loading...
avatar

Gordo

Author's details

Date registered: აპრილი 15, 2010

Biography

ჩემი ბოლო სიახლეების სანახავად დააჭირეთ აქ!

Latest posts

  1. გიორგობას გილოცავთ! — ნოემბერი 23, 2015
  2. სურათები რომლებიც ნამდვილად არაა ფოტოშოპში გაკეთებული , თუმცა ამის დაჯერება ძნელია — თებერვალი 20, 2015
  3. წყალი ჩვენს ცხოვრებაში — მაისი 10, 2013
  4. საუკუნის რინგის მტრები — მაისი 10, 2013
  5. “პოლარისი” უჰაერო საბურავების გამოყენებას იწყებს — მაისი 10, 2013

Author's posts listings

ნოე 18

მზის სისტემამ ჩამოყალიბებისას პლანეტა-გიგანტი დაკარგა

მზის სისტემის ფორმირების პროცესის მოდელირებისას, სამხრეთ-დასავლეთ კვლევითი ინსტიტუტის (Southwest Research Institute) მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მზეს კიდევ ერთი პლანეტა-გიგანტიჰყავდა. ჩვენი მზის სისტემის ევოლუციაზე დაკვირვებისკენ მეცნიერებს კოიპერის სარტყელიდან და მთვარის კრატერიდან ტრანსნეპტუნისებრი ობიექტების პოპულაციის ანალიზმა უბიძგა. კვლევების ავტორის დევიდ ნესვორნის (David Nesvorny) აზრით, როდესაც მზის სისტემა ჯერ კიდევ 600 მლნ წლის იყო, პლანეტა-გიგანტების ორბიტებს დინამიური არამდგრადობა შეეხოთ, რის შედეგადაც მცირე სხეულები ნაწილობრივ კოიპერის სარტყელში გაიდევნა, ნაწილობრივ კი მზის სისტემის შიდა პლანეტების ბომბარდირება დაიწყეს. ამასთან, იუპიტერმა და სხვა პლანეტა-გიგანტებმა მზისკენ უფრო ახლოს შეიცვალეს ორბიტა.

ადრეული მზის სისტემის კომპიუტერულმა მოდელირებამ ორბიტების ცვლილების ჰიპოთეზა დაამტკიცა. თუმცა, სხვადასხვა პირობებით ათასობით მოდელის შედეგები თანამედროვე სისტემის სურათს არ იძლეოდა. ასეთ სცენარში დიდ პრობლემას წარმოადგენს სწორედ იუპიტერის წანაცვლება: მისი ორბიტის უმცირესი ცვლილებაც კი ან დედამიწის ჯგუფის პლანეტების შეჯახებებს, ან სისტემიდან ურანისა და ნეპტუინის გაგდებას იწვევს. Read the rest of this entry »

ნოე 18

საქართველოს რკინიგზის განრიგი (2011-12)

განირის სანახავად შედით გაგრძელებაში. Read the rest of this entry »

ნოე 16

წყალი – სიცოცხლისა და სილამაზის ელექსირი…

წყალი - სიცოცხლისა და სილამაზის ელექსირი...სიცოცხლის ხალისი, კარგი გუნება-განწყობილება, მბრწყინავი თვალები, გლუვი და სუფთა კანი – ყველაფერი ეს ჩვეულებრივი წყლის წყალობაა. წყალი ყველგან არის: ჰაერში, რომელსაც ვსუნთქავთ, ორგანიზმის უჯრედებში, სისხლში. წყალს ვკარგავთ არა მარტო ოფლის სახით, არამედ ლაპარაკისას, სუნთქვისას. ამიტომ საჭიროა, მუდმივად მივიღოთ წყალი და დავიცვათ წყლის ბალანსი.

ჩვენი ორგანიზმი 80% წყალს შეიცავს. უწყლოდ ვერც ერთი ორგანო ვერ იცოცხლებს. აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება, თუ რამდენ და როგორი ხარისხის წყალს ვსვამთ.
წყალი მაშინ კი არ უნდა დავლიოთ, როცა მოგვწყურდება, წყურვილის შეგრძნებამდე კარგა ხნით ადრე, რადგან წყურვილი მიანიშნებს ორგანიზმის გაუწყლოებაზე, რის დაშვებაც არ შეიძლება, ამ დროს ჩნდება გაუწყლოების სიმპტომები: დაღლილობის შეგრძნება, მაღალი წნევა, თავისა და სახსრების, ზურგის ტკივილი, კანის სიმშრალე, მომატებული წონა, დაქვეითებული იმუნიტეტი, ფერხდება გონებრივი და ფიზიკური შრომის უნარი, ჩნდება კუჭ-ნაწლავის პრობლემები (შეკრულობა, დისბაქტერიოზი).

თუ ამ სიმპტომებიდან რომელიმე აღგენიშნებათ, სვით ბევრი წყალი (დღეში არანაკლებ  2-2,5ლ) და სწრაფად შეამჩნევთ, როგორ შეიცვლება სასიკეთოდ თქვენი მდგომარეობა. წყლით შეიძლება ბევრი დაავადების განკურნება. რაც შეეხება ჩაის, ყავას, გაზიან სასმელებს, წვნიანს, ხილსა და ბოსტნეულს – ეს ყველაფერი დამატებაა იმ 2-2,5 ლ წყლისა, რომელიც უნდა მიიღოთ დღის განმავლობაში. მცენარეული ჩაიც კი არ შედის ამ 2ლ-ში. ვერც ერთი სითხე ვერ ცვლის წყალს, პირიქით, მათი მიღების შემდეგაც უნდა დალიოთ წყალი.
მხოლოდ სუფთა წყალი ხვდება ადვილად უჯრედებში, ხოლო ქიმიური ნაერთები, რომლებსაც ჩაი, ყავა და გაზიანი სასმელები შეიცავენ, რჩება კანში და უჯრედები განიცდიან წყლის ნაკლებობას. სვით გრილი წყალი, რადგან მას უკეთესად ითვისებს ორგანიზმი და ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას. დილით დალიეთ 1 ჭიქა წყალი – ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას. Read the rest of this entry »

ნოე 16

თა­ვახ­დი­ლი ჭე­ბი – საფ­რ­თხე გა­რე­უბ­ნებ­ში

დე­და­ქა­ლაქ­ში არ­სე­ბუ­ლი თა­ვახ­დი­ლი ჭე­ბის პრობ­ლე­მა კვლავ მო­უგ­ვა­რე­ბე­ლია.

დღი­სით, თა­ვახ­დი­ლი ჭის შემ­ჩ­ნე­ვა და მის­თ­ვის გვერ­დის ავ­ლა მარ­ტი­ვია, თუმ­ცა, ღა­მით ერ­თი გა­უფ­რ­თხი­ლე­ბე­ლი ნა­ბი­ჯი საკ­მა­რი­სია, რომ ღრმა ორ­მო­ში აღ­მოჩ­ნ­დეთ.მე­რი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ ამ მხრივ დე­და­ქა­ლაქ­ში მარ­თ­ლაც ცუ­დი მდგო­მა­რე­ო­ბაა. თუმ­ცა, იქ­ვე იმა­საც დას­ძე­ნენ, რომ მათ მხო­ლოდ სა­ნი­აღ­ვ­რე ჭე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა ევა­ლე­ბათ. და­ნარ­ჩე­ნი სხვად­ს­ხ­ვა კომ­პა­ნი­ე­ბის, უმე­ტე­სად “ჯორ­ჯი­ან ვო­თერ ენდ ფა­უ­ერს” ეკუთ­ვ­ნის და შე­სა­ბა­მი­სად, პრობ­ლე­მაც მა­თი აღ­მო­საფხ­ვ­რე­ლია.

თბი­ლი­სის ნე­ბის­მი­ერ უბან­ში, საცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბის წინ, ტრო­ტუ­ა­რებ­სა თუ გზის სა­ვალ ნა­წილ­ზე თა­ვახ­დილ ჭებს ხში­რად გა­და­ეყ­რე­ბით. ამ მხრივ გან­სა­კუთ­რე­ბით ცუ­დი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­რე­უბ­ნებ­შია, სა­დაც თა­ვახ­დი­ლი ჭე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა არა­თუ იკ­ლებს, პი­რი­ქით – მა­ტუ­ლობს.

თა­ვახ­დი­ლი ჭე­ბის პრობ­ლე­მა კარ­გა ხა­ნია აწუ­ხებს ვარ­კე­თი­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა­საც. მე­ოთხე მიკ­რო­რა­ი­ონ­ში, ტრო­ტუ­ა­რებ­ზე მრავ­ლა­დაა თა­ვახ­დი­ლი ჭე­ბი. არა­და, ღა­მით ამ გზა­ზე სი­ა­რუ­ლი მარ­თ­ლაც სა­ხი­ფა­თოა.

“დი­დი ხა­ნია, რაც ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას ვითხოვთ, მაგ­რამ გამ­კითხა­ვი არა­ვი­ნაა. ტრო­ტუ­ა­რებს ვინ ჩი­ვის, ქურ­დე­ბი არა­ფერს ეპუ­ე­ბი­ან და საცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბის წინ მდე­ბა­რე ჭე­ბის ხუ­ფებ­საც იპა­რა­ვენ. ეზო­ში ბავ­შ­ვე­ბი თა­მა­შო­ბენ, თა­მა­შის დროს შე­იძ­ლე­ბა ერ­თ­მა­ნეთს ხე­ლი ჰკრან და უნე­ბუ­რად თა­ნა­ტო­ლი ორ­მო­ში ჩა­აგ­დონ. ასე­თი ორ­მო­ე­ბი სა­ხელ­და­ხე­ლოდ ამო­ვავ­სეთ, მაგ­რამ ჩვე­ნი ძა­ლე­ბით ბევრს ვერ გავ­წ­დე­ბით,” – ამ­ბობს ვარ­კე­თილ­ში მცხოვ­რე­ბი ლუ­ი­ზა და­თუ­ნაშ­ვი­ლი. Read the rest of this entry »

ნოე 16

სილქნეტი ვიდეოთეკის კომერციულ გაშვებას იწყებს

სილქტივის მომხმარებელი 18 ნოემბრიდან განახლებული ვიდეოთეკით ისარგებლებს. ახალი, რეიტინგული ფილმები ყოველკვირეულად ჩაიტვირთება ვიდეოთეკაში.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ფილმების ძირითადი ნაწილი რჩება უფასო, ხოლო ახალი ფილმების დაქირავების ფასი 50 თეთრიდან იწყება.

მომხმარებელი შერჩეული ფილმის ტარიფზე წინასწარ იღებს შეტყობინებას და მას ნაყიდი ფილმის ნახვა შეუზღუდავი რაოდენობით 24 საათის განმავლობაში შეეძლება. შეძენისას აუცილებელია ვიდეოთეკის პინ–კოდის მითითება, რომელსაც აბონენტი ცხელი ხაზის 2100 100 ან 2100 400 მეშვეობით შეიტყობს.  Read the rest of this entry »

ნოე 15

საქართველოში IT სპეციალისტის ხელფასი 600 ლარიდან იწყება

საქართველოში IT სფეროს სხვა სფეროებთან შედარებით მაღალი ხელფასები აქვს და ეს არც არის გასაკვირი. თითქმის ყველა IT კომპანია ერთსა და იმავეს ჩივის; ამ მიმართულების განათლების კრიტიკულად დაბალი დონის გამო, კვალიფიციური კადრის პოვნა გართულებულია.
IT სპეციალისტის ხელზე ასაღები ხელფასი, ნორმალურ ორგანიზაციებში, თვეში მინიმუმ 600 ლარიდან იწყება. რა თქმა უნდა, ხელფასი დამოკიდებულია მის კონკრეტულ სპეციალობასა (პროგრამირება, ქსელები და კომუნიკაცია, სერვერული ინფრასტრუქტურა) და კვალიფიციურობაზე. მაგრამ, არც თავად კვალიფიციური კადრები უჩივიან საკუთარ ანაზღაურებას. ისინი მიიჩნევენ, რომ IT სფეროში პროფესიონალის დასაქმების პრობლემა ნაკლებად არის და ხელფასებიც მეტ–ნაკლებად მაღალია.
„ჩვენთან უფრო მეტსაც იხდიან, ვიდრე ის შეიძლება ღირდეს. კვალიფიციური კადრის ნაკლებობა, ცხადია, ახდენს გავლენას IT სპეციალისტების ხელფასებზე და მათ ფასს ზრდის. თუმცა, ხელფასის სიდიდეს სხვადასხვა მაკრო და მიკრო მიზეზები შეიძლება ჰქონდეს და კომპეტენტური პასუხის გაცემას სერიოზული კვლევა სჭირდება“, – ამბობს UGT-ს პროგრამული გადაწყვეტილებების დეპარტამენტის დირექტორი, დათო გაბრიჩიძე.  Read the rest of this entry »