loading...
avatar

Guns_N_Roses

Author's details

Date registered: ოქტომბერი 2, 2011
URL: http://firepost.info

Latest posts

  1. ალფრედო დი სტეფანო ( პირველი ნაწილი) — თებერვალი 23, 2012
  2. თამბაქო და საქართველო — თებერვალი 9, 2012
  3. Marsel Glefe — თებერვალი 7, 2012
  4. ფერომონები მიზიდულობის საიდუმლო — თებერვალი 6, 2012

Most commented posts

  1. Marsel Glefe — 1 comment
  2. თამბაქო და საქართველო — 1 comment

Author's posts listings

თებ 23

ალფრედო დი სტეფანო ( პირველი ნაწილი)

ფეხბურთის უამრავი ქომაგი ალფრედო დი სტეფანოს პლანეტის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნევს და ერთი შეხედვით გასაკვირია- თუ პელემ, კრუიფმა, მარადონამ მსოფლიოს ჩემპიონატებზე გაიბრწყინეს, დი სტეფანოს არასდროს უასპარეზია მუნდიალზე. მეორეს მხრივ, ალფრედო დი სტეფანოს თამაში იდეალური ნაზავი გახლდათ ფილიგრანული ტექნიკის და გუნდური თამაშის პრინციპების ერთგულების. დი სტეფანო წლების განმავლობაში მეოცე საუკუნის საუკეთესო გუნდის, მადრიდის “რეალის” ლიდერი გახლდათ, ამიტომაც ფეხბურთის მილიონობით ქომაგის აღიარება ლოგიკურადაც კი გამოიყურება.  Read the rest of this entry »

თებ 09

თამბაქო და საქართველო

არვიცი ამ თემაზე საუბარი რა სიტყვებით დავიწყო :( როცა ამ თემაზე ფიქრი დავიწყე ინტერნეტში მოვიძიე მონაცემები საქართველოში ჩატარებული სხვადასხვა გამოკვლევების რომლებიც არ მომეწონა და თქვენც გაგაცნობთ და თვითონ გადაწყვიტეთ, რაზე მეტყველებს საქართველოში ბოლო წლებში ჩატარებული სხვადასხვა კვლევების მიხედვით მწეველთა რიცხვები: თინეიჯერები და მცირეწლოვანები ფიქრობენ რომ მოწევა ჯანმრთელობისთვის პრობლემებს მხოლოდ სიბერის დროს იჩენს, საზოგადოებაში კი გავრცელებულია მცდარი აზრი, რომ თამბაქოს მოხმარება არის არა დაავადება, არამედ მავნე ჩვევა, ალბათ ამის ბრალია ასეთი სავალალო შედეგები , მაგრამ არამგონია ასე იყოს, ნებისმიერმა ადამიანმა იცის, რა შედეგები მოყვება თამბაქოს მოხმარებას, მაგრამ ამის მიუხედავად აგრძელებს ან არამწეველი იწყებს მოწევას და მოგვიანებით აცნობიერებს შეცდომას, მაგრამ ამაოდ უკვე გვიან არის. ფაქტია, რომ სიგარეტის ერთი ღერი შეიცავს ნიკოტინის, კუპრის და მხუთავი აირის გარდა ბევრ მავნე ნივთიერებას, მათ შორის რადიაქტიულ ელემენტებს. მოწევის შედეგად ისინი უკლებლივ ყველა ხვდება ორგანიზმში და თითოეული მოწეული ღერი იწვევს ორგანიზმის ინტოქსიკაციას. სიგარეტის მოწევა ზოგიერთ ადამიანში იწვევს   სიამოვნების განცდას. Read the rest of this entry »

თებ 07

Marsel Glefe

ვისზე ან რაზე დამეწერა დიდხანს ვფიქრობდი, და აი მუზაც მეწვია მარსელ გლეფეს სახით, რომელიც ჩვენი დროის, ყველაზე ამაზრზენი ტრაგედიის “კეთილი” და ამავე დროს ბევრისთვის უცნობი გმირია.
ამ ადამიანის შესახებ ბევრმა უნდა გაიგოსს! მარსელ გლეფე-უტოიაას ტრაგედიის “კეთილი-გმირი”. მინდა ერთ-ერთი დაზარალებულის ნერკიუ ვოლის წერილი გაგაცნოთ, რომელიც კუნძულ უტოიაზე იმყოფებოდა და ერთმა- თავდადებულმა უცნობმა გმირმა გადაარჩინა. წერილი ასე იწყება: “როცა ჩვენს წრეში პოლიციელის ფორმაში ჩაცმული ადამიანი შემოვარდა და სროლა აგვიტეხა, ვერ მივხვდით, რა ხდებოდა. ზოგი მოცელილივით ძირს დაეცა, ზოგი დაჭრილი იყო და წამოდგომა არ შეეძლო, დანარჩენებს შიშმა ხელ-ფეხი შეგვიბორკა… მათ შორის მეც ვიყავი. ვიჯექი და ჩემს მშობლებთან, და-ძმასთან და საყვარელ ადამიანებთან მესიჯებს ვგზავნიდი და ყველას ვეუბნებოდი, რომ დზალიან მიყვარდა. მერე დედას მივწერე, რომ ცოცხალი ვარ და პოლიციელებს ველოდები საშველად, ოღონდ გეხვეწები,თავი ხელში აიყვანე და პასუხი არ მომწერო, მესიჯის ხმაზე შეიძლება მკვლელი მიხვდეს, რომ ცოცხალი ვარ და ტყვიას დამაჭედებს Read the rest of this entry »

თებ 06

ფერომონები მიზიდულობის საიდუმლო

ბევრ თქვენგანს უგრძვნია აუხსნელი მიზიდულობის ძალა საწინააღმდეგო სქესისადმი. “ჩვენ შორის რაღაც ნაპერწკალი გაჩნდა”- ნაცნობი ფრაზაა არა? რა არის ეს ნაპერწკალი ან რა იწვევს მას? ეს იდუმალი შეგრძნება ფერომონების ანუ “სიყვარულის ჰორმონების” ბრალია. ფერომონები ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებია, რომელსაც ყველა ცოცხალი ორგანიზმი გამოიმუშავებს, მაგალითად, ცხოველებისათვის სულერთია როგორი “ვარცხნილობა” ან კუნთები აქვს რჩეულს. Read the rest of this entry »