loading...
avatar

Gordo

Author's details

Date registered: აპრილი 15, 2010

Biography

ჩემი ბოლო სიახლეების სანახავად დააჭირეთ აქ!

Latest posts

  1. გიორგობას გილოცავთ! — ნოემბერი 23, 2015
  2. სურათები რომლებიც ნამდვილად არაა ფოტოშოპში გაკეთებული , თუმცა ამის დაჯერება ძნელია — თებერვალი 20, 2015
  3. წყალი ჩვენს ცხოვრებაში — მაისი 10, 2013
  4. საუკუნის რინგის მტრები — მაისი 10, 2013
  5. “პოლარისი” უჰაერო საბურავების გამოყენებას იწყებს — მაისი 10, 2013

Author's posts listings

იან 08

800 ცხენის ძალა “ჰენესისგან”

 რაში სჭირდება უგზოობის ავტომობილს 800 ცხენის ძალა? ალბათ არაფერში.

მაგრამ თუ მისი სრულყოფა კომპანია “ჰენესიმ” გადაწყვიტა, მაშინ გასაკვირი არაფერი უნდა იყოს. ან იქნებ, ტექსასური კომპანიის ინჟინრები, როდესაც მორიგ “სათამაშოს” ქმნიდნენ, სანტა კლაუსზე და მისი მარხილის გამწევ ირმებზე ფიქრობდნენ, რომლებიც ალბათ ძალიან დაიღალნენ… და იქნებ, სანტას გადაადგილება ახლა სხვა გამწევ ძალას მიანდონ. მაგალითად, “ჯიპ გრანდ ჩეროკი SRT8-ს”?.. Read the rest of this entry »

იან 08

სიცოცხლის ზონა პლანეტების სამყაროში

ციურ სხეულებს და მათ მოძრაობას აკვირდებოდნენ ანტიკურ ცივილიზაციებში და გროვდებოდა მონაცემები ციურ სხეულთა მოძრაობის შესახებ.

ციური სხეულების მოძრაობის მეცნიერული კვლევა-დაკვირვებების ახსნა დაიწყეს ძველმა ბერძნებმა. ძველ საბერძეთში ჩამოყალიბდა სამყაროს აგებულების სხვადასხვა მოდელი. მაგალითად, პითაგორელები თვლიდნენ, რომ სამყაროს ცენტრში მოთავსებულია ღვთიური ცეცხლი, რომლის გარშემო ბრუნავენ ციური სხეულები – დედამიწა და კონტრდედამიწა, მთვარე, მზე და ხუთი პლანეტა. კონტრდედამიწის ცნების შემოტანა პითაგორელებს დასჭირდათ იმიტომ, რომ ციურ სხეულთა რაოდენობა ათი ყოფილიყო. პითაგორელთა წარმოდგენით, ათი განსაკუთრებული (უნივერსალური) რიცხვი იყო.

არისტოტელემდე (384-322 ძვ.წ.) არსებული მოდელი გულისხმობდა, რომ სამყაროს ცენტრში მდებარეობს სფერული დედამიწა, დედამიწის გარშემო განლაგებულია მბრუნავი კონცენტრული სფეროები და ამ სფეროებზე მდებარეობენ მზე და პლანეტები. ამ მოდელის თანახმად, განაპირა სფეროზე მდებარეობდნენ ვარსკვლავები. Read the rest of this entry »

იან 07

საშობაო ეპისტოლე (7 იანვარი 2012 წელი)

უწმიდესიუწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლე

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო სულიერნო შვილნო საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა, ღვთივკურთხეული ივერიის მკვიდრნო და ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო!

“ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთ მოანიჭებს მადლს” (I პეტრე 5.5) მადლობა უფალს, რომ კვლავ გავხდით ღირსნი, მოგვესმინა ანგელოზთა საოცარი საგალობელი: “დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება” (ლუკა 2.14). ყოვლადწმიდა სამების მოწყალებით “სიტყვა ხორციელ იქმნა და დაემკვიდრა ჩვენს შორის სავსე მადლითა და ჭეშმარიტებით”(იოანე 1.14). დიახ, “დღეს დავითის ქალაქში დაიბადა… მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი”(ლუკა 2.11) და უწოდებენ სახელად ემმანუელს, რაც თარგმანებით ნიშნავს: “ჩვენთან არს ღმერთი”(მათე 1.23). გიხაროდეთ, ერნო, “რაც არ უხილავს თვალს, არ სმენია ყურს და არც კაცს გაუვლია გულში, ის განუმზადა ღმერთმა თავის მოყვარეთ” (I კორ.27.6). მაშ, მივეახლოთ მას და თაყვანი ვსცეთ, ვითარცა მწყემსთა ბეთლემისათა და შევწიროთ ძვირფასი ძღვენი, ვითარცა მოგვთა აღმოსავლეთისათა. იგი მოვიდა ამქვეყნად, რათა მოუხმოს თავის ცხოვართ და აზიაროს ისინი ჭეშმარიტ თავისუფლებასა და ბედნიერებას. ვინ შეიძლება შემოგვთავაზოს უკეთესი არჩევანი? ანდა რა შეიძლება იყოს ამაზე მეტად სანუკვარი?! მაგრამ ამას ბევრი ვერ ხვდება, არამედ მხოლოდ ისინი, რომელნიც სიცოცხლის აზრს სწორად აცნობიერებენ. Read the rest of this entry »

იან 06

შობას გილოცავთ!

გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს!!! მრავალს დაესწარით, თქვენ საყვარელ ადამიანებთან ერთად ბედნიერები და გახარებულები! დღევანდელი დღის მადლი გფარავდეთ!!!

Read the rest of this entry »

იან 06

ძრავის ტიპები


XX საუკუნის დასაწყისში უამრავი კონსტრუქტორული აზრი არსებობდა, რომელთა განხორციელებაც უმეტეს შემთხვევაში პრობლემას არ წამორადგენდა. შედეგად ძალიან ხშირად შეხდვებოდით ავტომობილს 10 ლიტრი მოცულობის ძრავით, რომელსაც შესაძლოა 1 ცილინდრი ან სულაც მწკრივში განლაგებული 8 ცილინდრიანი ძრავი ჰქონოდა. ეს ის პერიოდია როდესაც ძრავი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ინჟინერულ გამოგონებად ითვლება, რომელსაც სხვა და სხვა პრობლემა გააჩნდა. მაგალითად დახვეწილი, უფრო მძლავრი, მაღალი ბრუნის ძრავებს, მაღალი თვითღირებულება გააჩნდათ, თუმცა დრომ თავისი ქნა და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. გიგანტური მოცულოვის ძრავები მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში და 21-ე საუკუნის დასაწყისში მცირე ზომის აგრეგატებმა ჩაანაცვლეს. დღეს-დღეობით ძრავის საშუალო კუბური მოცულობა 3 ლიტრიდან 6 ლიტრამდეა. ასეთი ძრავების სიმძლავრე დღეს სხვა და სხვაა, თუმცა უფრო დიდი მნიშვნელობა საწვავის ტიპს ენიჭება, რადგან დიზელის უტურბინო ძრავს დღეს, ლიტრ მოცულობაზე საშუალოდ 50 ცხენისძალა გააჩნია, ბენზინის ასევე უტურბინო ძრავს კი 80-100 ცხენისძალა აქვს თითო ლიტრ მოცულობაზე.
Read the rest of this entry »

იან 05

ჩვენი პატრიარქი

ისევ ისეთი ნელი, მოზომილი ნაბიჯით დადის და ასე გგონია. მიწასაც არ ეხება. ძნელია, მით უმეტეს ჩვენს დროში, სულიერი მწყემსობა. თავადვე უთქვამს: ძალზე მძიმეა ჯვარი ადამიანისა და მით უმეტეს ჯვარი პატრიარქისა Read the rest of this entry »