loading...
avatar

Gordo

Author's details

Date registered: აპრილი 15, 2010

Biography

ჩემი ბოლო სიახლეების სანახავად დააჭირეთ აქ!

Latest posts

  1. გიორგობას გილოცავთ! — ნოემბერი 23, 2015
  2. სურათები რომლებიც ნამდვილად არაა ფოტოშოპში გაკეთებული , თუმცა ამის დაჯერება ძნელია — თებერვალი 20, 2015
  3. წყალი ჩვენს ცხოვრებაში — მაისი 10, 2013
  4. საუკუნის რინგის მტრები — მაისი 10, 2013
  5. “პოლარისი” უჰაერო საბურავების გამოყენებას იწყებს — მაისი 10, 2013

Author's posts listings

ივნ 18

Samsung-მა სმარტფონი Galaxy Ace DUOS დააანონსა ორი SIM-ბარათის მხარდაჭერით

კომპანიამ Samsung სმარტფონი Galaxy Ace DUOS წარმოადგინა, რომელიც ოპერაციული სისტემის Android 2.3Gingerbread მართვით მუშაობს ინტერფეისით TouchWiz. წინამორბედისგან განსხვავებით, რომელიც ინდოეთში თებერვალში იყო წარმოდგენილი და მხარს უჭერდა ქსელებს CDMA და GSM, ახალი მოდელი მხოლოდ GSM ქსელებში მუშაობს და ტექნოლოგიას HSDPA 7,2 მბიტ/წმ უჭერს მხარს.

სიახლის კიდევ ერთი განსხვავება ინდური ვერსიისგან SIM-ბარათისთვის განკუთვნილი ორი სლოტია ფუნქციის «Dual SIM always» მხარდაჭერით. ეს ფუნქცია აქტიურ SIM-ბარათზე SIM 1 სატელეფონო ზარების ავტომატურ გადამისამართებას უზრუნველყოფს, რომლებიც მეორე SIM-ბარათის (SIM 2) ნომერზე შედის, რის წყალობითაც, როგორც Samsung ამტკიცებს, არც ერთი ზარი არ იქნება გამოტოვებული.

ახალი მოდელის მახასიათებლებში შედის 3,5” სენსორული დისპლეი გარჩევადობით HVGA, პროცესორი ტაქტური სიხშირით 832 მჰც, 512 მბაიტი ოპერატიული მეხსიერება, 3 გბაიტი ჩაშენებული მეხსიერება, სლოტი მეხსიერების კარტებისთვის microSD ტევადობით 32 გბაიტამდე, 5-მპ კამერა, A-GPS მხარდაჭერა, უსადენო ქსელების ადაპტერები Bluetooth 3.0, Wi-Fi 802.11 b/g/n, ბატარეა ტევადობით 1300 მილიამპერი საათში. აგრეთვე ცნობილია რამდენიმე წინასწარ დაყენებული პროგრამის შესახებ, რომელთა შორისაა ChatON, Social Hub, Swype.  სმარტფონის ზომებია 112,74 x 61,5 x 11,5 მმ, წონა — 122 გრ. Read the rest of this entry »

ივნ 18

სამუზეუმო ექსპონატი მანქანა, ანუ “სა გიყიდიენ, თვალები არ გქონდა?!”

სამუზეუმო ექსპონატი მანქანა, ანუ "სა გიყიდიენ, თვალები არ გქონდა?!"ზაფხულის დადგომისთანავე ჩემმა მოგზაურობის მოყვარულმა მეგობარმა დევიდმა დასავლეთ საქართველოში მოგზაურობა შემომთავაზა. შვედი მეგობარი ჩამომდის და მინდა, საქართველო დავათვალიერებინოო, მითხრა. დევიდ დუმონტი ჩემი გერმანელი მეგობარია, რომელიც უკვე თითქმის 2 წელია, სოფელ გრემში, საქველმოქმედო კავშირში “თემი” მოხალისედ ჩამოვიდა. მართალია, თავდაპირველად 1 წელი აპირებდა საქართველოში დარჩენას, მაგრამ როგორც ამბობს, ჩვენმა ქვეყანამ ისე მოაჯადოვა, 2 წელია, აქ არის.

როცა მოგზაურობა შემომთავაზა, პირველად ის ვკითხე, რა ტრანსპორტით ვაპირებდით მოგზაურობას. დევიდს ძველი “ჟიგული” ჰყავს, რომელიც თითქმის 2 წლის წინ კახელებმა მამასისხლად მიჰყიდეს, მის “ლონდრეს” კი (ეს სახელი მანქანას “თემში” მცხოვრებმა ბავშვებმა შეარქვეს) ამ ბოლო დროს უცნაური სიჯიუტე დასჩემდა, ხანდახან შუა ქუჩაშიც “მისდის გული”. მოკლედ, გაირკვა, რომ დევიდი ჩემთან და კიდევ 2 მეგობართან ერთად “ლონდრეთი” აპირებდა ჯერ ვარძიის დალაშქვრას, შემდეგ კი გოდერძის უღელტეხილის გადავლას და მაღალმთიანი აჭარის დათვალიერებას. ღამით კარვებში დავიძინებთო, – დააყოლა საუბრის დასასრულს. სიმართლე გითხრათ, მის წინადადებაზე ბევრი არ მიფიქრია, არც მანქანის გაუმართაობას შევუშინებივარ და მოგზაურობაზე თანხმობა განვუცხადე. Read the rest of this entry »

ივნ 18

პედლებიანი სუპერავტომობილი

ამ მანქანას სუპერ ავტომობილისა მხოლოდ გარეგნობა აქვს – ის “ფერარი FFX-ის” სტილშია შესრულებული, თუმცა ისეთი ნელია…

აბა რა იქნება, მას ხომ ძრავის ნაცვლად, ადამიანი ამოძრავებს. უფრო სწორედ, მისი ფეხები.

ავსტრიელმა მხატვარმა ჰანეს ლანგედერმა თავისი უცნაური ახირება რეალობად აქცია. პლასტიკური მილების, კილიტასა (ფოლგის) და მუყაოსგან, იტალიური კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ავტომობილის ასლი შექმნა. და მას “ფარადი ფარფალა” უწოდა.

ამ სახელში ფარადი გერმანულად თურმე ველოსიპედს ნიშნავს, ფარფალა კი იტალიურად პეპელაა. ეს ასე უნდა გაიშიფროს – ველოსიპედის მამოძრავებელი კონსტრუქციის მქონე, პეპელასავით მსუბუქი მანქანა. “ფარადი ფარფალა” ორადგილიანია და სამოძრაოდ, მისი ორივე მგზავრის კუნთების ძალას იყენებს. ის მხოლოდ 100 კილოგრამს იწონის. Read the rest of this entry »

ივნ 15

სტუდენტური ფასდაკლების ბარათი – ”გაიმარტივე ცხოვრება’

საქართველოს  პრეზიდენტის ინიციატივით,  უკვე 2012 წლიდან, ყველა ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს  შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს სტუდენტური ფასდაკლების ბარათით. ბარათის კონცეფცია საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ოზურგეთის იუსტიციის სახლში შეკრებილ სტუდენტებს გააცნო. Read the rest of this entry »

ივნ 13

ფაილებისა და დირექტორიების დაცვა

მონაცემთა უსაფრთხოება დღითი დღე უფრო მნიშვნელოვანი ხდება. წარმოიდგინეთ რამხელა ზიანი შეიძლება მოგაყენოთ თქვენი სამსახურის კომპიუტერიდან მონაცემთა არასანქცირებულმა გადინებამ, ან სულაც სახლის PC-დან ბავშვის მიერ მნიშვნელოვანი ფაილების თუ მთლიანი დირექტორიების წაშლამ? რასაკვირველია, არ არსებობს ერთმნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ საფრთხეების აღმოსაფხვრელად, მაგრამ არსებობს უტილიტები, რომლებიც ეფექტურად დაიცავენ თქვენთვის მნიშვნელოვან ყველა მონაცემს და როგორც მინიმუმ თავდაჯერებულად შეძლებთ მიატოვოთ თქვენს დაქვემდებარებაში არსებული კომპიუტერი და არ გეშინოდეთ მასში შენახული ფაილებზე არასანქცირებული დაშვებისა.  Read the rest of this entry »

ივნ 08

დუბაის წყლის დისკური სასტუმრო წყალქვეშ ძილის მსურველთათვის

გლობალური ეკონომიკური კრიზისის გამო, დუბაიში მშენებლობათა ტემპები მნიშვნელოვნად შემცირდა, ბევრი პროექტი გაიყინა, თუმცა ამის მიუხედავად, ემირატების ქალაქში მაინც ბევრი საინტერესო რამ ხდება.

იქ მსოფლიოს უმაღლესი შენობა ააგეს, მის მახლობლად, მსოფლიოს უდიდესი სავაჭრო მოლია, სანაპიროსთან კი მსოფლიოში უდიდესი ხელოვნური კუნძულები განლაგდა. იქვე უდიდეს დახურულ სამთო კურორტზე დასვენებაცაა შესაძლებელი…

მაგრამ ეს ყველაფერი არაა, რასაც დუბაი თავის სტუმრებს სთავაზობს. ქალაქში იგეგმება სრულიად ახალი ტიპის ლუქსის კლასის სასტუმროს აშენება, რომელსაც ნომრები წყალქვეშ ექნება განლაგებული. და ეს, ამ ტიპის სასტუმროებს შორის, უდიდესი იქნება მსოფლიოში. სასტუმროს სახელია “უოტერ დისკუს” (წყლის დისკო).

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის წინ, დუბაიში კიდევ ერთი მსგავსი პროექტის განხორციელება იგეგმებოდა, სახელად “ჰიდროპოლისი”, მაგრამ სამწუხაროდ, ის ვერც კი დაიწყეს. ჯერ ერთი, მეტისმეტად ძვირი ღირდა და მეორეც, გლობალურ კრიზისს დაემთხვა. Read the rest of this entry »