loading...
avatar

Gordo

Author's details

Date registered: აპრილი 15, 2010

Biography

ჩემი ბოლო სიახლეების სანახავად დააჭირეთ აქ!

Latest posts

  1. გიორგობას გილოცავთ! — ნოემბერი 23, 2015
  2. სურათები რომლებიც ნამდვილად არაა ფოტოშოპში გაკეთებული , თუმცა ამის დაჯერება ძნელია — თებერვალი 20, 2015
  3. წყალი ჩვენს ცხოვრებაში — მაისი 10, 2013
  4. საუკუნის რინგის მტრები — მაისი 10, 2013
  5. “პოლარისი” უჰაერო საბურავების გამოყენებას იწყებს — მაისი 10, 2013

Author's posts listings

თებ 28

“კია” ფლაგმან სედანს ამზადებს

 დიდი ხანია, საავტომობილო პრესაში იწერება ვარაუდი, რომ “კია” თავისი სამოდელო გამის გაფართოებას, ფლაგმანი სედანის წარმოების დაწყებით აპირებს, რომელიც აქამდე K9-ს სახელით იყო ცნობილი.

კორეულ კომპანიას არ გამოუქვეყნებია ამ ავტომობილის ოფიციალური სახელი, თუმცა ახლახანს, ინტერნეტით მისი პირველი ესკიზები და მწირი ინფორმაცია გაავრცელა. “კიას” ინფორმაციით, ამ ეტაპზე ახალი ავტომობილის კოდური სახელწოდებაა KH. ეს გახდება ამ კომპანიის ისტორიაში პირველი ავტომობილი, რომელსაც წამყვანი უკანა ბორბლები ექნება. ის წარმოებისთვის უკვე მზადაა და პირველად მას კორეელი დილერები ივნისამდე მიიღებენ. სხვა ბაზრებზე მისი პრემიერის ვადები კი მოგვიანებით გამოცხადდება. Read the rest of this entry »

თებ 28

მომავლის გამოგონებები

ადამიანი ცნობილია თავისი ცნობისმოყვარეობით, მოუსვენრობითა და ახლის ძიების სურვილით. იგი არ კმაყოფილდება მიღწეულით და მუდმივად ახალ მიზნებს ისახავას. გასული საუკუნეების ბევრი “თავში მოსული” იდეა რეალობად იქცა და ისინი ახლებმა ჩაანაცვლა. Read the rest of this entry »

თებ 26

“მოლერი” ახალი ტიპის მფრინავ ავტომობილზე მუშაობს

ამერიკულმა კომპანია “მოლერ ინტერნეიშნლმა” გამოაცხადა, რომ უკვე დაასრულა ორი მსუბუქი სპორტული საფრენი აპარატის შემუშავების პირველი ეტაპი.

ამ ორიდან, ერთი ერთადგილიანი მანქანაა, რომელსაც სახელად “სკაიქარ 100LS” უწოდეს, ხოლო მეორე – “სკაიქარ 200LS”, ორადგილიანია. ამ ორ მანქანას, ძრავების განლაგებაც განასხვავებს. კერძოდ, “სკაიქარ 100LS-ზე” ისინი მანქანის ცხვირსა და კუდშია განლაგებული, “სკაიქარ 200LS-ზე” კი – გვერდებზე.

ამერიკული კომპანია თავის ორ ახალ მანქანას საფრენ აპარატებს უწოდებს, რადგან მათზე ლიცენზია აშშ-ის ავიაციის ფედერალურმა სამმართველომ უნდა გასცეს. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ორივე მანქანა არის შთამომავალი “მოლერის” პირველი მფრინავი ავტომობილისა, რომელმაც ბაზარზე ფეხი სიძვირის, ზორბა გაბარიტებისა და კონსტრუქციის სირთულის გამო ვერ მოიკიდა. ორივე ახალი “სკაიქარი” წინამორბედზე მარტივიც იქნება, კომპაქტურიც და იაფიც. და მათს მართვაზე ლიცენზიის მიღებაც გაცილებით გამარტივდება. Read the rest of this entry »

თებ 26

იცით თუ არა რომ…

ქართული კალენდრის მიხედვით, სხვადასხვა ისტორიულ ხანაში სამოქალაქო ახალ წელს აღნიშნავდენენ აგვისტოში,
სექტემბერსა და მარტში.
იანვარში ახალი წლის დადგომა მე-14 საკუნის მიწურულს დადგინდა. Read the rest of this entry »

თებ 25

რა სჭირდება თავდაცვისთვის საქართველოს?

დღეს საქართველო ფაქტიურად დაუცველია, თითქმის ისევე როგორც იყო 1921 წლის თებერვალში. ქვეყნის ერთადერთ საგარეო მტერს, რუსეთს, შეუძლია საქართველოს მთავრობის პარალიზება გამოიწვიოს რამდენიმე საათში, ხოლო რამდენიმე დღეში კი ქვეყანა ჩაიგდოს ხელში. საქართველოსა და შეერთებული შტატების ხელმძღვანელთა შორის იანვარ–თებერვლის მაღალი დონის შეხვედრები  მისასალმებელია, თუ ამას მოჰყვება საქართველოს თავდაცვის საკითხებისადმი სერიოზულად მიდგომა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ნახევარ–ზომები მხოლოდ მოსკოვის გაღიზიანებასა და საქმის კიდევ უფრო გაფუჭებას გამოიწვევს.    Read the rest of this entry »

თებ 23

როგორ მზადდება ინტელის პროცესორები

ყველას გაინტერესებთ ალბათ, თუ როგორ მზადდება თქვენს კომპიუტერებში არსებული პროცესორები და მათი კრისტალები, რომლებშიც ასობით მილიონი ტრანზისტორია ერთმანეთთან დაკავშირებული. ეს სტატია ეფუძნება Intel-ის საიტზე გავრცელებულ დოკუმენტაციას და აღწერს პროცესორის წარმოების უმთავრეს ფაზებს, კონკრეტულად კი Nehalem არქიტექტურის წარმოებას.
ქვიშა… სილიციუმის 25%-იანი შემადგენლობით, არის დედამიწაზე ჟანგბადის შემდეგ ყველაზე გავრცელებული ელემენტი. ქვიშა, განსაკუთრებით კი კვარცი შეიცავს დიდი რაოდენობით სილიციუმს, სილიციუმის დიოქსიდის სახით რაც არის ბაზური ინგრედიენტი ნახევრადგამტარების საწარმოებლად. ქვიშის მოპოვების შემდეგ, ხდება სილიციუმის გაწმენდა სხვა ნივთიერებებისგან. გაწმენდა მიმდინარეობს რამდენიმე ეტაპად, მანამ სანამ არ მიიღწევა საკმარისი ხარისხის სილიციუმი ნახევრადგამტარების საწარმოებლად – მას ეძახიან ნახევრადგამტარ სისუფთავის სილიციუმს. ასეთ დამუშავებულ სილიციუმის მილიარდ სილიციუმის ატომეზე მოდის მხოლოდ ერთი უცხო ატომი. გაწმენდის ფაზის შემდეგ იწყება გადნობის ფაზა, გამდნარი სილიციუმისგან მიღებულ მასას ეძახიან მონო კრისტალურ ზოდს. მონო კრისტალური ზოდის დიამეტრი არის 300mm, რაც დაახლოებით 12 ინჩია, მისი სიმძიმე კი 100კგ-ა (=220 პაუნდი) იგი 99.9999%-ით სილიციუმისგან შედგება. მიღებული სილიციუმის ზოდი (300მმ /12 ინჩი) იჭერება სპეციალური ხერხით ფენებად, რომლებსაც ვაფლები ეწოდება (wafers). დაჭრის შემდეგ ვაფლები პრიალდება მანამ, სანამ მათ არ ექნებათ სარკისებრი ზედაპირი. ინტელი ყიდულობს გამზადებულ ვაფლებს სხვა კომპანიისგან. 45nm High-K/Metal ტექნოლოგიის გამო ინტელი იყენებს 300მმ დიამეტრის ვაფლებს. როდესაც ინტელმა დაიწყო ჩიპების წარმოება, იგი იყენებდა 50mm ვაფლებს. 300მმ ვაფლები კი იძლება წარმოების თანხის დაზოგვის საშუალებას.  Read the rest of this entry »