loading...
avatar

Gordo

Author's details

Date registered: აპრილი 15, 2010

Biography

ჩემი ბოლო სიახლეების სანახავად დააჭირეთ აქ!

Latest posts

  1. გიორგობას გილოცავთ! — ნოემბერი 23, 2015
  2. სურათები რომლებიც ნამდვილად არაა ფოტოშოპში გაკეთებული , თუმცა ამის დაჯერება ძნელია — თებერვალი 20, 2015
  3. წყალი ჩვენს ცხოვრებაში — მაისი 10, 2013
  4. საუკუნის რინგის მტრები — მაისი 10, 2013
  5. “პოლარისი” უჰაერო საბურავების გამოყენებას იწყებს — მაისი 10, 2013

Author's posts listings

თებ 19

მუტაციური ცვალებადობა


ცვალებადობას, რომელიც იწვევს გენოტიპის ცვლას, მემკვიდრული ცვალებადობა ანუ მუტაციური ცვალებადობაეწოდება. Read the rest of this entry »

თებ 18

წარუმატებელი სამეცნიერო-ტექნოლოგიური წინასწარმეტყველებები


მთელი ისტორიის მანძილზე ადამიანი მუდამ ცდილობდა, მომავალი განეჭვრიტა. მეცნიერების განვითარებასთან ერთად წინასწარმეტყველებებმა რელიგიის გარდა, სამეცნიერო და ტექნოლოგიური სფეროებიც მოიცვა. თუმცა, როგორც სხვა შემთხვევაში, აქაც მრავლადაა წარუმატებელი წინასწარმეტყველებები, რომელთა უმეტესობა დღეს ღიმილს იწვევს. Read the rest of this entry »

თებ 18

როლერ ქოსტერი უწონადობის შეგრძნებით

დღეისათვის, მსოფლიოში უსწრაფესი როლერ ქოსტერი (ეგრეთ წოდებული ამერიკული გორაკები), სახელად “ფორმულა როსა”, აბუ დაბიში, “ფერარის” მსოფლიო გასართობ ცენტრში მოქმედებს.

ის იტალიური კომპანიის მონაწილეობით შეიმუშავეს და რა თქმა უნდა, მისი ვაგონები “ფერარის” ფორმულა ერთის ბოლიდებს მოგაგონებთ, მათზე გასეირნებით კი მძაფრი შეგრძნებები გარანტირებული გაქვთ.

მაგრამ შესაძლოა, მალე ამაზე გაცილებით ექსტრემალური ატრაქციონიც შეიქმნას – სამხრეთ კალიფორნიაში ბაზირებულმა სადიზაინერო ფირმა “BRC იმეჯინეიშნ არტსმა” შეიმუშავა პროექტი, რომელიც წარმოუდგენლად სწრაფი ატრაქციონის შექმნას ითვალისწინებს. ის გაბედულები, რომლებიც მასზე განავარდებას გარისკავენ, 8 წამის განმავლობაში, უწონადობის შეგრძნებით ისიამოვნებენ. Read the rest of this entry »

თებ 15

Swann-ის პასტა-კამერები: იგრძენი თავი საიდუმლო აგენტად!

გსურთ ცოტათი მაინც ჰგავდეთ ფილმის სუპერგმირს ჯეიმს ბონდს? მაშინ, სჯობს სერიოზულად იფიქროთ კომპანიის Swann ორი ახალი პასტიდან ერთ-ერთის შეძენაზე, რომლებითაც არა მარტო წერა, არამედ გარშემო მყოფთაგან შეუმჩნევლად AVI ფორმატის ვიდეოების, აგრეთვე ციფრული JPEG-ფოტოების გადაღებაც შეგიძლიათ. Read the rest of this entry »

თებ 15

მირქმა. მიგებება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი

მირქმა. მიგებება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესიყოველი წლის 15 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია მირქმის-მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს და ამგვარად მოიხსენიებს იმ სასწაულს, მრავალი საუკუნის წინ რომ აღესრულა.
ახალშობილი იესო ქრისტე, ებრაელთა წესის თანახმად, მშობლებმა იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს, “რადგან ყოველივე მამრობითი სქესისა, რაც კი იშვებოდა საშოთაგან დედისა, მოხმობილ იყო აღსრულებად მსხვერპლშეწირვისა წესისამებრ უფლისა-წყვილი გვრიტების ან მტრედის ორი მართვეს სახით.” ტაძარში მათ შემოეგებათ მოხუცებული, რომელმაც მკლავთა ზედა თვისთა მიირქვა ყრმა და შეჰღაღადა უფალს: “აწ განუტევე მონაი შენი, უფალო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარებაი შენი, რომელი განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა, ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაელისა” (ლუკა, 2, 29-32), შემდეგ კი ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამს მიუბრუნდა და გააფრთხილა: ” თვით შენსაცა სულსა განვიდეს მახვილი” (ლუკა, 2, 35).  ამ სიტყვებით მოხუცებულმა ის ტანჯვა იწინასწარმეტყველა, რომელიც მახვილივით განკვეთდა დედის გულს ჯვარცმული შვილის ხილვისას. ამ საოცარი მოხუცის სახელი სვიმეონი გახლდათ, რომელსაც სახარება მართალს უწოდებს. Read the rest of this entry »

თებ 15

2012 წელს მოქალაქის პორტალი ამუშავდება

მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული მმართველობის ჩამოყალიბება საქართველოში ძალიან სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს, 2011 წელი შეიძლება მაინც გადამწყვეტ ეტაპად მივიჩნიოთ, როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი გვენეტაძემ აღნიშნა გაზეთ „ნავიგატორთან“ საუბრისას.
„თუ წინა წლები ზოგადად ელექტრონული მმართელობის განვითარების მხრივ ერთგვარი მოსამზადებელი პერიოდი იყო, 2012 წელს უკვე განხორციელების ეტაპზე გადავდივართ. მანამდე არ არსებობდა ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტები, როგორიც იყო ელექტორნული ID, ხელმოწერა, მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურა, რომელიც დააინტეგრირებდა ინფორმაციულ სისტემებს ქვეყანაში. დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს კომპონენტები ჩამოყალიბებულია და არსებობს. ჩვენ გვაქვს ამოცანა, ეს კომპონენტები სრულფასოვნად დავტვირთოთ და ავამოქმედოთ,“ ამბობს ირაკლი გვენეტაძე, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე  Read the rest of this entry »