loading...
avatar

Gordo

Author's details

Date registered: აპრილი 15, 2010

Biography

ჩემი ბოლო სიახლეების სანახავად დააჭირეთ აქ!

Latest posts

  1. გიორგობას გილოცავთ! — ნოემბერი 23, 2015
  2. სურათები რომლებიც ნამდვილად არაა ფოტოშოპში გაკეთებული , თუმცა ამის დაჯერება ძნელია — თებერვალი 20, 2015
  3. წყალი ჩვენს ცხოვრებაში — მაისი 10, 2013
  4. საუკუნის რინგის მტრები — მაისი 10, 2013
  5. “პოლარისი” უჰაერო საბურავების გამოყენებას იწყებს — მაისი 10, 2013

Author's posts listings

ივნ 08

The new iPad მიმოხილვა

2012 წლის მარტში Apple-მ წარმოგვიდგინა თავის ახალი, რევოლუციური The new iPad, სადაც  ისევე როგორც ყველა თავის ახალ მოდელში ჩადებულია ბევრი ინოვაცია, The new iPad მაღაზიებში 16 მარტიდანაა წარმოდგენილი. ამ მიმოხილვაში შევეცდებით ხაზი გაუსვათ ახალი iPad-ის განსხვავებებს წინა მოდელებთან შედარებით. Read the rest of this entry »

ივნ 01

ადამიანი VS მეხსიერება

როგორ ვებრძოლოთ მეხსიერების დაკარგვას, რომელიც თურმე 25 წლიდან იწყება

მეხსიერება, ეს ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია. ის დაკავშირებულია ჩვენი განვითარების ნებისმიერ ეტაპთან დაბადებიდან – სიკვდილამდე. მეხსიერება არა მხოლოდ ადამიანის ნორმალური ჩამოყალიბებისთვისაა გადამწყვეტი (ლაპარაკის, სიარულის, ა.შ. სწავლა) არამედ ასევე მისი გონებრივი და სულიერი გაზრდისთვისაც. მოგონებებზე და გამოცდილების დაგროვების მნიშვნელობაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, ამიტომ ახლა უბრალოდ მეხსიერებაზე მინდა ორიოდე სიტყვით დავწერო. როდის იწყება მეხსიერების გაუარესება, რა ხდება თავის ტვინში, როდესაც გვავიწყდება ესა თუ ის მოვლენა, ხანდახან საინტერესოა იცოდე, თუ რა დგას ამა თუ იმ, თითქოს ყოველდღიური, ბუნებრივი მოვლენების უკან. Read the rest of this entry »

ივნ 01

2016 წლისთვის ინტერნეტის მსოფლიო ტრაფიკი ოთხჯერ გაიზრდება

კომპანია Cisco-ის პროგნოზით, 2016 წლისთვის მსოფლიოში დაახლოებით 3,4 მილიარდი ინტერნეტ მომხმარებელი იქნება, რაც დედამიწის მოსახლების 45%-ია.
Cisco-ის შეფასებით, 2011 წელს ქსელში მიერთებული იყო 10,3 მილიარდი სხვადასხვა მოწყობილობა — პერსონალური კომპიუტერი, პლანშეტი, სმარტონი, „ჭკვიანი ტელევიზორი“ და სხვა.
უკვე 2016 წლისთვის, მოსალოდნელია, რომ ქსელში წვდომის შესაძლებლობის მქონე მოწყობილობების რცხვი (machine-to-machine შეერთების ტიპის ჩათვლით) 18,9 მილიარდს მიაღწევს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ მაჩვენებლის მიხედვით პლანეტის ყოველ მაცხოვრებელზე საშუალოდ 2,5 ქსელში მიერთება გამოდის.
Cisco აქიდან გამომდინარე პროგნოზირებს ინტერნეტ-ტრაფიკის მკვეთრ ზრდას, რასაც ასევე ხელს შეუწყობს პლანშეტური კომპიუტერების და კომუნიკატორების პოპულარობის ზრდაც. 2016 წლისათვის ქსელით გადაცემულ მონაცემთა მოცულობა წინა წლის მონაცემთან შედარებით ოთხჯერ გაიზრდება — 1,3 ზეტაბაიტამდე (270 ბაიტი, 1024 ექსაბაიტი).
ინტერნეტთან წვდომის საშუალო სისწრაფე, როგორც მოსალოდნელია გაიზრდება დაახლოებით ოთხჯერ — 9 დან 34 მბტ/წმ-მდე. აღსანიშნავია ისიც, რომ გენერირებული ტრაფიკის ნახევარზე მეტი გადაიცემა უკაბელო ქსელების მეშვეობით.  Read the rest of this entry »

მაი 28

ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლის სრული ტექსტი

ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით მიმართა:

ჩემო საყვარელო ხალხო, მოგესალმებით!

ბედნიერი ვარ, რომ თქვენ გვერდით, საქართველოს მოქალაქეების, ჩვენი სამშობლოს გვერდით ვდგავარ!
საქართველოს გარდა მე სხვა სამშობლო არ გამაჩნია! მე საქართველოს მოქალაქეობა თქვენ უკვე მომანიჭეთ! მე საქართველოს მოქალაქე ვარ, რადგან არავინ მიყვარს ისე, როგორც ჩემი ხალხი, ჩვენი საქართველო!
ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ ერთად ვიწყებთ ბრძოლას ერთიანი, ძლიერი, დემოკრატიული საქართველოსთვის! Read the rest of this entry »

მაი 25

ჭარბი წონა ჯანმრთელობაა?

წონა და მისი დინამიკა ბავშვის ჯანმრთელობისა და ზრდა-განვითარების მაჩვენებელია. ამაზე საუბარი ჩვენში მით უფრო აქტუალურია, რომ ჯანმრთელად ხშირად მხოლოდ ლოყებღაჟღაჟა, ჩაპუტკუნებულ-ჩამრგვალებულ ბავშვებს მიიჩნევენ. რას ფიქრობს ამაზე მედიცინა? გვესაუბრება ენდოკრინოლოგი მარინა გორდელაძე.
– დედები თუ ბებიები ძალისხმევას არ იშურებენ, რომ რაც შეიძლება უკეთესად გამოკვებონ თავიანთი პატარა. ბავშვი წონას რომ იმატებს, ოჯახში ყველას უხარია, მაგრამ ეს როდია ჯანმრთელობის კრიტერიუმი. ჭარბწონიანობა დღეს მსოფლიო პრობლემად იქცა და მასთან ბრძოლა უკვე ბავშვობიდან უნდა დავიწყოთ. ჭარბ წონას მრავალი უსიამოვნება მოაქვს, მათ შორის – შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2.

– როგორია წონის მატების ასაკობრივი ნორმები?
– დაბადების მასას (საშუალოდ, იგი 3500 გრამია) ბავშვი, ჩვეულებრივ 4-4,5 თვის ასაკში აორმაგებს, ერთი წლის ასაკში კი ასამმაგებს. მომდევნო წლებში წონის წლიური მატება დაახლოებით 2 კგ-ს შეადგენს. პრეპუბერტატულ და პუბერტატულ ასაკში ყოველწლიურმა ნამატმა შეიძლება 5-8 კგ-საც კი მიაღწიოს.  6-7 წლისათვის ერთი წლის ასაკში არსებული წონა ორმაგდება, 11-12 წლის ასაკში კი ოთხმაგდება. ნორმალური წონის სქემატური გამოთვლისთვის რამდენიმე მეთოდი არსებობს. ერთ-ერთი ფორმულა ასეთია: Read the rest of this entry »

მაი 23

„ოპელი” სამი ახალი ძრავის წარმოებას იწყებს

 „ოპელი” ძირეულად ცვლის საკუთარი ძრავების გამას. მალე სამი უახლესი, ბენზინის და დიზელის ძრავების ოჯახი, არსებულ აგრეგატებს ჩაანაცვლებს.

ახალი ძრავები მათს წინამორბედებზე ეკონომიური, ეკოლოგიურად სუფთა, უხმაურო და მაღალ მომენტიანი იქნება.

„სულ რაღაც 12 თვეში, ჩვენ სამ ახალ ძრავს შევთავაზებთ მყიდველს. ეს იმაზე მეტყველებს, თუ რამდენად სწრაფად ვახერხებთ ახალი პროდუქტების გამოშვებას. ჩვენი ახალი, 1.6-ლიტრიანი ძრავი, რომელიც საწვავის უშუალო შეფრქვევის სისტემითაა აღჭურვილი, მაბრუნი მომენტის მხრივ, ნამდვილი გიგანტია. თავის ძალას ის თანაბრად და უხმაუროდ იძლევა”, – ამბობს „ოპელის” მთავარი აღმასრულებელი კარლ-ფრიდრიხ შტრაკე.

ის 1598 კუბური სანტიმეტრი მოცულობის მქონე ოთხცილინდრიან ტურბო ძრავზე ლაპარაკობს, რომელსაც საწვავი ნარევის უშუალოდ წვის კამერაში შეფრქვევის და სტარტ-სტოპ სისტემები ემსახურება. ის ახალ, SIDI (ნაპერწკლით აალების, უშუალო შეფრქვევის) „ეკოტეკ” სერიას მიეკუთვნება და ამ ძრავით, სხვადასხვა ზომისა და კლასის ავტომობილები აღიჭურვება. ამ ძრავის მაქსიმალური სიმძლავრე 200 ცხენის ძალას აღწევს (4700 ბრ/წთ-ზე), მაბრუნი მომენტი კი 300 ნიუტონმეტრია, რომელიც უკვე 1700 ბრ/წთ-ზევე ხელმისაწვდომია. მის წინამორბედთან შედარებით, ეს აგრეგატი 13 პროცენტით ნაკლებ საწვავსაც მოიხმარს და ატმოსფეროსაც 13 პროცენტით ნაკლები ნახშირორჟანგით აბინძურებს. ახალ 1.6-ლიტრიან ტურბოძრავს „ოპელის” უნგრული ქარხანა გამოუშვებს, რომელიც ქალაქ შენტგოთარდში მდებარეობს. წარმოება მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება. რაც შეეხება დანარჩენ ორ ძრავს, მათ შესახებ ინფორმაციას „ოპელი” მოგვიანებით” გაავრცელებს.

 

წყარო: 24saati.ge