loading...
avatar

Lutecia

Author's details

Date registered: აგვისტო 14, 2012

Latest posts

  1. მონათესავე სულები — სექტემბერი 16, 2012
  2. მარტივად მოსამზადებელი,გემრიელი და სასარგებლო სალათი — სექტემბერი 16, 2012

Most commented posts

  1. მონათესავე სულები — 21 comments
  2. მარტივად მოსამზადებელი,გემრიელი და სასარგებლო სალათი — 1 comment

Author's posts listings

სექ 16

მონათესავე სულები

ხალხმრავალ ქუჩაში გოგო მიდიოდა,თითქოს სხვებისგან არაფრით გამორჩეული და მაინც…სხვანაირი იყო ეს გოგო.რაღაცნაირი უემოციო სახე ჰქონდა,თითქოს არაფერი აღელვებდა და აფიქრებდა,ვერ ამჩნევდა ირგვლივ მოფუსფუსე ადამიანებს,არ უსმენდა ქუჩის ყურისწამღებ ხმაურს.მიაბიჯებდა გოგო და ცდილობდა არაფერზე ეფიქრა.

გაურკვეველი ბურანიდან ხელზე შეხებამ გამოაფხიზლა და იქვე “თვალებს არ ვუჯერებ,ნუთუ შენ ხარო?!”_საოცრად თბილი ხმაც ჩაეღვარა ყურში.გვერდით ბიჭი მოსდევდა,უცნობი და უცნაური.ისეთი აღტაცებით უცქერდა,ისე გამეტებით უჭერდა ხელს მაჯაზე თავის მონაპოვარს,გოგომ შეპასუხებაც ვერ მოახერხა.ბიჭი კი შეუჩერებლად იმეორებდა ერთიდაიგივეს,თან ატყვევებდა საოცრად მწველი მზერით,თითქოს აგვისტოს მზე უგიზგიზებსო თვალებში.

_”მე რომ პირველად გხედავო?!”_ბოლოს ძლოვს-ძლივობით ამოღერღა გოგომ.

_”ეგ არაფერიო”_არც კი შემკრთალა ბიჭი,_”სამაგიეროდ მე გიცნობ კარგად,ჩემი სიზმრების ფერია,შენ ჩემი სულის ხსნა ხარო.”

გოგოს თავადაც უკვირდა,რომ ეს უცნაური ბიჭი ოდნავაც არ აფრთხობდა,არ აკრთობდა.პირიქით,საოცრად ახლობელიც კი ეჩვენა იგი,იმდენად,რომ მოუნდა,თვალდახუჭულს ევლო მის გვერდით,ბოლომდე მინდობილს,ევლო და გზას არ ქონოდა დასასრული.და მერე,ჰიპნოზის უცნაურ ქსელში გაბმული გოგო კი არ ისმენდა,უკვე თავად ხედავდა ბიჭის სიზმრებს: Read the rest of this entry »

სექ 16

მარტივად მოსამზადებელი,გემრიელი და სასარგებლო სალათი

მაკარონი მოვხარშოთ(ოღონდ ზედმეტი არ მოუვიდეს და ფორმა არ დაკარგოს),10წუთით დავტოვოთ თავდახურულ ქვაბში(რომ კარგად გაფუვდეს),შემდეგ გადავწუროთ და გადავიტანოთ ღრმა თასში.კიტრს და პომიდორს მოვარიდოთ თესლიანი ნაწილები და დავჭრათ კუბიკებად,ბულგარული წიწაკა და სტაფილო გავხეხოთ,ხახვი(მწვანე თუა უკეთესია) დავჭრათ წვრილად და მთელი ეს ბოსტნეული მივუმატოთ მაკარონს,დავასხათ მაიონეზი,შევანელოთ პილპილით(მე ცოტაოდენ მშრალ აჯიკასაც ვუმატებ),მარილით და კარგად ამოვურიოთ.ბოლოს ვამატებთ წვრილად დაჭრილ ქინძს და ცერეცოს.სალათი უნდა მივირთვათ რამდენიმე საათის შემდეგ,ჩაციებულ მდგომარეობაში. :lol: :lol: :lol: