loading...
avatar

Gordo

Author's details

Date registered: აპრილი 15, 2010

Biography

ჩემი ბოლო სიახლეების სანახავად დააჭირეთ აქ!

Latest posts

  1. გიორგობას გილოცავთ! — ნოემბერი 23, 2015
  2. სურათები რომლებიც ნამდვილად არაა ფოტოშოპში გაკეთებული , თუმცა ამის დაჯერება ძნელია — თებერვალი 20, 2015
  3. წყალი ჩვენს ცხოვრებაში — მაისი 10, 2013
  4. საუკუნის რინგის მტრები — მაისი 10, 2013
  5. “პოლარისი” უჰაერო საბურავების გამოყენებას იწყებს — მაისი 10, 2013

Most commented posts

  1. ქართული გვარების ისტორია — 176 comments
  2. მეორედ მოსვლა — 106 comments
  3. სამი გამოცანა — 97 comments
  4. მოსაზრებული ელჩი — 90 comments
  5. გამოცანა: ვინ მოიგო? — 65 comments

Author's posts listings

თებ 21

ქართულ-ძერსკული ლექსიკონი

1)გადი გატრასე–მიდდი გაიარე

Read the rest of this entry »

თებ 21

რა წარმოადგენს ქრონიკული ცისტიტის დიაგნოსტიკის საფუძველს

შარდის ბუშტის ანთებით პროცესს თავის დროზე თუ არ მივაქციეთ ყურადღება, შესაძლოა, მძიმე გართულებებთან მოგვიხდეს ბრძოლა, რაც არასასიამოვნოსთან ერთად, საკმაოდ რთული პროცესია.

იმის შესახებ, თუ ცისტიტის რა და რა ფორმები არსებობს, რა კლინიკური ნიშნებით ხასიათდება კლიმაქტერული და ქრონიკული ცისტიტი (ურეთრიტი) და როგორია მათთან ბრძოლის გზები, უროლოგი თამაზ ნაჭყებია გვესაუბრება

– რა დაავადებაა ცისტიტი? 

– შარდის ბუშტის უხშირეს დაავადებას წარმოადგენს მწვავე ანთებითი პროცესი, განპირობებული, უპირატესად, ბაქტერიული ინფექციით. აღნიშნულ პროცესს, როგორც წესი, იწვევენ გრამუარყოფითი და იშვიათად გრამდადებითი მიკროორგანიზმები, სადაც E.ჩოლი-ს წამყვანი მნიშვნელობა ენიჭება.  Read the rest of this entry »

თებ 21

მალაიზიური განაჩენი

მალაიზიური განაჩენიროგორ დასრულდება ნარკოტრაფიკში ბრალდებულ ქართველ ქალთა გახმაურებული პროცესი

“საქართველო, როგორც სახელმწიფო, შედგა და ვერ დაკარგავს თავის მოქალაქეებს. ეს არის სახელმწიფო, რომელიც ბოლომდე იბრძოლებს თითოეული ადამიანის გადასარჩენად, რადგან იმაზე მეტი ამბიცია, რასაც თითოეული მოქალაქის ინტერესების დაცვა  ჰქვია, ჩვენ არ გვაქვს”.

მიხეილ სააკაშვილი

“სიკვდილით დასჯა, უპირველესად, საზოგადოების ინტერესებს ემსახურება და ერთგვარი გაფრთხილებაა მათთვის, ვინც დანაშაულებრივ გზას დაადგა.” Read the rest of this entry »

თებ 21

მსოფლიოს 12 ყველაზე ძვირადღირებული ქორწილი

✔  მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ქორწილების ნუსხა Business Insider–მა გამოაქვეყნა:

✔  ამ ნუსხაში პირველი ადგილი უილიამის მშობლების – ჩარლზისა და დაიანას ქორწილს უჭირავს, რომელიც,ინფლაციის გათვალისწინებით, 110 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა. მათი ჯვრისწერა წმ. პავლეს ტაძარში (St Paul’s Cathedral) გაიმართა და მასში სამეფო ოჯახი, 2 მილიონი მაყურებელი და 750 მილიონი ტელემაყურებელი მონაწილეობდა. ქორწილისთვის 14 კვირის მანძილზე მზადდებოდა 25–ფუტიანი ტორტი და მისი ასლი, რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევის თავიდან აცილების მიზნით. Read the rest of this entry »

თებ 21

თოვლიანი ზამთრის ამბები

ზამთარი წელიწადის ის დროა, როდესაც მეღვინეებსა და მევენახეებს ყველაზე ცოტა საქმე აქვთ.

ბუხარში აგიზგიზებული ცეცხლი, გაშლილი სუფრა და ბუხრის პირას მეგობრებთან ერთად ღვინის წრუპვა – აი საუკეთესო რამ, რაც შეიძლება ღვინის მოყვარულმა ადამიანმა ზამთარში მოიმოქმედოს. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ზამთარი მხოლოდ მხართეძოზე წამოწოლისა და მოცალეობის პერიოდია.

პრობლემები   ზამთარში

ზამთარი ასევე არის შიშისა და დიდი ეჭვების პერიოდიც, რადგან დიდთოვლობამ შეიძლება პრობლემები როგორც ვენახს, ასევე მარანსაც შეუქმნას და ამ მხრივ სიფრთხილე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თებერვალი დაიწყო თუ არა, შიდა ქართლში, დიდი ლიახვის ხეობის ქვემო წელის სოფლებში (ანუ სოფლებში, რომლებიც გრძელვადიან ოკუპაციას გადაურჩნენ) დიდი თოვლი მოვიდა და ადგილობრივი მოსახლეობა იძულებული გახდა, სახლებისა და მარნების გადათოვლაზე ერთობლივი ძალებით ეზრუნა. სოფელ კარალეთში 8 თებერვალს ლურსმანაშვილების ღვინის მარანი ისე დაითოვლა, რომ მარნის ძველმა სახურავმა თოვლის სიმძიმეს ვეღარ გაუძლო, სახურავი ჩაიმტვრა და კასრებში შენახული დაახლოებით 800 ლიტრი ღვინის (ძირითადად გორული მწვანე) გადასარჩენად დიდი ძალისხმევა გახდა საჭირო. Read the rest of this entry »

თებ 19

მამაკაცის ბუნებრივი აქსესუარი

თმა სახეზე უბრალოდ როდი ამოდის – ეს აუცილებელი პროცესია. მამაკაცები უხსოვარი დროიდან ატარებდნენ წვერს სიბრძნისა და საპატიო სტატუსის ნიშნად, თუმცა მოგვიანებით ზოგიერთ ქვეყანაში წვერის ტარება კანონით აიკრძალა და ხაზინის შევსების წყაროდაც კი იქცა – წვერიანებს გადასახადი დაუწესეს.
მას შემდეგ დიდი ხანი გავიდა. დღეს წვერის ტარებას აღარავინ კრძალავს, გადასახადიც გაუქმდა, მაგრამ თითქმის ყველა მამაკაცი იპარსავს წვერს. უმთავრესად იმიტომ, რომ მოუხერხებელია, თანაც წვერის მოპარსვა გაცილებით იოლია, ვიდრე მისი მოვლა.

ცოტამ თუ იცის, რომ წვერს სასარგებლო თვისებებიც აქვს. საქმე ის არის, რომ წვერი ერთგვარი თერმორეგულატორის როლს ასრულებს – აფერხებს ჰაერს, ამიტომ არის, რომ წვერიან მამაკაცს ყინვა ვერ აშინებს. მართალია, ზაფხულში წვერიანებს უფრო მეტად სცხელათ, მაგრამ სარგებლობა მას მაინც მოაქვს – ტვინს გადახურებისა და მზის დაკვრისგან იცავს. ატაროს თუ არა წვერი, ეს ყოველმა მამაკაცმა თავად უნდა გადაწყვიტოს, ჩვენ კი გირჩევთ, ან მოუშვათ იგი, ან სუფთად მოიპარსოთ. ბრიტანელმა მეცნიერებმა 20-ზე მეტ ქვეყანაში ჩაატარეს გამოკვლევა და შედეგების ანალიზის შემდეგ განაცხადეს, რომ ქალების უმრავლესობა მუდმივ პარტნიორად ქვეცნობიერად ტანსრულ და წვერიან მამაკაცს ირჩევს, რადგან მიაჩნია, რომ სწორედ ასეთ მამაკაცს შეუძლია აჩუქოს ქალს ის სინაზე, მზრუნველობა და სტაბილურობის განცდა, რომელზეც ასე ოცნებობს ყველა ქალი. ცნობიერ დონეზე კი წვერი შესანიშნავი საშუალებაა, გამოხატოთ ინდივიდუალობა და შექმნათ საკუთარი სტილი. Read the rest of this entry »

გვერდი 30 (261)« პირველი...1020...2829303132...405060...ბოლო »