრებოდა. გაცილებით მეტია ორენოვანი მონეტები – ქართულ-ბერძნული, ქართულ-არაბული, ქართულ-სპარსული.  Read the rest of this entry »

თებ 28

“2020 წელს მსოფლიო ვირტუალურ რეალობაში ჩაეფლობა”

"2020 წელს მსოფლიო ვირტუალურ რეალობაში ჩაეფლობა"ამერიკის ელონის უნივერსიტეტისა და ერთ-ერთი კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა ჩაატარეს კვლევა, როგორი იქნება მსოფლიო და ინტერნეტი 2020 წელს. გამოჰკითხეს ასეულობით ექსპერტი, რომლებიც ტელეკომუნიკაციების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, პოლიტიკის, ბიზნესისა და ინტერნეტის სფეროებში მუშაობენ.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 8 წლის შემდეგ შეიქმნება ერთიანი საინფორმაციო ქსელი, რომელიც დიდი მოცულობის მონაცემების გადაცემას შეძლებს. თანაც ქსელური მომსახურება ძალიან იაფი იქნება.
ინტერნეტის განვითარებასთან ერთად თავს იჩენს ქსელური უსაფრთხოებისა და თვალთვალის პრობლემა. კონტროლისა და დაკვირვების ტექნოლოგიების მასობრივი გამოყენება მსოფლიოს უფრო ტრანსპარანტულს გახდის და ადამიანის პირადი ცხოვრება აღარავისთვის იქნება საიდუმლო. ამას მოჰყვება როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური შედეგებიც. მაგალითად კრიმინალთან და უკანონობასთან ბრძოლის საქმეში ასეთი სისტემები შეუცვლელია, მაგრამ ყოველი ინდივიდის შესახებ ინფორმაცია იმდენად ამომწურავი იქნება, რომ მათი ტოტალური კონტროლი ძალიან გაადვილდება.  Read the rest of this entry »

თებ 28

პატარა მონსტრები ოკეანის სიღრმეებიდან


ერთი შეხედვით ისინი არაამქვეყნიურ, სხვა პლანეტის მობინადრე არსებებს ჰგვანან. მაგრამ დედამიწიდან ათეულობით სინათლის წლით დაშორებულ ადგილებში ბინადრობის მაგივრად ეს საშიში შესახედაობის პატარა ცხოველები დედამიწის ოკეანის სიღრმეებს იპყრობენ. Read the rest of this entry »