loading...
avatar

Gordo

Author's details

Date registered: აპრილი 15, 2010

Biography

ჩემი ბოლო სიახლეების სანახავად დააჭირეთ აქ!

Latest posts

  1. გიორგობას გილოცავთ! — ნოემბერი 23, 2015
  2. სურათები რომლებიც ნამდვილად არაა ფოტოშოპში გაკეთებული , თუმცა ამის დაჯერება ძნელია — თებერვალი 20, 2015
  3. წყალი ჩვენს ცხოვრებაში — მაისი 10, 2013
  4. საუკუნის რინგის მტრები — მაისი 10, 2013
  5. “პოლარისი” უჰაერო საბურავების გამოყენებას იწყებს — მაისი 10, 2013

Author's posts listings

ოქტ 26

ეპილაცია შაქრით – SUGARING

ეპილაცია შაქრის წებოვანი ბურთულით, ანუ შუგარინგი, იგივე სპარსული ეპილაცია:

1. ბევრად ადვილი გასაკეთებელია, ვიდრე ეპილაცია ცხელი თაფლით ან ცვილით. დამოუკიდებლად ცხელი თაფლის ან ცვილის წასმა ყველა ადგილზე შეუძლებელი და მოუხერხებელია.

2. არ არის დამწვრობის საშიშროება.

3. შაქარი და თაფლი (ხანდახან შაქარს თაფლსაც ურევენ) თმის ძირამდე უკეთ ჩადის, ვიდრე სხვა საშუალებები, რაც თმის ჩაწყვეტისა და ჩაბრუნების რისკს ამცირებს.

4. შაქრის ბურთულა სხვა საშუალებზე ნაკლებად ეკრობა კანზე, ძირითადათ თმებს იკრავს, ამიტომ ნაკლებად მტკივნეულია და მათთვის გამოდგება, ვისაც მგრძნობიარე კანი აქვს.

5. ყველაზე ეკონომიურია.

 

6. არ არის საჭირო ნაჭრები, შპადელები, წასასმელი ფუნჯები.

7. კანი მეტ ხანს რჩება გლუვი.

8. ბურთულის შემადგენლობაში არავითარი მავნე ნივთიერება არ არის. Read the rest of this entry »

ოქტ 26

უსადენო ინტერნეტი სილქნეტისგან

დღეიდან კომპანია “სილქნეტი“ აბონენტებს ახალ პროდუქტს – უსადენო ინტერნეტს სთავაზობს.
EV-DO მოდემით სარგებლობა შესაძლებელია ყველგან, სადაც სილქნეტის უსადენო სერვისის დაფარვის ზონაა – თბილისი, მცხეთა–მთიანეთი, გურია–სამეგრელო, იმერეთი, კახეთი, ქართლი, ქვემო ქართლი, აჭარა, სამცხე–ჯავახეთი.
მოდემი ავტომატურად უკავშირდება ნებისმიერი ტიპის კომპიუტერს და მისი გადაადგილება შესაძლებელია სასურველ ადგილას. უსადენო ინტერნეტი მუშოაბს CDMA 800 Mhz სიხშირეზე, 3,1 მგბ/წმ სიჩქარით.
მოდემის ღირებულება 79 ლარია, ქსელში ჩართვისას აბონენტებს საჩუქრად 100 მეგაბაიტი ინტერნეტ–ტრაფიკი გადაეცემა. მომსახურების გადახდა ხდება მეგაბაიტების მიხედვით (1მგბ–2 თეთრი), წინასწარ, ანგარიშზე ნებისმიერი ოდენობის თანხის შეტანით.  Read the rest of this entry »

ოქტ 26

თინეიჯერები ტელევიზორზე მეტ მნიშვნელობას მობილურ ტელეფონებს ანიჭებენ

Ofcom-ის კვლევებმა აჩვენა, რომ თინეიჯერები საკმაოდ დიდხანს უყურებენ ტელევიზორს, მაგრამ მათთვის მობილური ტელეფონი უფრო მნიშვნელოვანია.
12-დან 15 წლამდე გამოკითხული 10 მოზარდიდან სამი ამბობს, რომ ტელეფონი მისთვის ყველაზე საჭიროა და მის გარეშე ვერ გაძლებს, 18% უპირატესობას ტელევიზორს ანიჭებს, ხოლო 25% კი ინტერნეტს.
Ofcom-ის კვლევებმა ისიც აჩვენა, რომ დრესდღეობით 12-15 წლის მოზარდების 95%-ს თავიანთი პერსონალური კომპიუტერებიდან ან ლეპტოპებიდან ინტერნეტზე წვდომა აქვთ. ამ მოზარდების მესამედს კი, ჯერ კიდევ წინა წლებში სოციალურ ქსელში საკუთარი პროფილიც ჰქონდა. როგორც Ofcom ამბობს, სმარტფონების მფლობელთა რაოდენობის ზრდა მეტყველებს იმაზე, რომ 12-15 წლის ბავშვების უმეტესობა სოციალურ ქსელებს თავიანთი ტელეფონებიდან სტუმრობენ. უფრო პატარები კი ტელეფონებს ვიდეო თამაშებისთვის იყენებენ.
საშუალოდ 2007 წლიდან დადგენილია, რომ 4-დან 15 წლამდე მოზარდები კვირაში 17.5 საათზე მეტ დროს ტელევიზორთან ატარებენ. დღევანდელი მონაცემებით კი ამ ჯგუფის ერთი მესამედი ამბობს, რომ ტელევიზორზე მეტად ისეთი სერვისებით დაინტერესდნენ როგორიც iPlayer-ია.  Read the rest of this entry »

ოქტ 26

ხელის სენსორული ტელეფონი Void

მობილური ელექტრონიკის ჩინელი მწარმოებლები არც ისეთი დილეტანტები არიან, როგორც შეიძლება ერთის შეხედვით მოგვეჩვენოს. მათ მიერ გამოშვებული პროდუქციის ხარისხი, არც ისე სწრაფად, მაგრამ იზრდება, ხოლო არასტანდარტული გაჯეტების ასორტიმენტი იმდენად დიდია, რომ უმსხვილეს მწარმოებელსაც კი შეშურდება. მსოფლიო ბრენდებისთვის ხელის საათის ფორმის მქონე მობილური ტელეფონის გამოშვება ნამდვილი მოვლენაა მაშინ, როდესაც ჩინელები მათ უკვე დიდი ხანია წარმატებულად უშვებენ. მორიგი ასეთი პროდუქტია ახალი საათფონი Void.

მინი-ტელეფონი ოთხ დიაპაზონში GSM (850/900/1800/1900 მჰც) მუშაობს და 1,8-დიუმიანი სენსორული დისპლეი აქვს გარჩევადობით 160×128 წერტილი. მწარმოებელი ამტკიცებს, რომ ასეთ ეკრანზე არა მარტო ტელეფონის მენიუსთან გამკლავება, არამედ ფოტოსა და ვიდეოს ხილვა და SMS-შეტყობინებების აკრეფაც შეიძლება. მულტიმედიურ ფუნქციებში შედის ფლეერი MP3, MP4 და AVI-ს მხარდაჭერით, გამოისახება ფოტო ფორმატში JPG და TXT ფაილებიც კი. Read the rest of this entry »

ოქტ 24

Samsung Galaxy Tab 7.7

კომპანია Samsung Electronics_მა წარმოადგინა Super AMOLED Plus ეკრანის მქონე ახალი პლანშეტური ტელეფონი Samsung Galaxy Tab 7.7, რომელიც აღჭურვილი იქნება ARM ტიპის ორბირთვიანი პროცესორით, თითოს სიხშირე 1,4 გიგაჰერცი. ასევე აღსანიშნავია, რომ მისი სისქე სულ რაღაც 7.9 მილიმეტრია, ხოლო წონა 335 გრამი Read the rest of this entry »

ოქტ 24

დოკ-სადგური iCharge iPhone-თვის და ფარული კამერა

არიან ადამიანები, რომლებიც არავის ენდობიან, მათაც კი, ვინც მათთან ერთად ცხოვრობს. ნდობა და უნდობლობა გამართლებული და დადასტურებული უნდა იყოს ფაქტებით. და თუ კი ვინმე თვლის, რომ მისი არყოფნისას რაღაც ისე არ ხდება მის iPhone-ზე, როგორც საჭიროა, ახლა ამის დაფიქსირება კამერაზეა შესაძლებელი, იგი პირდაპირ დოკ-სადგურშია ჩაშენებული.

დამტენი სადგური iCharge ნებისმიერ სხვას ჰგავს, მხოლოდ მის კორპუსში CCD-კამერაა 450 TVL Color. იგი მოძრაობის მრიცხველითაა აღჭურვილი და ჩაწერა მხოლოდ მაშინ დაიწყება, როდესაც დოკ-სადგურის გვერდით ვინმე იქნება. ტელეფონის მფლობელს ზუსტად ეცოდინება, მოკიდეს თუ არა ხელი iPhone მისი არყოფნისას, ხოლო კომპლექტში არსებული 4 გბაიტიანი მეხსიერება (კარტა SD) დიდ ხანს ეყოფა, მით უფრო, რომ მისი გაფართოებაც შეიძლება 32 გბაიტამდე. უბრალო და სასარგებლო სათამაშოა, მაგრამ მხოლოდ მათ გამოადგებათ, ვისაც ძალიან, ძალიან ეშინია თავისი ძვირფასი iPhone ან iPad-ის ბედის გამო, რადგანაც ჯაშუშური დოკ-სადგურის iCharge ღირებულება 395 აშშ დოლარია. Read the rest of this entry »